x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
5G მითი და რეალობა ანუ რატომ ეძებს საზოგადოება შავ კატას იქ, სადაც ის არაა

image სოციალურ ქსელებში ლამის ერთმანეთი დახოცონ თანამედროვე ტექნოლოგიების მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა, საუბარია 5G გადამცემებზე, რომლითაც თურმე შეიძლება ადამიანი ზომბად აქციო და ტოტალური კონტროლი გაუწიო მისი მოქმედების ზონაში მცხოვრებ ადამიანებს, ესეც არაფერი, თურმე ტვინის გამოფიტვას, სიმსივნეს იწვევს და რაც ყველაზე მთავარია ეს ტექნოლოგია თურმე ნუ იტყვით და ეშმაკის სამსახურში ყოფილა.
მე მართლმადიდებელი ქართველი ვთვლი, რომ ნაწილობრივ მართალი იყო ბატონი ოტია იოსელიანი როცა ბრძანა: "ქართველებს ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართაო".
სამხედრო ინჟინერი ვარ და შესაბამისად ამ ტექნოლოგიებში იმ დილეტანტ ფანატიკოსებზე ბევრად კარგად ვიცნობ და ახლა ვეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულ ტექნოლოგიაზე.
დავიწყოთ იმით თუ რაა ტექნოლოგიაа 5G და რა სარგებლობას მოუტანს ის საზოგადოებას.
5G (fifth generation) — ესაა მეხუთე თაობის მობილური კავშირის შემოკლებული სახელწოდება, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს უკვე არსებული 3G და 4G. ამ შემოკლებული სახელწოდების ქვეშ იმალება ტექნოლოგიური სიახლეები, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ დახვეწა-დამუშავების პროცესშია.
ზოგიერთ ქვეყანაშიუკვე დატესტეს 5G ტექნოლოგიის სტანდარტის გადამცემები.
მაგალითისათვის ავიღოთ ჰოლანდია, სადაც ეს ტექნოლოგია იქნა გამოცდილი. სწორედ ამ ტექნოლოგიის ტესტირებამ გამოიწვია აჟიოტაჟი ბუნების დამცველებში, არიქა შოშიები დაიხოცნენ მასიურადო!
ერთი არგუმენტირებული მტკიცებულება იმისა, რომ ამ ზეთანამედროვე ტექნოლოგიის მოკლე ტალღების გამოსხივებას დაეხოცა შოშიები არავის დაუდია, დადეს ვარაუდები.
შარშანწინ საქართველოში შაშვები მასიურად იხოცებოდნენ, ამიხსნან და დამიმტკიცონ, რომ ეს ფრინველები დაიხოცა მობილური კავშირის გადამცემების გამოსხივების მიზეზით.
შარშან და წელს არ დახოცილან, ბლომადაა მომრავლებული და რა, ახლა არ ასხივებს მობილური კავშირის გადამცემები?

რა განსხვავებაა 5G-ს და უკვე არსებულ სტანდარტებს შორის?
ახალი სტანდარტის წარმოებაში ჩაშვება იქნება რევოლუციური გარღვევა მობილური კავშირის კუთხით შემდეგი მონაცემების გამო:
ერთი მიმღებ-გადამცემი აღჭურვილი იქნება რამდენიმე ანტენით. რის შედეგადაც პროპორციულად გაიზრდება სოოგნალის გადაცემის თუ გაცვლის სისწრაფე.
თუ დღეს არსებული ტექნოლოგიით მიმღებ-გადამცემი 3, 5 გეგაჰერცზე დაბალ სიხშირეზე მუშაობს. ახალი ტექნოლოგია კი უზრუნველჰყოფა ბევრად მაღალ სიხშირეზე მუშაობას, რაც მის ეფექტურ, ხარისხიან და სწრაფ მუშაობას შეუწყობს ხელს. ნაკლები იქნება ხარვეზები, გადამცემს აიძულებს იმუშაოს უფრო სწრაფად და საბაზისო სადგურები იქნება უფრო მჭიდროდ ვიდრე დღესაა, რის გამოც რიგ რეგიონებში "ბნელი ზონები" გვაქვს.
Network slicing-ეს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მობილურ ოპერატორებს გამოიყენონ ფართო სპექტრის სიხშირე, რომელიც საშუალებას მისცემს მათ მოახდინონ ვიდეოს ტრანსლირება მაქსიმალურად მაღალი ხარისხით, მობილურ ოპერატორებს საშუალება მიეცემათ მომხმარებელს ბევრად ეფექტური პირობები შესთავაზონ.
D2D (Device-to-device). მოწყობილობა, რომელიც ერთმანეთისგან დიდ მანძილზე არაა დაშორებული მოწყობილობას მისცემს საშუალებას სწრაფად გაცვალონ მონაცემები.

რას მივიღებთ ჩვენ 5G ტექნოლოგიისგან?
პირველი და ყველაზე მთავარი 5G ტექნოლოგიის გამოყენებაში მის მიერ მონაცემების უსწრაფესი გადაცემაა. ტესტირებისას დაფიქსირებულ იქნა — 25, 3 გბ/წამში, თუმცა ეს სატესტო რეჟიმში მოხდა, რეალურად მომხმარებელს ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით უპრობლემოდ მიეწოდება 10გბ/სამში.
ეს კი ნიშნავს, რომ ფილმებს "Full HD" ხარისხში რამდენიმე წამში გადამოიწერთ.
შედარებისათვის 4G ტექნოლოგიის დახმარებით მომხმარებლებს კარგ შემთხვევაში მიეწოდება 100 მბ/წამში სიჩქარით სიგნალი. ახალი ტექნოლოგია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შორ მანძილზე უსწრაფესად მოხდეს ინფორმაციის გადაცემა, როცა საჭიროა დისტანციურად ჩაერთოს მომხმარებელი ვთქვათ კონფერენციაში. 5G ტექნოლოგია ამცირებს დაყოვნების დროს 1 მილიწამამდე. ეს მაშინ როცა 4G ქსელში დაყოვნება 10-ი მილიწამია ხოლო 3G ქსელში 100-ი მილიწამია. აღნიშნული ტექნოლოგია საშუალებას მისცემს სოფლის მეურნეობაში იქნას გამოყენებული დრონები პლანტაციების შესაწამლად, ასევე გამოყენებულ იქნას მანქანების მძღოლის გარეშე მოძრაობისათვის სრული უსაფრთხოების დაცვით.
თანამედროვე ტექნოლოგიის გლობალური დანერგვა "მოკლავს" უკაბელო გადაცემის სისტემა "Wi-Fi"-ს (სხვათაშორის ეს სისტემა ბევრად მავნებელია ვიდრე ეს დილეტანტ "ფანატიკოს მორწმუნეებს" წარმოუდგენიათ). თქვენი სმარტფონი, პლანშეტი თუ ნოუთბუქები ნებისმიერ ადგილზე მიიღებენ სწრაფ სიგნალს მობილური კავშირისათვის, ასევე ინტერნეტს ინფორმაციის გასაცვლელად მიუხედავად იმისა თქვენ სახლში იქნებით თუ არა.

ჩვენი სმარტფონები იმუშავებენ 5G ტექნოლოგიის ქსელში?
არა, არ და ვერ იმუშავებს რადგან სიხშირე რომელზეც მუშაობს დღევანდელი სმარტფონები არ იქნება საკმარისი ახალი ტექნოლოგიის სიგნალის მისაღებად.
ახალ ტექნოლოგიასთან სინქრონში იმუშავებენ Xiaomi Mi Mix 3, Samsung Galaxy S10, Motorola Moto Z3, ZTE 5G, Huawei Mate Flex, Oppo F11 Pro, Nokia 10 და რამდენიმე სხვა ბრენდის სმარტფონები.
თუმცა გირჩევთ ჯერჯერობით არ იჩქაროთ ახალი ტექნოლოგიის ქსელში ჩართვას თუნდაც იქ, სადაც უკვე ჩართულია ეს სისტემა, რადგან აღნიშნული ტექნოლოგია, როგორც მოგახსენეთ დახვეწა-დამუშავების პროცესშია და მასში ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიცვლება.
აღნიშნული ტექნოლოგიის ფინალური გავრცელება ხელს შეუშლის გაყიდვაში არსებული სმარტფონების გაყიდვას, თუმცა პირველ ეტაპზე ახალ ტექნოლოგიასთან ერთად იმუშავებს 4G-ც, რომელსაც თავისი შესაძლებლობები და რესურსი ჯერ არ ამოუწურია.

როდის მივიღებთ 5G ტექნოლოგიას ჩვენ?
ჯერ საკმაოდ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი რადგან აღნიშნული ტექნოლოგია ევროპულ ქვეყნებში ტესტურ რეჟიმში მუშაობს, დიდი ალბათობით აღნიშნული ტექნოლოგია ყველაზე ადრე აზიურ რეგიონებში ამოქმედდება.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმღებ-გადამცემებში რამდენიმე ანტენის შერწყმა ტექნოლოგიას საშუალებას აძლევს არ გაზარდოს გადამცემის სიმძლავრე, გადამცემები იმუშავებენ მოკლე ტალღებზე.
მათი მავნე დასხივების კოეფიციენტი 3G-ზე და 4G-ზე ბევრად ნაკლები იქნება შესაბამისად.
იმ "ურაპატრიოტებს" კი ვინც სასტიკ წინააღმდეგობას უწევს რელიგიური თუ სხვა მოსაზრებების გამო ვურჩევ, ყვითელ პრესას და საიტებს თავი დაანებონ და რეალურ მასალას გაეცნონ აღნიშნულ ტექნოლოგიაზე.
სატელევიზიო ანძები ასჯერ და ათასჯერ მეტ გამოსხივებას ახდენს ვიდრე ეს ტექნოლოგია.
ასე დილეტანტურად თუ მივუდგებით საქმეს უთოს მინიმალური სიმძლავრე 1000 ვატია, როცა ამ ტექნოლოგიის გადამცემების სიმძლავრე 3 ვატიდან 10 ვატამდეა.
არც რადიოსალოკაციო სადგურებია უსაფრთხო ასე თუ ვიმსჯელებთ და არც ქარის გენერატორები. რომლებიც მუდამ ისეთ ადგილებშია განთავსებული ევროპულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა არაა, პირუტყვსაც კი არ აძოვებენ მანდ, რადგან ძალიან ძლიერია ელექტრომაგნიტური ველი.
რა ვქნათ, უარი ვთქვათ ქარის გენერატორებზე? ჰესებზე ტურბინების მიერ ამუშავებული გენერატორებიც მძლავრ ელექტრომაგნიტურ ველს ქმნის რაც არცთუ უდაფრთხოა, რა ვქნათ გავაჩეროთ?
წვიმიან ამინდში თუ გაგივლიათ მაღალი ძაბვის მაგისტრალის ქვეშ გაიგებდით ძლიერ ზუზუნს, აი მანდაა საფრთხე თუ კი სადმეა, იმდენად მაღალია მავნე ელექტრომაგნიტური ველი.
ასე, რომ რაშიც ჩახედული არა ხართ იმ საკითხზე უბრალოდ კამათისათვის ნუ იდავებთ.


0
474
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
474