x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«შეიძლება, ვირუსი უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე გვეგონა» — აცხადებენ მეცნიერები

როგორც ცნობილია, აქამდე ითვვლებოდა, რომ ვირუსი მხოლოდ წვეთოვანი გზით ვრცელდებოდა. მაგრამ, ახალი კვლევების თანახმად, რომლის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული სამედიცინო ჟურნალი ავრცელებს, არ არის გამორიცხული, რომ ინფექციის გავრცელების მიზეზი საჰაერო გზაც იყოს: არ არის გამორიცხული რომ COVID-19-ის მიკროორგანიზმი იმ უმცირეს ნესტიან ნისლში იყოს, რომელასც ყოველი ადამიანი ჩვეულებრივი ამოსუნთქვის დროს გამოყოფს.


image


სტატიიდან ირკვევა, რომ ამერიკელმა მეცნიერებმა ხელისუფლებას გაფრთხილებით უკვე მიმართეს, პათოგენის პოტენციური წყაროს — ბიოიროზოლის შესახებ.

როგორც ინფექციონისტი ფლანერგი წერს, «კვლევამ COVID-19–ით საჰაერო გზით დაავადების შესაძლებლობა დაადასტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექცია ადამიანებს შორის, შეიძლება, უბრალო ურთიერთობით, — საუბრი გავრცელდეს». თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ჯერ დადასტურებული არ არის, საკმარისი იქნება, თუ არა პათოგენის ის რაოდენობა, რომელიც დაავადებული ადამიანის ამოსუნთქვით ჰაერში ხვდება, სხვა ადამიანის დასაინფიცირებლად. მაგრამ, მეორეს მხრივ, ინფიცირების ეს გზა, ვირუსის სწრაფი გავრცელების მიზეზს კარგად ხსნის.

ამრიგად, ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ პათოგენი ჰაერში ხვდება, როგორც კი, ინფიცირებული ადამიანი ამოისუნთქებს. ხოლო, ჯანმრთელი, შეიძლება, დაავადდეს, თუ ამ ჰაერს ჩაისუნთქავს. ყველაფერი კი იქამდე მიდის, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ტარება. ეს შეიძლება იყოს სამედიცინო ნიღაბი, დამცავი ფარი, ნიღაბთან ერთად ან რესპირატორი.imageimage

არსის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები

2. ჰაეროვანი პასკა თხევადი ცომით

3. COVID-19 და შინაური ცხოველები

4. რას წარმოადგენს ვირუსი, საიდან «მოვიდა» და როგორ «მუშაობს» ის

5. შავი ჭირის 4 გამოცანა
6. ამერიკელმა ექსტრასენსმა დღევანდელი პანდემია 2008 წელს იწინასწარმეტყველა

0
692
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
692
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0