x
ამერიკელთა იმედი - შეშლილი პატიმარი ქალი
image



1800-იანი წლების ბოლოს ამერიკელ მამაკაცთა უმრავლესობას სურდა, რომ ქალები სახლში მსხდარიყვნენ და მხოლოდ ცოლისა და დედის მოვალეობა შეესრულებინათ.ხალხის უმეტესობა იზიარებდა, იმ დროს გამოქვეყნებულიი სტატიის შინაარსსრა გამოსდით გოგონებს”.სტატია აკრიტიკებდა ქალთა სურვილს, რომ ყოფილიყვნენ რეალიზებულები და ჰქონოდათ საკუთარი ადგილი სამყაროში.ნელი ბლი მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულს.ფაქტობრივად მან სიგიჟე გამოიჩინა, როცა გაზეთს მიწერა წერილი, რომელმაც მისი სიცოცხლე სამუდამოდ შეცვალა.


ელი ბლი, დაბადებისას კი ელიზაბეტ კოქრანი 1867 წელს კოქრან მილში დაიბადა, პენსილვანიაში.ქალაქში, რომელსაც სახელი მამამისის საპატივცემულოდ დაერქვა.ნელის ცხრა დედმამიშვილი ჰყავდა.მამამისის სიკვდილის შემდეგ, დედამისმა ხელახლა იქორწინა.მოგვიანებით ახალ მეუღლესაც გაშორდა.ეს ქმედებები მაშინ ძალიან უჩვეულო იყო.როგორც სხვა გოგონები იმ დროს, ელიზაბეტიც განათლებას სახლში იღებდა, მოგვიანებით იგი ერთი წლით სკოლა-ინტერნატში გააგზავნეს, სადაც პედაგოგობა უნდა ესწავლა.თუმცა მის ოჯახს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ასე რომ, სახლში დაბრუნება მოუწია.



ხელმოწერა




ოდესაც ელიზაბეტი 18 წლის იყო, წაიკითხა სტატიარა გამოსდით გოგონებს”.მან მოამზადა წერილი, რომელიც სიბრაზით იყო განმსჭვალული და გაუგზავნა რეპორტიორს, ჯორჯ მადენს.იგი შთაბეჭდილების ქვეშ იყო, როდესაც წერილი წაიკითხა და ჟურნალში რეკლამა განათავსა, სადაც ეძებდა წერილის ავტორს.ელიზაბეტი მივიდა მადენის ოფისში და მან სთხოვა რომ მოემზადებინა სტატია გაზეთისთვის.ბლი დათანხმდა და მოამზადა სტატია ქალთა სამუშაო უფლებების შესახებ პიტსბურგში.მისი ნაშრომი კვირის გაზეთში გამოქვეყნდა და ხალხმა ამის გამო ნელი პირველად მაშინ შეიყვარა.


პატივსაცემი ახალგაზრდა ქალები იმ დროს არ მუშაობდნენ ჟურნალებისთვის.ქალი ავტორები მუდამ გამოგონილ სახელებს იყენებდნენ.ელიზაბეტმაც შეარჩია ერთ-ერთი მათგანი დანელი ბლიდაირქვა, რომელიც პოპულარული სიმღერიდან მომდინარეობს.ბლიმ უარი განაცხადა, რომ სტატიები ეწერა წვეულებების შესახებ, რასაც ქალ რეპორტიორთა უმეტესობა აკეთებდა.ამის მაგივრად იგი წერდა განქორწინებების შესახებ, რაც ძალიან იშვიათი განხილვის საგანი იყო ფართო მასებისთვის.წერდა ასევე საშინელი სამუშაო პირობების შესახებ ადგილობრივ საწარმოებში.განიხილავდა სიღარიბეს და ქალთა დასაქმების პრობლემებს.მისი ამბები პოპულარული იყო მკითხველისთვის, თუმცა ასევე დიდ წინააღმდეგობაში მოდიოდა საყოველთაო აზრთან.საწარმოს მეპატრონეები იმუქრებოდნენ, რომ შეაჩერებდნენ გაზეთში რეკლამების განთავსებას თუ ბლი, იქ მუშაობას განაგრძობდა.



ნელი საგიჟეში


ელი ბლიმ რედაქტორს განსხვავებული იდეა შესთავაზა.მას სურდა რომ მექსიკაში ემოგზაურა და დაეწერა ქვეყნის შესახებ, თავისი ხალხით.მაშინ ქალები არასდროს მოგზაურობდნენ მარტო, ამიტომ ნელიმ დედამისი წაიყოლა თან.თავდაპირველად ბლიმ დაწერა სახელმწიფოს მშვენიერი დახასიათება, თუმცა მალევე დაიწყო უფრო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიცაა განსხვავებული საცხოვრებელი პირობები, სოციალური მდგომარეობის მიხედვით.მან ასევე დაწერა მექსიკური კორუფციისა და რეფორმების გატარების საჭიროებაზე.დიდი პოპულარობით სარგებლობდა ნელის სტატიები, თუმცა იგი კვლავ წინააღმდეგობაში მოდიოდა საზოგადო შეხედულებებთან.საბოლოოდ მექსიკის მთავრობამ აიძულა ნელი, რომ ქვეყანა დაეტოვებინნა.


იტსბურგში დაბრუნების შემდეგ 1887 წელს, მან ნიუ-იორკში გადასვლა გადაწყვიტა.ნელის სურდა რომ ემუშავა იმ დროს ყველაზე ცნობილ რედაქტორთან ჯოზეფ პულიცერთან.იგი ჯოზეფის გაზეთში მივიდანიუ-იორკ ვორდლში”, რომელიც ყველაზე პოპულარული იყო ნიუ-იორკში იმ დროისთვის.სამწუხაროდ, ნელი ვერ შეხვდა პულიცერს რამაც სასოწარკვეთა გამოიწვია.თუმცა თვალთმაქცობით დათანხმდა პიტსბურგის გაზეთში რეპორტიორობაზე, რომელსაც ჯოზეფის შესახებ რეპორტაჟის მომზადება სურდა და ასეც მოხდა.ნელი შეხვდა პულიცერს, მაგრამ ინტერვიუს აღების მაგივრად ნელიმ სამსახური სთხოვა.მან რამდენიმე იდეა შესთავაზა რედაქტორს და ისიც დათანხმდა სამსახურზე, იმ პირობით რომ ნელი მოამზადებდა სტატიას საშინელი მდგომარეობის შესახებ, რომელიც იყო მენტალურად დაავადებულ ადამინთა ჰოსპიტალებში.



მოგზაური



მისათის რომ სტატია მოემზადებინა აუცილებელი იყო ბლექვილის მენტალურ ჰოსპიტალში შეეღწია და ზედმიწევნით აღეწერა, იქ არსებული მდგომარეობა.იგი სარკის წინ რეპეტიციობდა და ისე იქცეოდა, როგორც შეშლილი.გაიჩეჩა თმა და ჩაიცვა ძველი ტანსაცმელი, ალაპარაკდა ესპანურად, უმიზეზოდ ტიროდა გულამოსკვნით, ამბობდა რომ ფული დაკარგა და არ იცოდა ვინ იყო.საბოლოოდ სახლის მეპატრონემ, სადაც იგი ცხოვრობდა პოლიციას გამოუძახა.რამდენიმე ექიმმა გასინჯა და თქვეს, რომ მას სერიოზული მენტალური პრობლემები ჰქონდა და 10 დღით გაგზავნეს ბლექვილის კუნძულზე სამკურნალოდ.მისი სტატიები იქ არსებული მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ შოკისმომგვრელი იყო.ავადმყოფებს ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ და სანიტარული პირობები სრულიად დაუცველი იყო.ხელისუფლებამ საავადმყოფო გამოიკვლია, საბოლოოდ აიძულეს ჰოსპიტალი, რომ შეეცვალათ არსებული მიდგომები.



გზა



ნელი ბლის სტატიები შემდეგი ორი წელინიუ-იორკ ვორლდისპირველ გვერდზე იბეჭდებოდა.იგი ყველაზე პოპულარული ქალი რეპორტიორი იყო იმ დროს.იგი მუშაობდა საწარმოებში და წერდა სამუშაო პირობების შესახებ.მან სპეციალურად დააჭერინა თავი რომ ენახა რას ნიშნავდაქალი ციხეში”.მან მოამზადა სტატია თუ როგორ არასწორად ეპყრობოდნენ ქალებს ციხეში.ასევე წერდა პოლიტიკური უსინდისობის შესახებ.ზოგჯერ ჰქონდა გასართობი სტატიებიც მაგალითად, ღამის კლუბის შესახებ, სადაც იგი მოცეკვავედ მუშაობდა.ბლი თავის ფიქრებს, გრძნობებსა და გამოცდილებებს ძალიან პატიოსნად აღწერდა და ხალხს იგი უყვარდა.


მფლობელის მოწმობა



ადამიანთა უმეტესობას ნელი დაამახსოვრდა თავისი ცნობილი მოგზაურობის გამო მსოფლიოს გარშემო.მისი მიზანი იყო, რომ მსოფლიო იმაზე მოკლე დროში შემოევლო ვიდრე, ეს პოპულარულ ნოველაშია აღწერილი “80 დღე დედამიწის გარშემო”.იგი წავიდა პატარა ჩანთითა და საფულით.თავდაპირველად ატლანტის ოკეანე გადაცურა.შემდეგ ინგლისის არხით საფრანგეთში ჩავიდა და შეხვდა ნოველის ავტორს ჟიულ ვერნის, იგი გაოცებული იყო როგორ შეეძლო ასე ახალგაზრდას ასეთი რამის გაკეთება.ამის შემდეგ იგი მიდიოდა მატარებლით, გემით, ჯორითა და ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალებით, რითაც ევროპისა და აზიის გადაკვეთა შეეძლო.იგი საშინელ შტორმს გადაურჩა, როცა ჰონგ კონგიდან ჩინეთში მიცურავდა.ყოველდღე ქვეყნდებოდა ამბები ნელის შესახებ მთელს მსოფლიოში.ისინი ასევე აწესებდნენ პრიზებს მათთვის ვინც ზუსტად გამოიცნობდა ნელის დაბრუნების დროს.იგი ყველას უყვარდა, იწერებოდა სიმღერები, იქმნებოდა სათამაშოები, ტანსაცმელი და თამაშები მისი სახელით.


გზად ნელი წერდა ყველანაირი გამოცდილების შესახებ, რომელიც იმ ადგილებში მიიღო სადაც ამერიკელთა უმეტესობა არასდროს ყოფილა, არც ენახათ და არც გაეგოთ ამის შესახებ.ბლიმ მოგზაურობა 72 დღეში, 6 საათში, 11 წუთსა და 14 წამში დაამთავრა.როდესაც ამერიკაში ჩავიდა მას სპეციალურად გამოუყვეს მატარებელი სან-ფრანცისკოდან ნიუ-იორკამდე.ხალხი ყიჟინით ესალმებოდა, ნიუ-იორკში უზარმაზარი მარში მოეწყო ნელისთვის.ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი და საუკეთსო მომენტი კარიერაში..


ნელი ერთი წლის მანძილზე ლექციებს კითხულობდა და შემდეგ კვლავ რეპორტიორობას დაუბრუნდა.1895 წელს იგი მდიდარ ბიზნესმენს რობერტ სიმანს შეხვდა.რობერტი 72 წლის იყო, თვითონ კი თითქმის 30-ის.ოთხი დღის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ, 9 წლის შემდეგ კი სიმანი გარდაიცვალა.ნელიმ აიღო ხელთ მისი ბიზნესები და მართავდა საწარმოებს.იგი ყოველთვის თანაბრად უხდიდა ქალებსა და კაცებს.გარკვეული დროის მანძილზე ძალიან წარმატებული იყო, თუმცა მალე მთელი ფული დაკარგა და გაკოტრდა.1914 წელს ბლი ავსტრიაში გაექცა პრობლემებს.პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ვეღარ წამოვიდა უკან.


1919 წელს 54 წლის ნელი ბლი აშშ-ში დაბრუნდა.მას მხოლოდ რამდენიმე მეგობარი ჰყავდა და ცოტაოდენი ფული.მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა მუშაობა დააწყებინა “New yourk evening” ჟურნალში.ორი წლის შემდეგ იგი ავად გახდა და გარდაიცვალა.სამწუხაროდ, ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ ნელი ბლი არ იმსახურებდა პატივისცემას მისი მოგზაურობისა და სკანდალური სტატიების გამო.სწორედ ამიტომ იგი ანონიმურ სასაფლაოზე დაკრძალეს, ყველანაირი მანიშნებლის გარეშე, თუ ვინ განისვენებდა იქ.50 წლის შემდეგ ნიუ-იორკის პრესკლუბმა ნელის მონუმენტი ნიუ-იორკში აღმართა.


ელი ბლი დასამახსოვრებელია მისი გასაოცარი მოგზაურობით მსოფლიოს გარშემო.რედაქტორი ნელის ამერიკის საუკეთესო რეპორტიორს ეძახდა.არა როგორც ქალი საუკეთესო რედაქტორი, არამედ ზოგადად საუკეთესო.ყველაზე მნიშვნელოვანი კი მისი პირველი სტატიებია, სიღარიის პრობლემისა და სხვა მრავალი უსამართლობის შესახებ მსოფლიოში.



2
325
შეფასება არ არის
ავტორი:თემურ თუთარაშვილი
თემურ თუთარაშვილი
325
  
2020, 15 აპრილი, 19:05
მადლობთ ბატონო მურო!
2020, 15 აპრილი, 13:49
რა საინტერესოა!!
0 1 2