x
მეტი
  • 29.05.2020
  • სტატია:100929
  • ვიდეო:346111
  • სურათი:464412
"რაც პანდემია დაიწყო, თენგიზი სახლში ღამის 2-3 საათზე ადრე არ დაბრუნებულა" - რას ყვება ცნობილი ინფექციონისტის მეუღლე ოჯახზე
image


თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე და პა­ა­ტა იმ­ნა­ძე - სამი თვეა, რაც ამ სამი ადა­მი­ა­ნის გარ­შე­მო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი გა­ი­ზარ­და. მათ ძი­რი­თა­დად პრო­ფე­სი­ულ კი­თხვებს ვუს­ვამთ, რა ეტაპ­ზე პან­დე­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­დის დას­რულ­დე­ბა ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბა, ხომ არ გარ­და­იც­ვა­ლა რო­მე­ლი­მე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი. თუმ­ცა მკი­თხველს ცნო­ბი­ლი "ტრი­ოს" გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებთ.


ამ­ჯე­რად თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის პრო­ფე­სი­ით რევ­მა­ტო­ლოგ მე­უღ­ლეს გა­ვიცნობთ. ანა თო­ფუ­რი­ას და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის წყვი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო წრის­თვის ყო­ველ­თვის ცნო­ბი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ქალ­ბა­ტონ ანას არ უყ­ვარს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ღია ცხოვ­რე­ბა და პი­რი­ქით, ფიქ­რობს, რომ პან­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბას­თან ერ­თად მათი ოჯა­ხის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ჩა­ცხრე­ბა და ექი­მე­ბის წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას. მას­თან ინ­ტერ­ვიუ ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ:


- დიახ, COVID-19-ის პან­დე­მი­ამ, არა მხო­ლოდ მე­დი­ცი­ნის მუ­შაკ­თა დღის წეს­რი­გი შეც­ვა­ლა, არა­მედ - მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სი და მისი თით­ქმის მე­სა­მე­დი კა­რან­ტინ­ში გა­მო­კე­ტა. პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ­თუ­ლებს ამ ეტაპ­ზე ვაქ­ცი­ნი­სა და სპე­ცი­ფი­უ­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბა. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ტარ­დე­ბა კვლე­ვე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით15-16 მე­დი­კა­მენ­ტის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად. დღე­ის­თვის ამე­რი­კა­ში წამ­ლი­სა და სურ­სა­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის (FDA) მიერ სა­უ­კე­თე­სოდ მიჩ­ნე­უ­ლია ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნი და ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, რომ­ლე­ბიც ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რევ­მა­ტო­ლო­გი­ა­ში. მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ამ არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი იცის, რო­დე­საც ერთი მიზ­ნით შექ­მნილ­მა პრე­პა­რატ­მა მე­დი­ცი­ნის სულ სხვა სფე­რო­ში ჰპო­ვა გა­მო­ყე­ნე­ბა.


- თქვენ ოჯახს ყუ­რა­დღე­ბა არა­სო­დეს აკ­ლდა, ბა­ტო­ნი თენ­გიზ­თან ხში­რად იწე­რე­ბო­და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, მაგ­რამ ის რაც ბოლო სამ თვე­ში ხდე­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. რო­გო­რია ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ცხოვ­რე­ბა, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა სა­ი­ტებ­ზე ქვეყ­ნდე­ბა თქვენ ფო­ტო­ე­ბი, კი­თხუ­ლობთ თქვენ­ზე...


- არ ვიქ­ნე­ბი გულ­წრფე­ლი თუ ვი­ტყვი, რომ ეს მხიბ­ლავს. საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, ხოლო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა ბევრ უხერ­ხუ­ლო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დიდი იმე­დი მაქვს რომ პან­დე­მი­ას­თან ერ­თად, ჩვე­ნი ოჯა­ხის მი­მართ ეს მო­მა­ტე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სიც ჩა­ცხრე­ბა.


image


- თქვენს შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით, უფრო ახ­ლოს რომ გა­გიც­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ...


- დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. კლი­ნი­კუ­რი ორ­დი­ნა­ტუ­რა, ას­პი­რან­ტუ­რა. ვარ მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი. რევ­მა­ტო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­წე­ო­დი პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას, და­ვით ტვილ­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუტ "სხივ­ში"... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით მა­გონ­დე­ბა ეს წლე­ბი. უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რი ვარ, რო­დე­საც ჩემს ყო­ფილ სტუ­დენ­ტებს ვხვდე­ბი ან მათი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ ვი­გებ. ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის დი­აგ­ნოს­ტი­კურ ცენ­ტრში და კლი­ნი­კა "ნი­უ­მედ­ში" რევ­მა­ტო­ლო­გად.


აქვე მინ­და შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლო და უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბით პა­ტი­ვი მი­ვა­გო ჩემს პე­და­გო­გებს: სერ­გო კო­ბა­ლა­ძეს, ნუგ­ზარ ტა­ტიშ­ვილს, ლალი კი­ლა­სო­ნი­ას.


- რო­გორ გა­ი­ცა­ნით ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი, ის ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დი­დია თქვე­ნი წვლი­ლი მის წარ­მა­ტე­ბა­ში...


განაგრძეთ კითხვა



0
86
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0