სხვა კორონავირუსმა მოკლა დედა სამ შვილთან ერთად 2020, 9 აპრილი, 11:05
ამერიკაში ქალაქ ნიუ-ორლეანში(შტატი ლუიზიანა) კორონავირუსისგან დაიღუპა დედა და მისი სამი ვაჟი ათი დღის განმავლობაში. ამის შესახებ The Mirror იტყობინება.
86 წლის ანტუანეტა ფრანკლინი(Antoinette Franklin) და მისი სამი ვაჟი: 71 წლის ჰერმან ფრანკლინი უმცროსი(Herman Franklin Junior), 58 წლის ენტონი ფრანკლი უფროსი((Anthony Franklin Senior) და 61 წლის ტიმოტი ფრანკლინი((Timothy Franklin) გარდაიცვალა 20 -იდან 30 მარტის შუალედში. ნიუ – ორლეანის კორონერის ოფისი იუწყება, რომ ყველა დაღუპულზე კორონავირუსის ტესტმა აჩვენა დადებითი შედეგი. ენტონი ფრანკლინ უფროსის მეუღლემ, ჟაკლინ ფრანკლინმა შემდეგი განცხადება გაავრცელა: ” მინდა მსოფლიო იცოდეს, რომ თუ ეს მოხდა ფრანკლინების ოჯახში, ეს შეიძლება მოხდეს სხვა ნებისმიერ ოჯახშიც. მოდით სერიოზულად მივიღოთ ეს. ჩემმა შვილებმა დამარხეს საკუთარი მამა, საყვარელი ბებია და ორი ბიძა. ” აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ კორონავირუსის მიმართ აფრო-ამერიკული რასა უფრო მოწყვლადი გამოდგა, გარდაცვლილთა 70% შავკანიანი მოსახლეობაა. 333 5-ს მოსწონს
|