x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მეხანძრეს შეცდომით რამდენიმე მილიონი დოლარი ჩაურიცხეს

image

ინდიანას შტატის ქალაქ ნიუ-ჩიკაგოს მკვიდრმა მეხანძრე-მაშველმა გადაწყვიტა საკუთარი საბანკო ანგარიშის შემოწმება და აღმოაჩინა, რომ მის ანგარიშზე 8.2 მილიონი დოლარი იყო ჩარიცხული. ამის შესახებ იტყობინება Daily Mail-ი.


შაბათს, 11 აპრილს, მეხანძრე ჩარლზ კალვინს( (Charles Calvin) სურდა გაერკვია, ჩაერიცხა თუ არა წამახალისებელი ანაზღაურება 1, 7 ათასი დოლარი, რომელიც განკუთვნილი იყო მისთვის და მისი შვილისთვის. მამაკაცმა ბანკომატში შეიყვანა ბარათი და საკუთარი ანგარიშიდან 200 დოლარი მოხსნა.რა დროსაც შეამჩნია, რომ დარჩენილი ნაშთი 8.2 მილიონი დოლარი იყო.



ჩარლზ კალვინმა თვალებს არ დაუჯერა და ჩათვალა, რომ ბანკომატმა აურია, მან ამოიღო ბარათი და ხელახლა ჩასვა, აკრიფა კოდი, თუმცა ბანკომატის ეკრანზე მრავალმილიონიანი ბალანსი ისევ გამოჩნდა, მამაკაცმა პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორა, ბანკომატი იგივე თანხას აჩვენებდა.


image

ორშაბათს, 13 აპრილს, კალვინმა ბანკს დაურეკა. მას აცნობეს, რომ მის ანგარიშზე ასტრონომიული თანხა აღარ იდო, თუმცა კუთვნილი გასამრჯელო ჩაერიცხა.


”რა სამწუხაროა. წამში, მილიონერიდან ღარიბ კაცად იქცევი. როდესაც ღარიბი ხარ, სხვა გასაქანი არა გაქვს, ”- თქვა მეხანძრემ.


მან დღემდე არ იცის ეს იყო ფედერალური მთავრობის თუ ბანკის შეცდომა.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ დალასში მცხოვრებ რუთ ბალონს (Ruth Balloon)) ბანკმა შეცდომით, დამატებით 37 მილიონი დოლარი ჩაურიცხა. ბანკმა ბოდიში მოიხადა და უკუგადარიცხვა განახორციელა ანგარიშიდან.

1
570
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
570
  
2020, 15 აპრილი, 10:46
დალოცვილმა ვერ მოხსნა?????
0 1 1