x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძველი ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელების და ადამიანების ჰიბრიდები იყვნენ

ახალი, მეტად უცნაური, შეთქმულების თეორიის შესახებ ალაპარაკდნენ კონსპიროლოგები. მათ განაცხადეს, რომ ძველი ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელების და ადამიანების შეჯვარებით, გენური ინჟინერიით მოევლინნენ ამ ქვეყანას.

შეთქმულების თეორეტიკოსებმა ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელშიც ამტკიცებენ, რომ ეგვიპტური ლეგენდების შექმნის თარიღად, უძველეს წყაროებში, მითითებული ტერმინი Zep Tepi-ი, შეიძლება, როგორც — «პირველადი», ისე ითარგმნოს. ხოლო, აღნიშნული ლეგენდების თანახმად კი, დედამიწაზე, ერთ დროს, «ოქროს ხანა» იყო და მასზე ციდან, «კვერცხებით», ან ნავებით, ღმერთები ჩამოვიდნენ. მათი განმარტებით, აქ «ღმერთებში», — გონიერი არსებები იგულისხმებიან, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე კოსმოსიდან ჩამოვიდნენ და მათი მეშვეობით ჩაისახა, ან განვითარდა, სიცოცხლე დედამიწაზე.


image


კონსპიროლოგების აზრით, ამ თეორიის სასარგებლოდ, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გიზის ყველა ძეგლი, გარკვეულ თანავარსკვლავედზეა ორიენტირებული და ეს შემთხვევით არ მოხებოდა. ათწლეულების მანძილზე, არ წყდება კამათი გიზის პირამიდების შემქმნელებზე. კონსპიროლოგები კი ირწმუნებიან, რომ კოსმოსიდან ჩამოსული განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლები, საკუთარ ცოდნას დედამიწელებს გადასცემდნენ ან რომ, ეს ნაგებობები, ბევრად უფრო ადრეა შექმნილი, ვიდრე ჩვენი ცივილიზაცია გაჩნდებოდა პლანეტაზე.

«როგორ შეეძლოთ ეგვიპტელებს, ზუსტად ჩრდ. პოლუსის პირდაპირ პირამიდის აშენება, თუ მათ კომპასი არ გააჩნდათ?» — სვამენ კითხვას ალტერნატიული მეცნიერების წარმომადგენლები და იქვე პასუხობენ — «ეს უცხოპლანეტელების მიერ არის შექმნილია, რომლებიც ცოდნას, ტექნოლოგიებს და სპეციალურ ტექნიკას ფლობდნენ».


image


შეთქმულების თეორეტიკოსებმა ასევე განაცხადეს, რომ პირამიდები არამიწიერი, უცხო ცივილიზაციის მიერ შექმნილი ნაგებობების მხოლოდ ნაწილია და მათ, ათასობით წლის წინ, ძველი მსოფლიოს, სხვა, არაერთი ძეგლი შექმნეს. მაგ, . სტოუნჰენჯი, 50 ტ-იანი ქვებით; კუსტოს მახლობლად მდებარე ქვის ციხე-სიმაგრე, პერუში; ნასკას ხაზები, რომელიც 300-მდე გეომეტრიულ ფიგურას და ცხოველების 70 გამოსახულებას აერთიანებს; ადამიანის ქვის ფიგურები, აღდგომის კუნძულზე და სხვა მეგალითური ნაგებობები.

რაც შეეხებათ ფარაონებს, — მაგ., შეიძლება, რომ ეხნატონი უცხოპლანეტელი ან ადამიანის და უცხოპლანეტელის ჰიბრიდი ყოფილიყო?


image


ბევრი ექსპერტი ამტკიცდბს, რომ ძველი ეგვიპტე და მისი ისტორია საიდუმლოებებით არის მოცული. შთამბეჭდავი არქიტექტურული ნაგებობებიდან დაწყებული, მითოლოგიით დამთავრებული — უამრავი კითხვა არსებობს, რომელზეც ეგვიპტოლოგებს პასუხი არა აქვთ.
სამაგიეროდ, შეთქმულების თეორიის წარმომადგენლებმა საზოგადოებას ვერსია გააცნეს, რომლის მიხედვით, ფარაონები გენური ინჟინერიის გამოყენებით გაჩნდნენ და შესაძლებელია, ეს «ღმერთების» მიერ, დედამიწაზე განხორციელებული ბოლო პროექტი ყოფილიყო...

რატომ კეთდება აქცენტი მააინცდამაინც ეხნატონზე? უბრალოდ, მას მეტად უცნაური გარეგნობა ჰქონდა.



უცხოპლანეტელების მიერ ადამიანის ჰიბრიდიზაციის მტკიცებულებები ძველ ეგვიპტეში


ახალი კვლევების თანახმად, რომელიც 9 ფარაონის გენების შესწავლის შედეგად იქნა მიღებული, დადასტურდა, რომ ძველი ეგვიპტის მმართველები უდიდესი საიდუმლოებებით იყვნენ მოცულები... და მიუხედავად იმისა, რომ ეხნატონის მუმია ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი არ არის (ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად), ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მისი თავის უცნაური ფორმა, სწორედ რომ, მის უცხოპლანეტურ წარმომავლობაზე მიუთითებს.

გარდა ამისა, ეხნატონი ტახტზე ძვ. წ. აღრ. 1352 წელს, როგორც XVIII დინასტიის X ფარაონი ავიდა და მაშინვე რადიკალური რეფორმრბის გატარება დაიწყო — გააუქმა მრავალღმერთიანობა და ატონის კულტი — მზის ღვთაება დაამკვიდრა, რითაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.


ეხნატონი, შეიძლება, უცხოპლანეტელიც ყოფილიყო!


ამ თვალსაზრისის მხარდასაჭერად, მეცნიერებმა ყურადღება, ფარაონის გარეგნობაში ასახულ, სხვადასხვა სახის სამედიცინო გადახრებზე გაამახვილეს. მათ შორის: უცნაური ფრელიხის სინდრომი, რომლის დროსაც, ადამიანს ჰიპოთალამუსის ფუნქციის დარღვევა აღენიშნება, რაც, თავის მხრივ, რიგ დაავადებებთან ერთად, კიდურების ზრდას იწვევს და ადემიანი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე თავისი ერის ყველაზე მაღალი წარმომადგენელი შეიძლება იყოს. თუმცა, ექსპერტები ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოლომდე ვერ თანხმდებიან, რადგან ფარაონი მაღალი კი არა, მეტისმეტად მაღალი იყო (ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ფარაონის სიმაღლე 4 მ-ს აღემატებოდა, მისი მეუღლის ნეფერტიტის სიმაღლე კი - 3, 5 მ. იყო). მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, ფარაონის გარეგნობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კი არა, მის სხვა სამყაროსთან კავშირზე მიუთითებს.

შესაძლსბელია, რომ ეხნატონის მუია საზოგადოებისგან დაფარული იყოს, რადგან ის ჩვენი ცივილიზაციის არამიწიერი კავშირების მტკიცებულებას წარმოადგენს?! — ბევრი ფიქრობს, რომ მეცნიერებმა, იმიტომ «ვერ შეძლეს» მისი პოვნა, რომ მაშინ, მთელი ისტორიის გადაწერა იქნებოდა საჭირო...

imageimageimageimageimageimageimage






0
966
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
966
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0