x
მეტი
  • 06.06.2020
  • სტატია:101010
  • ვიდეო:346295
  • სურათი:464554
საიდუმლო მასალები, რომლებიც აშშ-ს საარქივო ფონდებში 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ინახება
image


9 აპ­რი­ლის ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან 31 წელი გა­ვი­და. ტრა­გი­კუ­ლი ღა­მის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­არ­ქი­ვო ფონ­დებ­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო ინა­ხე­ბო­და დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ - "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი" (IDFI) გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი IDFI-ის ამე­რი­კულ­მა პარტნი­ო­მა კვლე­ვით­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, „ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ვი“ მი­ა­წო­და.


დო­კუ­მენ­ტე­ბი მო­ი­ცავს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ, მათ შო­რის: დაზ­ვერ­ვის დი­რექ­ტო­რა­ტის, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის, მოს­კოვ­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს და სხვა­თა მიერ, 1989 წლის აპ­რი­ლის თვე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბულ ანა­ლი­ტი­კურ ცნო­ბებს. დო­კუ­მენ­ტებ­ში გან­ხი­ლუ­ლია 1989 წლის 9 აპ­რი­ლამ­დე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცია გა­მო­იწ­ვი­ეს.


imageფოტო: მზია ჯაფარიძე

ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი შე­ე­ხე­ბა „პო­ლი­ტი­კურ არე­უ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში აფხა­ზეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, „აფხა­ზე­თის პირ­ვე­ლი მდივ­ნის გა­და­ყე­ნე­ბას და თბი­ლის­ში და­წყე­ბულ დე­მონ­სტრა­ცი­ებს“ და სხვა.


დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბულ ის­ტო­რი­ულ ძვრებს, თუმ­ცა არ ჰქონ­დათ ად­გილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცია და მეტ­წი­ლად ეყ­რდნო­ბოდ­ნენ საბ­ჭო­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­სის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ ცნო­ბებს.



1989 წლის 7 აპ­რი­ლით და­თა­რი­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტში, ანა­ლი­ზის ავ­ტო­რი წერს, რომ დე­მონ­სტრა­ცი­ის ქარ­თველ ლი­დე­რებს შო­რის სო­ხუმ­ში და­პი­რის­პი­რე­ბა გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბელ სა­კი­თხზე შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია. კერ­ძოდ, „რა­დი­კა­ლუ­რი“ ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ი­სა და ეროვ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ი­თხოვ­დნენ, რომ მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გა­მოს­ვლის მო­თხოვ­ნა­ზე გა­და­ტა­ნი­ლი­ყო.


მა­გა­ლი­თად, 1989 წლის 8 აპ­რილს, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­ხელ­ზე იგ­ზავ­ნე­ბა და­შიფ­რუ­ლი ცნო­ბა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მღელ­ვა­რე­ბა ეთ­ნი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტის და­სა­წყი­სა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თბი­ლის­ში შე­ვი­და ჯა­რის და­მა­ტე­ბი­თი ნა­წი­ლე­ბი, რათა აკონ­ტრო­ლოს და­ახ­ლო­ე­ბით 100 000 ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნით. დო­კუ­მენ­ტი­დან ჩანს, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში აც­ნო­ბი­ე­რებ­დნენ მო­სა­ლოდ­ნე­ლი კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის საფრ­თხეს.


1989 წლის 10 აპ­რი­ლის დო­კუ­მენ­ტი და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლია ასე - „საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და“. წყა­როს მი­ხედ­ვით, 16 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი და­ი­ღუ­პა და და­ახ­ლო­ე­ბით 200 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და მას შემ­დეგ, რაც ჯა­რის­კა­ცებ­მა იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს 8, 000 მო­მი­ტინ­გე­ზე. მოხ­სე­ნე­ბის შემ­დგენ­ლის აზ­რით, ეს და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­ირ­ჩე­ვა იმით, რომ დე­მონ­სტრან­ტებ­სა და ჯარს შო­რის შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად ერთ დღე­ში და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით ბოლო ორი წლის მან­ძილ­ზე.


ანა­ლი­ტი­კუ­რი მოხ­სე­ნე­ბის ავ­ტო­რი კო­მენ­ტა­რის სა­ხით აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­უ­ხე­და­ვად სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა, ეს ტრა­გე­დია დიდ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ქარ­თველ­თა ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ მის­წრა­ფე­ბებ­ზე. ზე­წო­ლა უფრო რა­დი­კა­ლურს გახ­დის ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბებს, რომ­ლე­ბიც სწრა­ფად იკ­რე­ბენ მხარ­დამ­ჭე­რებს გარ­შე­მო. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რებს თა­ვის პო­ზი­ცი­ას აფხა­ზე­თის გა­მო­ყო­ფის წი­ნა­აღ­მდეგ".


11 აპ­რი­ლის ჩა­ნა­წე­რებ­ში ავ­ტო­რი ვა­რა­უ­დობს, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლის ნაც­ვლად, 9აპ­რი­ლის მსხვერ­პლთა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით დი­დია...


განაგრძეთ კითხვა და იხილეთ თანდართული მასალები



1
354
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
354
  
11 აპრილი, 17:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1