x
მეტი
  • 15.07.2020
  • სტატია:101539
  • ვიდეო:346708
  • სურათი:465404
“ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლისას, რძის პროდუქტი იმუნური სისტემის მთავარი გამაძლიერებელი კომპონენტია“
image


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოსცა რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია რძის პროდუქტების მიღება, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა, განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რძის პროდუქტების მოხმარების ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა როლი უკავია რძის ნაწარმს იმუნური სისტემის გაძლიერებაში.


ორგანიზაციის ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა, ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა, გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში.



image


ეს დოკუმენტი შეიცავს 5 მთავარ რეკომენდაციას:


  • რეკომენდებულია დღეში 300 გრ რძის დალევა, ან მისი სხვა რძის პროდუქტით ჩანაცვლება (მაგალითად, 30 გრ ყველის მიღება);
  • აუცილებელია გაიზარდოს ფერმენტირებული რძის პროდუქტების - ჩვენს შემთხვევაში მაწვნის, როგორც კეფირისა და იოგურტის ალტერნატივის მიღება, ნაწლავების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით.
  • ლაქტოზის ნაწილობრივი აუტანლობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ულაქტოზო, ან რძემჟავის პროდუქტებზე გადასვლა. მთავარია, ამ ჯგუფის ნაწარმზე სრულად უარი არ ითქვას და რაღაც დოზით იქნას მიღებული.
  • შეეცადეთ მიიღოთ რძის პროდუქტები დღეში რამდენჯერმე, რომლებიც შეიცავენ უამრავ პრებიოტიკსა და პრობიოტიკს. ამ შემთხვევაში, იდეალური პროდუქტია მაწონი, რომელიც ორგანიზმს ფერმენტის წარმოქმნასა და ლაქტოზის დამუშავებაში ეხმარება.
  • რძისა და რძის პროდუქტის მიღების ნორმა ორსული ქალებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საჭიროა სტანდარტულზე მაღალი იყოს. მაგალითად, 500 გრ რძე, ან მისი ალტერნატიული პროდუქტით ჩანაცვლება. (ხაჭო, ყველი, კეფირი და ა.შ.)

რძის ნაწარმი არის პროტეინის, ვიტამინ A და B2-ს, კალციუმის, ცილისა და ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი სხვა ნივთიერებების მიღების წყარო. რძე, ასევე, შეიცავს იმუნოგლობულინს, ლაქტოფერინს, ლაქტალბუმინს და გლიკოპეპტიდებს. ეს ელემენტები ეხმარებიან სხეულს იმუნომოდულატორული პროცესების ამოქმედებაში, ზეგავლენას ახდენენ სხვადასხვა იმუნურ უჯრედებზე და ხელს უშლიან ვირუსის გავრცელებას.


image


ამრიგად, აუცილებელია გავითვალისწინოთ ექსპერტთა რეკომენდაციები რძის ნაწარმის როლზე ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.


რძის პროდუქტის ყოველდღიურად მიღება, ჯანსაღი კვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა მაღალი იმუნური წინააღმდეგობის ქონა ახალ კორონა ვირუსთან საბრძოლველად.


გარდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებისა, აუცილებელია გავითვალისწინოთ ჩვენი ექიმების მითითებებიც.




R



2
122
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
122
  
16 აპრილი, 17:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

15 აპრილი, 23:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2