x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
საუკეთესო ფრაზები ფილმიდან "ჰექტორი ბედნიერების ძიებაში"
image

პიტერ ჩელსომის ფილმი "ჰექტორი ბედნიერების ძიებაში" ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ფილმი აღწერს ფსიქიატრ ჰექტორის ცხოვრებას, რომელიც დაღლილია თავისი ცხოვრებითა და იმ ფაქტით, რომ კარგი არაფერი არ ხდება და მის პაციენტებიც ვერა და ვერ ბედნიერედებიან შესაბამისად. ჰექტორი გადაწყვეტს ყველაფერი მიატოვოს და ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო ფორმულა აღმოაჩინოს.

როგორც კი სტატიას ნახავთ, აუცილებლად უნდა ჩართოთ ფილმი და ჰექტორთან ერთად ეძიო პასუხები, თუ რა არის ბედნიერება სხვებისთვის, და რა არის ბედნიერება შენთვის.

სტატიაში გთავაზობთ ფრაზებს, რომელსაც ჰექტორი თავისი მოგზაურობის დროს აღმოაჩენს.


image

1.ალბათ ბედნიერების ძებნა ნორმალურია, მაგრამ მიზნად დასახვა არა.

2. შედარებები ბედნიერებას დაგირღვევს.

3.ბევრი ფიქრობს, რომ ბედნიერება სიმდიდრეშია ან გავლენაში.

4.შესაძლოა ბედნიერება ერთდროულად, რამოდენიმე ქალის სიყვარულია. :)

5.ხანდახან ბედნიერებისთვის აჯობებს არ იცოდე სიმართლე.

image

6.უბედურების აცილება, არ არის ბედნიერება.

7. მთავარი ის კი არაა, რას ვეძებთ არამედ ის, რასაც გავურბივართ.

8.ბედნიერება არის ის, როცა ხალხს ისეთი უყვარხარ როგორიც ხარ.

9.ბედნიერება არის სიცოცხლე.

10.შიში ბედნიერებას აბრკოლებს.

11.რას მოაქვს შენთვის ბედნიერება?

-რაც გინდა ყველაფერი, მიიღო.

image

12.ბედნიერია ადამიანი, რომელსაც გართობა შეუძლია.

13.მოსმენა სიყვარულია.

14.ყველაზე უბედური მაშინ ვარ, როცა ვფიქრობ რომ, შეიძლება დაგკარგო.

image

15. მკვლევარებს უყვართ ამის თქმა, რომ ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი, იცით როგორი შემოსავალი აქვთ მკვლევარებს? ცხოვრების დონე იზრდება, ბედნიერების კი ეცემა. ღმერთო, ღმერთო, რამდენს გახსოვთ ბავშვობაში ბედნიერებას განვიცდიდით, როდესაც ჩვენს სამყაროში ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ახლა ზრდასრულები ვართ და ყველაფერი ცუდადა და გვინდა იქ დავბრუნდეთ. რაც უფრო ბევრს ვფიქრობთ პირად ბედნიერებაზე, მით უფრო გვშორდება. როდესაც სხვა რაღაცით ვართ დაკავებულები, ვუსმენთ, შთავაგონებთ, ვსწავლობთ, ვცეკვავთ, განვიცდით ბედნიერებას როგორც გვერდით მოვლენას. არა, არა ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს ბედნიერება, ბედნიერებას უნდა გავეკიდოთ.


16.ყველას გვაქვს ბედნიერების უნარი;

ყველას გვაქვს ბედნიერების უფლება;

ვალდებულები ვართ ბედნიერები ვიყოთ;

image

ბედნიერებას გისურვებთ ^^

0
184
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია შავაძე
ხატია შავაძე
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0