x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რა როლი აქვს გენეტიკურ ფაქტორს დაავადების დამარცხებაში და არის თუ არა "კავკასიური გენი" უფრო ძლიერი?
image


ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ფონ­ზე ბევ­რი სპე­ცი­ა­ლი­ტი გა­მოთ­ქვამს თა­ვის მო­საზ­რე­ბას. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ თით­ქოს კავ­კა­სი­უ­რი გენი, ევ­რო­პულ­თან შე­და­რე­ბით მყა­რია და ეს ერ­თგვა­რი დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მიც კი გახ­ლავთ ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ვა­რა­უ­დია და მტკი­ცე­ბი­თი ფორ­მით სა­უ­ბა­რი და­უშ­ვე­ბე­ლია, მით უფრო, რომ ახა­ლი ინ­ფექ­ცი­ის COVID-19-ის ბუ­ნე­ბა ბო­ლომ­დე და­უდ­გე­ნე­ლი და შე­უს­წავ­ლე­ლია.


რა როლი აკის­რია გე­ნე­ტი­კას და­ა­ვა­დე­ბის მი­ღე­ბი­სა თუ მისი მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში - ამ თე­მა­ზე მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორი, გე­ნე­ტი­კოსი ირაკ­ლი ჯო­ლო­ხა­ვა გვესა­უბ­რება:


- გე­ნე­ტი­კურ ფაქ­ტორს თუ გა­დამ­წყვე­ტი არა, ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი როლი ეკის­რე­ბა ნე­ბი­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის მიმ­ღებ­ლო­ბის, მკურ­ნა­ლო­ბის, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ადა­მი­ანს ახა­სი­ა­თებს, რი­თაც ის და­ა­ვა­დე­ბის­გან თავს იცავს, ან ებ­რძვის და­ა­ვა­დე­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, ეს იქ­ნე­ბა იმუ­ნი­ტე­ტი თუ სხვა რამ.



- ე.ი. ინ­ფექ­ცი­ებ­თან და სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ერ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა, მისი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით - ყვე­ლა­ფე­რი გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი?


- დიახ. დღეს ხში­რად გა­ის­მის სი­ტყვა, რე­ზის­ტენ­ტო­ბა, იმუ­ნი­ტე­ტი - ეს ყვე­ლა­ფე­რი გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ნე­ბის­მი­ე­რი მავ­ნე ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ ორ­გა­ნიზ­მის მდგრა­დო­ბას და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას რა­საკ­ვირ­ვე­ლია გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს. ეს ვა­რა­უ­დი არ არის, ნამ­დვი­ლად ასეა!


ვი­ღა­ცას გრი­პი ემარ­თე­ბა, ვი­ღა­ცას - არა, ვი­ღაც ამ პრობ­ლე­მით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდე­ბა და ვი­ღაც - სამ­ჯერ და­ახ­ვე­ლებს, და­ა­ცე­მი­ნებს და მე­სა­მე დღეს კარ­გად არის. ესეც გე­ნე­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. აქ არ მაქვს ლა­პა­რა­კი ადა­მი­ა­ნის თან­მხლებ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც მდგო­მა­რე­ო­ბას არ­თუ­ლებს.


ვსა­უბ­რობ ორ ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­თა­გან არ­ცერ­თს აწუ­ხებს ჰი­პერ­ტო­ნია, არც ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურსს გა­დის, არც დი­ა­ბე­ტი აქვს და არა­ნა­ი­რი თან­მხლე­ბი და­მა­სუს­ტე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცია არ აქვს, უბ­რა­ლოდ, ორი­ვე ერთი და იგი­ვე ვირუ­სი­თაა დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლი. ვი­მე­ო­რებ, ერთი დაწ­ვე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რად­გა­ნაც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლოდ მძი­მეა, მე­ო­რე კი მსუ­ბუ­ქად გა­და­ი­ტანს. ცხა­დია, რომ მათ შემ­თხვე­ვა­ში გე­ნე­ტი­კურ ფაქ­ტორს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და ამას ვე­რა­ვინ უარ­ყოფს.


- იმუ­ნო­ლო­გე­ბი დღეს იმუ­ნი­ტეტ­ზე, მის მზა­ო­ბა­ზე, ან­ტის­ხე­უ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ...


- დღეს ეს ტერ­მი­ნე­ბი აქ­ტი­უ­რად ის­მის. ადრე თუ ამ ტერ­მი­ნე­ბით მხო­ლოდ ექი­მე­ბი სა­უბ­რობ­დნენ, ახლა სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ვირუ­სის პე­რი­ოდ­ში ხალ­ხიც სა­მე­დი­ცი­ნო ტერ­მი­ნე­ბით ალა­პა­რაკ­და.


თუ თა­ვად თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რებთ, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და უჯრე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც იმუ­ნი­ტეტს ქმნი­ან, უნდა გა­მო­მუ­შავ­დეს, მათი პრო­დუ­ცი­რე­ბა ორ­გა­ნიზ­მში უნდა მოხ­დეს. ამას სა­ფუძ­ვლად უდევს გე­ნე­ტი­კა, ისე­ვე რო­გორც უჯრე­დის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გე­ნე­ტი­კა­შია.


შე­სა­ბა­მი­სად, იმუ­ნი­ტე­ტის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი უჯრე­დე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა, მათი მზა­ო­ბა, ენერ­გი­უ­ლო­ბა ეს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბია (ფაქ­ტობ­რი­ვად ჯა­რის­კა­ცე­ბი), რომ­ლე­ბიც გა­მო­მუ­შავ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი "მტრის" წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად. მათ გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, მათ ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, სი­მა­მა­ცეს, სწო­რედ მათი გე­ნე­ტი­კა გა­ნა­პი­რო­ბებს.


ვფიქ­რობ, შე­სა­და­ვე­ბე­ლიც არა­ფე­რია - ვირუ­სი ადა­მი­ანს ებ­რძვის თა­ვი­სი გე­ნე­ტი­კით, ადა­მი­ა­ნიც ვირუსს თა­ვის გე­ნე­ტი­კით უპი­რის­პირ­დე­ბა. გე­ნე­ტი­კის არსი, ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ, რაც შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლად, ყო­ჩა­ღი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ვოს და საბ­რძოლ­ვე­ლად მი­უშ­ვას...


ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ძლი­ე­რი გე­ნე­ტი­კის ფონ­ზე, ბრძო­ლა ადა­მი­ა­ნის გე­ნე­ტი­კის გა­მარ­ჯვე­ბით სრულ­დე­ბა. ეს სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გია და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ყო­ველ­თვის ასე­თი შე­დე­გი გვექ­ნე­ბა.


- არის ასე­თი მო­საზ­რე­ბაც, რომ ამ ვირუს­თან ბრძო­ლი­სას, თით­ქოს ქარ­თუ­ლი გე­ნე­ტი­კა, აქვე კავ­კა­სი­უ­რიც, სხვა ხალ­ხე­ბის გე­ნე­ტი­კა­ზე მე­ტად მყა­რია. ამაზე რას იტყვით?


განაგრძეთ კითხვა



0
218
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0