x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352429
  • სურათი:508414
დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრი განცხადებას ავრცელებს
image


ააიპ „დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს:

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადრებოდ!!!
დღევანდელი (13 აპრილის) მდგომარეობით, COVID-19 თან დაკავშირებით, არცერთი პიროვნება არ იმყოფება თვითიზოლაციაში, არც კარანტინში. შესაბამისად, არ გვაქვს შფოთვის არანაირი მიზეზი!


გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, არ აყვეთ პანიკას და ნუ გაავრცელებთ ცრუ ინფორმაციას!!!


ნებისმიერ ინფორმაციას COVID-19ის შემთხვევებთან დაკავშირებით დავდებთ ჩვენ გვერდზე!!!“ - ნათქვამია ჯანდაცვის ცენტრის ოფიციალურ განცხადებაში.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტემპერატურა აღენიშნებოდა საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ ერთ მოქალაქეს, ჯამში დედოფლისწყაროდან რამდენიმე „საეჭვო“ მოქალაქემ ჩაიტარა კორონას ტესტი. ანალიზები ჯერ თელავში, შემდეგ კი ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა და ჯამში არცერთ მოქალაქეს ახალი ვირუსი არ დაუდგინდა.

0
261
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0