x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508457
"არჩევანი, მხოლოდ, ორი იყო: დათმობა ან სისხლისღვრა... მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო!" - როგორ ვითარდებოდა მოვლენები, 14 აპრილის, დედაენის დღედ გამოცხადებამდე
image

უწინ როცა ქართველი ერი იყო მართული,

და არ უნდოდათ ეთქვათ სიტყვა ქართული;

არ სურდა ჩვენს მტერს ერთიანი და გამართული

ყოფილიყო საქართველო და ხალხი მისი!...

ლ.კაკლიანი

***

სწორედ, ამ დროს 1978 წელს სსრკ-ს უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა გეგმა, რომ ქართული ენა აღარ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ენა და ის ჩანაცვლდებოდა რუსულით. 75-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს, ასეთი იყო: „საქართველოს სს რესპუბლიკა უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველმხრივი განვითარებისთვის. საქართველოს სს რესპუბლიკის ყველა ამ ორგანოსა და დაწესებულებაში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსული, აგრეთვე იმ ენებისა, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს. რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება“. ამ გეგმის განხორციელებას წინ აღუდგა მთელი საქართველო, თბილისში მასობრივი გამოსვლები მოეწყო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობა უმაღლესი საბჭოს შენობისკენ. კომუნისტური პარტიის იმჟამინდელი მდივანი, ედუარდ შევარდნაძე უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ხალხთან გამოვიდა ვითრების განსამუხტად... არჩევანი, მხოლოდ, ორი იყო: დათმობა ან სისხლისღვრა... მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო!... ამ მოვლენებისდა გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა!

თუ გსურს გამოსცდე მაგ უმწიფრობას,

თუ გსურს იცოდე სიტყვა ქართული


არც შენ აპირებ ცუდ ხელმწიფობას

და არ გსურს იყო ყოვლით მართული:

ეზიარე შენს სანუკვარ ისტორიას,

მამული, ენა სარწმუნოება- გაითავისე

და დააფასე საკუთარი!...

როგორც წმინდა ილია მართალი იტყოდა, თუ საკუთარი არ დავაფასეთ, ვერასდროს შევძლებთ შევიყვაროთ/დავაფასოთ სხვისი.სწორედ, საკუთარიდან იწყება, შენსას უნდა ფლობდე ბოლომდე, იცნობდე კარგად და მას შემდეგ შეისწავლო სხვისი. ჩვენ უდიდესი ისტორიის მქონე ერი ვართ, გამორჩეული და განსაკუთრებული, უბრალოდ, არ ვიცით საკუთარის მოფრთხილება, „არ ვიცით რა სად ძევს“...

“Sapere aude- გაბედე აზროვნება“- გავითავისოთ კანტის ოქროს სიტყვები - თითოეულმა ჩვენგანმა, მეტი ვიფიქროთ, მეტად შევიყვაროთ და დავაფასოთ...აი, ამის შემდეგ კი ყველაფერი, გაცილებით, უკეთ იქნება!...

1
335
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან კაკლიანი
ლევან კაკლიანი
335
  
2020, 15 აპრილი, 3:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1