x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კორონავირუსმა მოკლა დედა სამ შვილთან ერთად
image

ამერიკაში ქალაქ ნიუ-ორლეანში(შტატი ლუიზიანა) კორონავირუსისგან დაიღუპა დედა და მისი სამი ვაჟი ათი დღის განმავლობაში. ამის შესახებ The Mirror იტყობინება.


86 წლის ანტუანეტა ფრანკლინი(Antoinette Franklin) და მისი სამი ვაჟი: 71 წლის ჰერმან ფრანკლინი უმცროსი(Herman Franklin Junior), 58 წლის ენტონი ფრანკლი უფროსი((Anthony Franklin Senior) და 61 წლის ტიმოტი ფრანკლინი((Timothy Franklin) გარდაიცვალა 20 -იდან 30 მარტის შუალედში.

image


ნიუ – ორლეანის კორონერის ოფისი იუწყება, რომ ყველა დაღუპულზე კორონავირუსის ტესტმა აჩვენა დადებითი შედეგი.

ენტონი ფრანკლინ უფროსის მეუღლემ, ჟაკლინ ფრანკლინმა შემდეგი განცხადება გაავრცელა:

” მინდა მსოფლიო იცოდეს, რომ თუ ეს მოხდა ფრანკლინების ოჯახში, ეს შეიძლება მოხდეს სხვა ნებისმიერ ოჯახშიც. მოდით სერიოზულად მივიღოთ ეს. ჩემმა შვილებმა დამარხეს საკუთარი მამა, საყვარელი ბებია და ორი ბიძა. ”


აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ კორონავირუსის მიმართ აფრო-ამერიკული რასა უფრო მოწყვლადი გამოდგა, გარდაცვლილთა 70% შავკანიანი მოსახლეობაა.

0
333
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0