x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
სამზარეულოს პოლიეთილენის სახვევის 13 უჩვეულო გამოყენება
image


სამზარეულოს პოლიეთილენის სახვევი ყველა სახლშია. მისი გამოყენება მხოლოდ საკვების გასახვევად კი არა, სხვა დროსაც შეგიძლიათ. ჩვენ 13 იდეას გთავაზობთ.


იხილეთ ფოტოები


* სამზარეულოს პოლიეთილენის სახვევი დაიცავს თქვენ ხელებს ბებერებისგან, როცა ხელთათმანები თან არ გაქვთ და ბაღსა თუ ეზოში ფოხცით ან ნიჩბით უნდა იმუშაოთ.


* სანამ ნაყინს საყინულეში შეინახავთ, კრისტალები რომ არ გაუჩნდეს, სამზარეულოს პოლიეთილენი შემოახვიეთ.



* ღებვის შემდეგ საღებავის ქილასაც და ფუნჯსაც სამზარეულოს პოლიეთილენი შემოახვიეთ. ეს დაიცავს მათ გამოშრობისგან.


* სამზარეულოს პოლიეთილენი ბანანის ყუნწებს რომ შემოახვიოთ, დიდხანს შეუნარჩუნებთ სიცოცხლეს.


* მგზავრობამდე, ჩემოდანში ჩალაგებამდე ჰერმეტულად რომ შეინახოთ კოსმეტიკური საშუალებები, სახურავამდე ჯერ სამზარეულოს პოლიეთილენი შემოახვიეთ.


* თუ სახლში ჭუჭყიანი ფეხსაცმლით შესვლა არ გსურთ, სამზარეულოს პოლიეთილენი შემოიხვიეთ.


* ღრიჭოებიდან ქარი აღარ შემოუბერავს, თუ ფანჯრებზე სამზარეულოს პოლიეთილენს მიაკრავთ.


* ქინქლების გასანადგურებლად ჭიქაში ჩააწყვეთ დაჭრილი ხილი, გადააფარეთ სამზარეულოს პოლიეთილენი და დანით ერთ ადგილზე ჩაჭერით. ქინქლების ჯარი ჭიქაში ჩაფრინდება და მათ ადვილად მოაცილებთ სახლიდან.


* ორიგინალურად გააფორმებთ კედელს, თუ ახალშეღებილზე სამზარეულოს პოლიეთილენს მიაწებებთ და ოდნავ მოჭმუჭნით.


იხილეთ ფოტოები


* მაცივარში იდეალურ სისუფთავეს დაამყარებთ, თუ სამზარეულოს პოლიეთილენს თაროებზე დააფენთ და პერიოდულად გამოცვლით.


* სამზარეულოს პოლიეთილენი გახდომაში დაგეხმარებათ! განსაკუთრებით, ცელულიტთან ბრძოლაში. აგრეთვე, შეგიძლიათ სახეზე მიიკრათ მკვებავი კრემის წასმის შემდეგ, რათა თერმოეფექტი მიიღოთ და კანმა ნიღაბი უკეთ შეიწოვოს.


* წვენის ჭიქას სანამ ბავშვს მისცემთ, ჭიქას სამზარეულოს პოლიეთილენი შემოახვიეთ, გახვრიტეთ და ჩადეთ მასში წვენის საწრუპი ჩხირი. ასე დაცული იქნებით, რომ გადმოღვრისას სითხე ჭიქაში დარჩება.


* თუ თაიგული შორ მანძილზე მიგაქვთ, წვეთებით რომ არ დაილაქაოთ სამოსი, ძირებზე ჯერ სველი ხელსახოცი შემოახვიეთ, შემდეგ კი სამზარეულოს პოლიეთილენი.


იხილეთ ფოტოები



0
389
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0