x
მეტი
  • 07.07.2020
  • სტატია:101296
  • ვიდეო:346606
  • სურათი:465200
ყველაზე დაცული ადგილები მსოფლიოში

1. ციხე ADX Florence

image

არაოფიციალურად ამ ციხეს მთის ალკატრასს უწოდებენ. პატიმრები კი ამ ადგილს აღწერენ როგორც ჯოჯოხეთის უფრო სუფთა ვერსიას. კამერები მთლიანად ბეტონისაა, ბეტონისაა ასევე საწოლები და ნიჟარები. 1400 რკინის კარი ქსელური კონტროლით და ლაზერის მახეები და ძაღლები მათთვის, ვინც გაქცევას მოინდომებს. პატიმრებს აკრძალული აქვთ ერთმანეთის ნახვა, დარაჯებს კი უფლება აქვთ დახვრიტონ ნებისმიერი პატიმარი, თუკი რაიმე საეჭვოს შეამჩნევენ.

2. შაიენის მთა

image

ცივი ომის დროს აქ აშენებული იყო მიწისქვეშა კომპლექსი NORAD. რომელიც განკუთვნილი იყო ჯარების სამართავად სსრკს ატომური დარტყმის შემდეგ. ახლა ცენტრი “ცხელი კონსერვანციის" ფაზაშია, რაც იმას ნიშნავს რომ მისი გააქტიურება რამდენიმე საათში შეიძლება.

3. კურორტი The Greenbrier

ესაა კურორტი დასავლეთ ვირჯინიას ტყეებში, რომელიც სპეციალურად ამერიკელ მაღალჩინოსნებისთვისაა განკუთვნილი. და მსოფლიოში ყველაზე დაცულ კურორტად ითვლება. კურორტზე ასევე არსებობს მიწისქვეშა ბუნკერი, სადაც ატომური აფეთქების შემთხვევაში კონგრესის წევრები იქნებიან.

4. დემილიტარიზაციის ზონა კორეაში

image

ალბათ ყველაზე დაცული საზღვარია სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის, რომელიც ორივე მხრიდან მკაცრად კონტროლდება.

5. Bold lane ს პარკინგი

image

საოცარია, მაგრამ ჩვეულებრივი პარკინგის ადგილიც ყველაზე დაცული ადგილების სიაში შედის. იქ შესასვლელად სპეციალური საშვია საჭირო. ყველა ადგილი განათებულია და მოძრაობის სენსორები აქვს. რაიმე საეჭვო ქმედების დროს კი ჭიშკარი ავტომატურად იბლოკება.

6. ფედერალური რეზერვის ბანკი

image

ალბათ, ყველა ქურდის საოცნებო ადგილია. სწორედ აქ ინახება მსოფლიო ოქროს მარაგის 25 % და არამარტო. ძირითადი საცავი მიწისქვეშაა ჩაშენებული 25 მეტრში.

7. მორმონების საცავი

image

მორმონების ეკლესიამ საკუთარი საცავი იუტას შტატში ააშენა, იქ შესვლის უფლება მხოლოდ ეკლესიის მაღალ ჩინებს აქვთ. ამბობენ, რომ მორმონების საცავში ინახება უძველესი ბიბლიურო დოკუმენტები, რომელთა გამოაშკარავება ეჭვქვეშ დააყენებს ქრისტიანულ სარწმუნოებას.

8. ფორტ ნოქსი

image

მისი გაძარცვა ვერ შეძლო ვერავინ. სწორედ იქ ინახება ამერიკის ოქროს მარაგი და უძველესი დოკუმენტები.


9. საიენტოლოგების ბაზა

image

ცნობილი სექტის ბაზა ნიუ-მექსიკოს უდაბნოში აშენებული და ძალიან დაცულია. იქ შესვლის უფლება მხოლოდ სექტის წევრებს აქვთ და არც არავინ იცის ბაზაზე რას მალავენ.



10. ვატიკანის ბიბლიოთეკა

image

ვატიკანის ბიბლიოთეკა XV საუკუნეში დაარსდა. იმისათვის რომ იქ შესვლის ნებართვა მოიპოვონ, მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები განაცხადს აგზავნიან ვატიკანში, ნებართვას კი თვით რომის პაპი იძლევა. გარკვეული ხელნაწერების ნახვის უფლებაც მხოლოდ მას აქვს.

0
797
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
797
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0