x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
არავის არა აქვს უფლება საფლავში ჩაიყოლოს საქართველო!!!- მამუკა ნაცვალაძე

image
"ბერგამოს სცენარს ბევრი მოუთმენლად ელის და ნაადრევი სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტს...




სულ ერთი ნაბიჯი, ერთი ამოსუნთქვა რჩება ყველა დროის მსოფლიო იმპერიის სანუკვარ მიზანამდე - აღიგავოს პირისაგან მიწისა საქართველო!!!




ის რაც ვერ მოახერხეს ქრისტეშობამდე XII საუკუნიდან მოყოლებული დღემდე ინდოევროპელებმა, აქემენიდებმა, რომაელებმა, პართელებმა, ბიზანტიელებმა, სასანიდებმა, არაბებმა, თურქ-სელჩუკებმა, მონღოლებმა, ირანელებმა, ოსმალებმა და თვით ბევრისთვის საფიცარმა რუსებმა, იოლად შესძლებენ ქრისტეს სახელით მოღაღადენი, რომელთვისაც ქრისტიანობა მოყვასის სიყვარული კი არა, ღმერთის გამოცდა და სასწაულის მოლოდინია...





ყველაზე ამაზრზენი ისაა, რომ ამ ფოკუზთმოყვარულთ შესაშური ლოგიკა აქვთ - რაც არ უნდა მოხდეს, არაფერ შუაში არიან, ყველაფერი ღმერთის ნებაა...


საკუთარი ბითურობის შედეგზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და ღმერთს დააბრალო, უახალესი ქართული ნოვატორული მართლმადიდებლური ეგზისტენციალიზმის კლასიკაა...

P.S. ეს ქვეყანა არც თქვენით დაწყებულა და არც თქვენით მთავრდება... არავის არა აქვს უფლება საფლავში ჩაიყოლოს საქართველო!!!!" -წერს მამუკა ნაცვალაძე, მსოფლიო ცივილიზაციის ინსტიტუტის კავკასიური ცივილიზაციის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი.
6
874
4-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
874
  
2020, 17 აპრილი, 2:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 16 აპრილი, 17:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 15 აპრილი, 23:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 15 აპრილი, 23:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 15 აპრილი, 22:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 15 აპრილი, 21:17
მისცეს უფლება ე.წ მღვდლებს.........
0 1 6