x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ურემი როცა გადაბრუნდება.." - ჩინეთში აკრძალეს ძაღლების, კატების და ღამურების საკვებად გამოყენება
image

ჩინეთში პირველად ისტორიაში, აიკრძალა ძაღლების, კატების, ღამურისა და უამრავი სხვა ცხოველის ჭამა, გადაწყვეტილება მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კოროვირუსული პანდემიის ფონზე.



ქვეყნის მასშტაბით, ძაღლები, კატები, ღამურები, ენოტები შეიტანეს იმ შინაური ცხოველების ჩამონათვალში, რომლებიც არ შეიძლება ჩაითვალოს პირუტყვად, რაც თავისთავად ნიშნავს მის საკვებად გამოყენების აკრძალვას.


გარეული ცხოველებით ვაჭრობა აკრძალულია ჩინეთის რამდენიმე რეგიონში, თუმცა გარეული ცხოველების მოშენება და რეალიზაცია სამედიცინო მიზნებისთვის ჯერ კიდევ კანონით ნებადართული იყო. თუმცა ახალი ბრძანების თანახმად, მთლიანად აკრძალულია ცხოველების გაყიდვა და მოშენება, მიზეზის მიუხედავად.



ეს შეზღუდვები არ ვრცელდება ძროხებზე, თხებზე, ღორებზე, ქათმებზე, იხვებზე, კურდღელზე, ცხენებზე და აქლემებზე.


ამავე დროს, ბეწვის, რძისა და ნართის რეწვისთვის ნებადართულია ირმების, ალპაკების, ხოხბების, სირაქლემების, ასევე მელას, წავის, ენოტების და სხვა ცხოველების მოშენება .


0
221
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0