x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102423
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466291
ნეანდერტალელები: როდის და როგორ?!
image



ჩვენი წინაპრების და ნეანდერტალელთა გზები ბევრად უფრო ადრე გაიყარა ვიდრე ეს აქამდე ითვლებოდა, ეს 800 ათასზე მეტი წლის წინ მოხდა. ასეთ დასკვნამდე მივიდა პალეოანთროპოლოგთა ჯგუფი, რომელმაც თავისი კვლევის შედეგები "Science Advances" ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში გამოაქვეყნა. ეს სენსაციური დასკვნა მათ ესპანეთში, სიმა დე ლოს ჰუესოსის არქეოლოგიური საიტის ტერიტორიაზე ნაპოვნი ადრეული ნეანდარტალელის კბილების კვლევის საფუძველზე გააკეთეს. როგორც ცნობილია, ჰომინიდთა ევოლუციის კვალდაკვალ კბილების გვირგინთა ზომა და ფორმა ცვლილებას განიცდიდა. მკვლევართა ჯგუფის ლიდერის, აიდა გომეს-რობლესის თქმით, ამ კბილთა აგებულება (ისინი 430 ათასი წლისაა) ასეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო თუ ნეანდერტალელები როგორც ცალკე ევოლუციური შტო 800–1200 ათასი წლის წინ ჩამოყალიბდნენ.


image


აქამდე ითვლებოდა რომ ჰომო ჰაიდელბერგენსისი, რომელიც აფრიკაში და ევროპაში ცხოვრობდა, დაახლოებით 700 ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა და დაახლოებით 400 ათასი წლის წინ ნეანდეარტელელთა და ჰომო საპიენსთა საერთო წინაპარი გახდა. ბოლოდროინდელმა კვლევებმა შესაძლოა ეს თარიღი მნიშვნელოვნად უკან გადაწიოს და საერთო წინაპრის ასაკი 550-765 ათას წელს შორის მოათავსოს. მაგრამ ეს შეფასებანი არაცალსახაა ვინაიდან თავად ეფუძნება დნმ ანალიზის საფუძველზე გენეტიკურ ცვლილებათა აკუმულირების ტემპის საკამათო შეფასებებს.



გომეს-რობლესის ჯგუფმა კი გამოითვალა თუ რა ტემპით ხდებოდა ჰომინიდთა კბილების ფორმის ევოლუცია და ასე შეძლო დაედგინა თუ რა დრო უნდა დასჭირვებოდა სიმა დე ლოს ჰუესოსის ნეანდერტალელებს კბილების ამ ფორმებამდე მისულიყვნენ იმ მომენტიდან როცა ნეანდერტალელთა შტო ცალკე ჩამოყალიბდა. მათ გამოიყენეს ორი შესაძლო ევოლუციური სცენარი და ჰომინიდთა რვა ცალკე ნიმუში რათა დენტალური ევოლუციის ტემპი განესაზღვრათ. ესპანელ ნეანდერტალელთა და ქვის ხანის ჰომო საპიენსთან ერთად ანალიზში გამოიყენეს აგრეთვე 3, 2 მილიონი წლის ასაკის აფრიკელ ჰომინიდთა კბილები.


ფრანგი პალეოანთროპოლოგი მუნიე, პარიზის ადამიანის ინსტიტუტიდან, თვლის რომ ეს მნიშვნელოვანი კვლევაა და ავტორთა დასკვნები დამაჯერებელია, თუმცა არაა გამორიცხული რომ შემდგომა კვლევამ დაზუსტება შეიტანოს თავად ესპანური მასალის დათარიღებაში. ამ მოაზრებას იზიარებს ამერიკელი პალეოანთროპოლოგი ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან შარა ბეილიც. იგი ამბობს რომ სხვა, ესპანეთში ნაპოვნ ჰომინიდთა კბილების კვლევა, რომლებიც 800 ათასი წლისაა, ადასტურებს გომეს-რობლესის ჯგუფის შედეგებს. მაგრამ ბოლომდე ცხადი მაინც არაა, ამბობს იგი, რამდენად მართებულია გომეს-რობლესის დაშვება რომ ჰომინიდთა კბილები მუდმივი ტემპით ევოლუცირებდნენ.


წყარო: Archeochronics - არქეოქრონიკა


0
78
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0