x
მეტი
  • 31.05.2020
  • სტატია:100948
  • ვიდეო:346144
  • სურათი:464441
კორონავირუსისგან გარდაიცვალა საკულტო მუსიკოსი ჯონი პრაინი
image

ქანთრის და ფოლკ მუსიკის ლეგენდა ჯონი პრაინი კორონავირუსთან დღიან ბრძოლაში დამარცხდა, 73 წლის მუსიკოსი 7 აპრილს გარდაიცვალა ვენდერბილტის სამედიცინო ცენტრში(ნეშვილი, შტატი ტენესი).COVID-19 ლეგენდარულ მუსიკოსს 20 მარტს დაუდასტურდა, ბოლო 13 დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.


პრაინი იყო ორჯერ პრემია "გრემის" მფლობელი კატეგორიაში "საუკეთესო თანამედროვე ფოლკ ალბომი" - ალბომებისთვის «Missing Years» (1991) და «Fair & Square» (2005 ). მისი სადებიუტო ნამუშევარი «John Prine" (1971) შეყვანილია Rolling Stone- ის "ყველა დროის 500 უდიდესი ალბომის" სიაში. 2015 წელს მუსიკოსი შეიყვანეს "გრემის დიდების დარბაზში"


იყო სამგზის Americana Music Honors & Awards ის გამარჯვებული, ორჯერ დასახელდა ”წლის საუკეთესო შემსრულებელად” (2005; 2017)



მის კომპოზიციებს ასრულებდნენ ჯონი კეში, კრის კრისტოფერსონი, დუაიტ იოკამი, ჯონ ფოგერტი, ჯოან ბაეზი, ბონი რაიტი, დონ უილიამსი, ჯონ დენვერი, ტანია ტაკერი და მრავალი სხვა.

როგორც ავტორ-შემსრულებელი, თანამშრომლობდა ბრიუს სპრინგსტინთან, ტომ პეტთან, ემილია ჰარისთან, ელისონ კრაუსთან, ტრიშეია იერვუდთან და კონი სმიტთან.


0
185
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0