x
მეტი
  • 02.06.2020
  • სტატია:100967
  • ვიდეო:346220
  • სურათი:464473
რამდენ ხანს ძლებს COVID-19 ტანსაცმელზე, ფულზე და რამდენ გრადუსზე ქრება ზედაპირიდან - ეს ჩამონათვალი შეინახეთ
image


კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ტიპი, COVID-19 ძი­რი­თა­დად ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან ახლო კონ­ტაქ­ტი­სას ვრცელ­დე­ბა - მა­შინ, როცა ვე­სა­უბ­რე­ბით ახლო მან­ძილ­ზე, როცა ის ჩვენს სი­ახ­ლო­ვებს ახ­ვე­ლებს, ან აცე­მი­ნებს.


თუმ­ცა, მხო­ლოდ ეს არ არის - კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო, შე­საძ­ლოა, ის ზე­და­პი­რიც გახ­დეს, რო­მელ­ზეც ვირუ­სი მოხ­ვდე­ბა - მა­გა­ლი­თად, ფული, კი­ბის მო­ა­ჯი­რი ან ლიფ­ტის ღი­ლა­კე­ბი... და­ინ­ფი­ცირ­დე­ბით, თუ ხელს ჯერ ასეთ ზე­და­პირს, ხოლო შემ­დეგ სა­ხეს, თვალს, ან ცხვირს შე­ა­ხებთ. სწო­რედ ამი­ტომ აქვს ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა.


* რა გა­ნა­პი­რო­ბებს COVID-19-ის გამ­ძლე­ო­ბას და რამ­დენ ხანს ცო­ცხლობს ის სხვა­დას­ხვა სა­ხის მყარ ზე­და­პირ­ზე?

ზე­და­პირ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის გამ­ძლე­ო­ბა ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მათ შო­რის, გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რე­ბია ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა, ტე­ნი­ა­ნო­ბა და ზე­და­პი­რის სა­ხე­ო­ბა.



აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უკვე ჩა­ტარ­და რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა. გა­გაც­ნობთ ექ­სპერ­ტე­ბის მიერ ყვე­ლა­ზე სან­დოდ მიჩ­ნე­უ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გებს, რო­მელ­საც გა­მო­ცე­მა Business Insider აქ­ვეყ­ნებს.


გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 2 აპ­რილს ჟურ­ნალ The Lancet Microbe-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, COVID-19 ქა­ღალ­დის ზე­და­პი­რი­დან 3 სა­ათ­ში გაქ­რა. 2 დღე გაძ­ლო მან ხისა და ტან­საც­მლის ზე­და­პირ­ზე, 4 დღე მი­ნა­ზე და ქა­ღალ­დის ფულ­ზე (შე­ნიშ­ვნა: ის, თუ რა­ტომ ძლებს COVID-19 ფუ­ლის კუ­პი­უ­რა­ზე უფრო მეტ­ხანს, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ ქა­ღალ­დზე, ჯერ შეს­წავ­ლის სა­გა­ნია).


მკვლე­ვა­რე­ბის მიერ შე­მოწ­მე­ბულ მა­სა­ლებს შო­რის, კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს - 7 დღე გაძ­ლო სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დის გარე ზე­და­პირ­ზე.


აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი კვლე­ვის შე­დე­გი New England Journal of Medicine-ში 17 მარტს გა­მოქ­ვეყ­ნდა. ამ კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ვირუსს შე­უძ­ლია 4 სა­ა­თი გაძ­ლოს სპი­ლენძზე, 1 დღე მუ­ყა­ო­ზე, 3 დღე პლასტმას­სა და უჟან­გავ ფო­ლად­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვე კვლე­ვის დროს, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამ­ძლე­ო­ბა შე­ის­წავ­ლეს 65%-იანი ტე­ნი­ა­ნო­ბი­სა და 21°C-ის ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში.


იხი­ლეთ ინ­ფოგ­რა­ფი­კა, სა­დაც ორი­ვე კვლე­ვის შე­დე­გია ნაჩ­ვე­ნე­ბი:


image


* ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის როლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გამ­ძლე­ო­ბა­ზე

ერთ-ერთი ბოლო კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ COVID-19 ორი კვი­რა ძლებს 4°C ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, ხოლო 37°C-ზე ერთი, ან ორი დღე.


რაც უფრო მა­ღა­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რა, მით უფრო მცირ­დე­ბა ვირუ­სის გამ­ძლე­ო­ბა.


ჰონგ კონ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბის დას­კვნით, +56 გრა­დუს­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სი 30 წუთ­ში, ხოლო +70 გრა­დუს­ზე ხუთ წუთ­ში კვდე­ბა.


* რამ­დენ ხანს ძლებს კო­რო­ნა­ვირუ­სი საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზე და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, ადა­მი­ა­ნი საკ­ვე­ბით და­ინ­ფი­ცირ­დეს?

ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს კვლე­ვა იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დენ ხანს ძლებს კო­რო­ნა­ვირუ­სი ხი­ლის, ან ბოსტნე­უ­ლის ზე­და­პირ­ზე, მაგ­რამ იმის შან­სი, რომ ის პრო­დუქტზე მოხ­ვდეს და ადა­მი­ანს გა­და­ე­დოს, ნამ­დვი­ლად არის.


ამის შე­სა­ხებ წერს კა­ნა­დუ­რი გა­მო­ცე­მა Globalnews. გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას ეპი­დე­მი­ო­ლო­გი და ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა ექ­სპერ­ტი, ექი­მი ჯეფ უონ­გი ამ­ბობს, რომ თუ ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ა­ში და­ახ­ვე­ლებს, ან და­ა­ცე­მი­ნებს, დი­დია იმის შან­სი, რომ COVID-19 საკ­ვებ­ზე მოხ­ვდე­ბა.


ჯეფ უონ­გი გვირ­ჩევს, რომ თა­ვის და­ზღვე­ვის მიზ­ნით, კონ­ტე­ი­ნერ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი და შე­ფუ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი ვი­ყი­დოთ და არა მა­ღა­ზი­ის თა­რო­ზე უწეს­რი­გოდ, ყო­ველ­გვა­რი დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­რე­შე მო­თავ­სე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი. ექ­სპერ­ტის თქმით, ასე უფრო და­ცუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით.


* უნდა გა­მო­ვი­ყენოთ თუ არა ბოსტნე­უ­ლი­სა და ხი­ლის გა­სა­რე­ცხად ჟელე, ან სა­პო­ნი?


განაგრძეთ კითხვა



3
1184
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
1184
  
15 აპრილი, 23:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

14 აპრილი, 1:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

11 აპრილი, 17:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3