x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ჰერეთში მართლმადიდებელი ქართველები აღდგომას ვერ აღნიშნავენ (ვიდეო)
image


ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ წელს პირველად, ისტორიულ ჰერეთში მცხოვრები მართლმადიდებლები აღდგომას ვერ აღნიშნავენ. საგანგებო მდგომარეობის გამო, კანონმდებლობით, ყველა სახის რიტუალი აკრძალულია.


მეუფე დიმიტრი კაპანაძის განმარტებით, საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ქართველი სასულიერო პირი, დეკანოზი პეტრე ხუმარაშვილი ამ დრომდე კახის რაიონში იმყოფება, თუმცა ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე მსახურებას ვერ ჩაატარებს. იგი დედოფლისწყაროდან არის და მან 2016 წელს აზერბაიჯანის მოქალაქეობა მიიღო, რათა ჰერეთში წირვა-ლოცვის ჩატარება შესძლებოდა.


აზერბაიჯანული წყაროების მონაცემებით, ქართველებით დასახლებულ ჰერეთში ჯერჯერობით, კორონავირუსის ოთხი შემთხვევა, სამი ზაქათალის, ერთი კი კახის რაიონშია დადასტურებული. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანში რამდენიმე დღეა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.



შეგახსენებთ, 2009 წლიდან ჰერეთის სამრევლო დედოფლისწყაროს შეუერთდა და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია ეწოდა.შეგახსენებთ, 2009 წლიდან ჰერეთის სამრევლო დედოფლისწყაროს შეუერთდა და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია ეწოდა.


0
220
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0