x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თამარ გვერდწითელის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია,თუმცა თვითიზოლაციაში დარჩება
imageმომღერალ თამარ გვერდწითელის პროდიუსერმა სერგეი პუდოვკინმა განაცხადა, ვარსკვლავი კარგად გრძნობს თავს.

თამარ გვერდწითელი იყო მათ შორის, ვინც მოსკოვში დიდ თეატრში კონცერტის დროს რამდენიმე არტისტი კორონავირუსით დაინფიცირდა.



პუდოვკინის თქმით, ყველა, ვინც კონცერტში მონაწილეობდა, შემოწმდა კორონავირუსზე. ეს მოხდა სპექტაკლამდე ორი დღით ადრე. თუმცა საბოლოოდ დაინფიცირებული აღმოჩნდა 34 ადამიანი. თამარ გვერდწითელის ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა იგი თვითიზოლაციაში იქნება.



მოსკოვის დიდ თეატრში COVID-19-ის მასობრივი დაინფიცირება მოხდა, სულ დაინფიცირებულია თეატრის 34 თანამშრომელი.


image

დაინფიცირება მოხდა იმ დროს, როდესაც დასი პირდაპირ ეთერში გასასვლელად ემზადებოდა, ამ დროს კი რუსეთში 21 102 დაინფიცირებული დაფიქსირდა, რა დროსაც გარდაიცვალა 170 ადამიანი.


34 ინფიცირებულთა შორის არიან დაცვის თანამშრომლები და ინჟინერებიც, დიდი თეატრის დანარჩენი თანამშრომლები და არტისტები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.


დიდ თეატრის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ურინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავის ჰქონდა დაავადების რაიმე ნიშნები (ხველა, ცხელება).

ღონისძიება -კონცერტი დაიგეგმა ექიმების, სასწრაფო დახმარების მუშაკებისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ მოხალისეების მიმართ მადლიერების გამოსახატავად. კონცერტში მონაწილეობა მიიღო ბევრმა ცნობილმა რუსმა მომღერალმა, მათ შორის იყვნენ დიმა ბილანი, პოლინა გაგარინა, იგორ კრუტოი, ნიკოლაი ბასკოვი, მიხეილ ბოიარსკი და სხვები.

2
883
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
883
  
2020, 17 აპრილი, 2:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 15 აპრილი, 23:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2