x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ღამურებს 6 სახეობის კორონავირუსი აღმოუჩინეს
image

მეცნიერებმა მიანმარში (ბირმა) ახალი კვლევის შედეგად ღამურებში აღმოაჩინეს ექვსი სრულიად ახალი კოროვირუსი.


ეს ვირუსები ეკუთვნის იგივე ოჯახს, როგორც SARS-CoV-2 ვირუსი, რომელიც ამჟამად მთელს მსოფლიოში ვრცელდება; მაგრამ მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ახალი ვირუსები გენეტიკურად არ უკავშირდებიან SARS-CoV-2-ს ან ორ სხვა კორონავირუსს, რომლებიც იწვევენ მძიმე ინფექციებს ადამიანებში - SARS-ს, რამაც გამოიწვია 2002–2003 წლების პანდემია და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომს, იგივე MERS-ს.


მკვლევარებმა მიანმარში მთავრობის მიერ დაფინანსებული PREDICT პროგრამის ფარგლებში, ინფექციური დაავადებების გამოსავლენად ღამურებზე განახორციელეს კვლევა, რა დროსაც ვირუსი შესაძლოა ცხოველებიდან ადამიანებს გადაეცეს.


დღესდღეისობით ღამურები მთავარი ეჭვმიტანილები არიან, რადგან მეცნიერები თვლიან, რომ ძუძუმწოვრები შეიცავენ ათასობით, ჯერჯერობით უცნობ კორონავირუსს.


SARS-CoV-2, რომელიც გამოიწვია დაავადება COVID-19, ასევე ითვლება, რომ გადაეცა ადამიანებს ღამურებისგან, პირველ რიგში, გარკვეული შუალედური მასპინძლის გავლით.


2016-დან 2018 წლამდე მეცნიერებმა შეაგროვეს 464 ღამურის 11 სახეობის ასობით ნერწყვისა და გუანოს (სკინტლი) ნიმუში ;

მიანმარში ნიმუშების აღება მოხდა იმ ადგილებში, სადაც ხალხს მჭიდრო კავშირში აქვს ველურ ბუნებასთან, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც მიწათმოქმედების დროს გუანოს სასუქად იყენებენ.

1
500
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
500
  
2020, 14 აპრილი, 1:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1