x
მეტი
  • 29.05.2020
  • სტატია:100930
  • ვიდეო:346111
  • სურათი:464409
დედოფლისწყაროელი,სოფელ მირზაანის მცხოვრები კერძო მეწარმე გაჭირვებულ ხალხს დაეხმარა
image



ყველამ ვიცით ქვეყანაში შექმნილი ვითარება. დაიკეტა სამსახურები, ხალხი სახლებშია გამოკეტილი, ისედაც უმუშვარ და გაჭირვებულ ხალხს მეტად გაუჭირდა, . ძალიან სასიხარულოა, რომ გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, ვისაც გულთან მიაქვს ხალხის ეკონომიკური გაჭირვება და ცდილობენ შეძლებისდაგავრად დაეხმარონ და შეუმსუბოქონ ყოფა.

ნათქვამია, : - მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო"



დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში მცხოვრებმა კერძო მეწარმემ. ნუგზარ ალუღიშვილმა საკუთარ სოფელში მცხოვრებ 68 ოჯახს, სოფელ ხორნაბუჯში 36 ოჯახს, ხოლო, სოფელ ჭოეთში24 ოჯახს თითო ტომარა ფქვილი დაურიგა.





" დღვანდელ დღეს მეტად მძიმე სიტუაციაა კორონავირუსთთან დაკავშირებით, ვიცი, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაჭირვებულია, უმუშევრობაცაა, ჩემს სოფელში ყველა ოჯახი ვიცი, მე ამოვარჩიე გაჭირვებული ხალხი, ხოლო, სოფელ ხორნაბუჯსა და სოფელ ჭოეთში, სოფლის ტერიტორიული ორგანოს მერს ვთხოვე სიები მოეცა, ჩემსავე მანქანით დავურიგე ხალხს თითო ტომარა ფქვილი.


ეს პირადად ჩემი სურვილით გავაკეთე, რადგან ვიცი და მტკივა ჩემი ხალხის მდგომარეობა, შემდგომში შეძლებისდაგვარად შევეცდები დავეხმარო სხვებსაც. - აცხადებს სოფელ მირზაანის მკვიდრი, ფერმერი ნუგზარ ალუღიშვილი.



შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპილატეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ პაპიაშვილი და რაიონის დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, მრავალშვილიანებს, 70 წელს გადაცილებულებს, მარტოხელა დედებს, ინვალიდის სტატუსის მქონეებს დაეხმარნენ და სასურსათო კალათი გადასცეს.


0
659
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
659
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0