x
მეტი
  • 14.07.2020
  • სტატია:101490
  • ვიდეო:346695
  • სურათი:465393
კოვიდ 19-ის ვაქცინა შესაძლოა ქალბატონმა შექმნას

image


კორონა იმედი



კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა რამოდენიმე კვირაში გვქონდეს, როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპერტები ამბობენ, ისინი "80 პროცენტით დარწმუნებულები არიან", რომ ახალი პრეპარატი იმუშავებს.

პროფესორი სარა გილბერტი, რომელიც უნივერსიტეტის გუნდთან ერთად ვაქცინაზე მუშაობს, უკვე მისი ტესტირების დაწყებას აპირებს. იგი დარწმუნებულია, რომ ვაქცინა იმუშავებს და ამბობს, რომ ის შესაძლოა სექტემბრისთვის უკვე მზად იყოს.

პრეპარატის ტესტირება მოხდება 510 მოხალისის დახმარებით, ტემზის ხეობის რეგიონში, ექვსთვიან საცდელ პერიოდში, ხოლო მიღწეული პროგრესი ჯერჯერობით აღწერილია, როგორც "გასაოცარი".

ამჟამად დადასტურებულია, რომ გაერთიანებულ სამეფოში 79, 885 ადამიანი დაინფიცირებულია ვირუსით, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 9, 892-ს აღწევს.

იმდენად, რამდენადაც უახლოესი რამოდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანა კორნავივირუსის შეზღუდვებით ცხოვრების რეალობის წინაშე დგას, წარმატებული ვაქცინა იზოლაციის ზომების დასრულების გასაღებია.

კოლეგა პროფესორი, პიტერ ოუფენშოუ, მთავრობის მრჩეველი ვაქცინების საკითხებში და ვირუსული საკონსულტაციო ჯგუფის „ნერვთაგ“-ის (Nervtag) ვიცე-თავმჯდომარე, იმედოვნებს, რომ ვაქცინა მუშაობს და ამბობს, რომ ნიშნები უნდა გაირკვეს ძალიან მალე.

მან ტელეგრაფს (The Telegraph) განუცხადა: "სიგნალი ძალიან სწრაფად დავინახეთ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საბოლოო, დადებით სიგნალს, უახლოესი კვირების განმავლობაში მიიღებენ."

პროფესორმა დასძინა, რომ მკვლევარებს არ მოუწევთ ჩვეულებისამებრ ექვსი თვის განმავლობაში ლოდინი დასადასტურებლად.

ტესტის მონაწილეებს ორ ნაწილად გადაანაწილებენ, რომელთაგან ერთი ნაწილი მიიღებს ოქსფორდის ვაქცინას, ხოლო მეორე ნახევარი მიიღებს სიმულატორს.

თუ ის გეგმის შესაბამისად იმუშავებს, არცერთი მათგანი, ვინც მიიღებს ნამდვილ ვაქცინას - არ დაავადდება, ან ძალიან მსუბუქ ფორმებში გადაიტანს კოვიდ -19-ს.

მოსალოდნელია, რომ კვლევის ზოგიერთი მონაწილე, ვინც მიიღებს პლაცებოს, დაინფიცირდება და გამოავლენს ვირუსის სიმპტომებს.

„გასაოცარი" პროგრესი



პროფესორმა ოუფენშოუმ განაცხადა, რომ "საოცარია, თუ რა პროგრესს აღწევს სარა (გილბერტი) ამ დროისათვის".

”ეს არის ქალი, რომელმაც შესაძლოა შექმნას ვაქცინა”, - თქვა მან.

ამასთან, აღნიშნა მან, ვაქცინის წამყვანი მკვლევარი იყო "ძალიან მეთოდური" და "არ აპირებდა აჩქარებას (მტკიცებას, რომ პრეპარატი მუშაობს), ვიდრე არ ჩატარდებოდა ტესტირება, რომელიც აჩვენებდა, რომ ვაქცინა აფერხებს ვირუსს და იცავს ადამიანებს დაავადებისგან".

მკვლევარებმა განაცხადეს: ”საუკეთესო შემთხვევაში, 2020 წლის შემოდგომაზე, ჩვენ მივიღებთ შედეგებს ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, III ფაზის ტესტირებისა და დიდი რაოდენობით ვაქცინის წარმოების უნარის თაობაზე”.

ჩინეთის რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ვირუსს, ითვალისწინებს მედიკამენტის ინტეგრირებას, მაგრამ ეროვნული ჯანდაცვის სამსახური (NHS) ”მკაცრად უარყოფს” მის (ჰიდროქსიქლოროქინის) გამოყენებას, რადგან მტკიცებულებები მისი ეფექტურობის შეახებ შეზღუდულია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სამედიცინო ორგანოებმა რეკომენდაცია გაუწიეს მედიკამენტის გამოყენებას, მათ არ წარმოადგინეს მტკიცებულებები მისი ეფექტურობის დასადგენად.

წინააღმდეგობა



საფრანგეთის წამყვანმა კარდიოლოგმა აღნიშნა, რომ ამ პრეპარატმა. კორონავირუსით დაავადებულ 54 პაციენტს დაუზიანა გული, რომელთაგან ოთხი გარდაიცვალა.

ჰიდროქსიქლოროქინი (Hydroxychloroquine) არის სინთეზური ნაერთი, რომელიც შეიქმნა 75 წლის წინ, ქინაქინის ალტერნატივად, როგორც მალარიის სამკურნალო საშუალება.

იგი ასევე გამოიყენება ქრონიკული ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა წითელი მჭამელი (Lupus ) და რევმატოიდული ართრიტი (Rheumatoid arthritis).

ჰიდროქსიქლოროქინის ტესტირება აშშ-ში ხუთშაბათს დაიწყო, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მეთვალყურეობის ქვეშ.

დონალდ ტრამპმა საჯაროდ ცნო პრეპარატი, რასაც კრიტიკა მოჰყვა, წამლის სისტემატური მტკიცებულებების არარსებობის გამო. გასულ შაბათ-კვირას გავრცელდა მისი მოწოდება: "რა გაქვთ დასაკარგი? მიიღეთ!"

ვოთსაფის (WhatsApp) შეტყობინებები, რომლებიც ტელეგრაფმა ნახა ლონდონში, ბარტსში (ხუთი საავადმყოფოს გაერთიანება), წამლის ადმინისტრირებაში ჩართული ექიმებისგან, გულისხმობს, რომ პრეპარატი პაციენტებს 5 დღის განმავლობაში ენიშნებათ, მაგრამ შიში აქვთ მისი გრძელვადიანი ხელმისაწვდომობის შესახებ.

ბარტსის სპიკერმა განაცხადა: ”ბარტს ჰელს ენეიჩეს ტრასტმა (Barts Health NHS Trust) მოიწვია ექსპერტიზის კლინიკური ჯგუფი, რათა განიხილოს ახალი მედიკამენტები კოვიდ-19– ის სამკურნალოდ.

მტკიცებულებები "შეზღუდულია"



”მტკიცებულებათა ბაზა შეზღუდულია ყველა ასეთი წამლისთვის და ჩვენ აქტიურად ვიწვევთ მონაწილეებს ისეთ მნიშვნელოვან, ფართომასშტაბიან კლინიკურ კვლევებში, რომლებიც პრიორიტეტულია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტისათვის. ეს მოიცავს ჰიდროქსიქლოროქინს, კალეტრას, სტეროიდებს და რემდესივირს."

მან (ბარტსის სპიკერმა) დასძინა: ”მცირე რაოდენობის, გულდასმით შერჩეული პაციენტებისთვის, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ახალ თერაპიას დაუყოვნებლივი გამოყენებისთვის, მათ შორის იმუნომოდულატორული საშუალებების ჩათვლით, როგორიცაა ტოცილიზუმაბი”.

„როიალ დევონ“-ის (Royal Devon) და „ეგზეტერ ენეიჩეს ფაუნდეიშენ ტრასტ“ (Exeter NHS Foundation Trust) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პაციენტები ჰიდროქსიქლოროქინის ტესტში მონაწილეობის მისაღებად კომპიუტერულად შეირჩევიან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

ამ დროისთვის Covid-19- ს ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ მთელ მსოფლიოში ექიმები ატარებენ კვლევებს თანამედროვე ანტივირუსულ მედიკამენტებზე, რათა ნახონ, შეძლებენ თუ არა კორონავირუსის დამარცხებას.

მეცნიერებმა გასულ თვეში განაცხადეს, რომ ტუბერკულოზის ვაქცინა, რომელიც ათასობით ინგლისელმა საშუალო სკოლის სტუდენტმა მიიღო, კორონავირუსისგან იცავს.

ბცჟ (BCG - Bacillus Calmette-Guérin), ანუ კალმეტ-გერინის ბაცილის ვაქცინა, შეიქმნა ასი წლის წინ ტუბერკულოზისადმი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად.

მკვლევარებმა მიიჩნიეს, რომ ვაქცინას შეუძლია დაიცვას მილიონობით ადამიანი მკვლელი კოვიდ-19-სგან და ახლა მან უნდა გაიაროს ტესტირება ოთხ ქვეყანაში.

ცდები ასევე ტარდება ინგლისსა და შოტლანდიაში პაციენტთა მცირე რაოდენობაზე, რომელთაც მიეწოდებათ ანტივირუსული პრეპარატი - რემდესივირი, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა ებოლას სამკურნალოდ.

მსგავსი ტესტები უკვე ჩატარდა ჩინეთსა და აშშ-ში და შედეგები სავარაუდოდ უახლოესი კვირების განმავლობაში გახდება ცნობილი.

ოქსფორდის სხვა ვაქცინა, რომელიც ცნობილია როგორც ChAdOx1, არის ერთ-ერთი ხუთი მოწინავე ვაქცინიდან, რომელიც დღეს მსოფლიოს მასშტაბით ვითარდება.

0
267
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0