x
მეტი
  • 30.05.2020
  • სტატია:100942
  • ვიდეო:346114
  • სურათი:464437
" მტერიც სტუმრად მოსული მოყვარეა და მოვიდეს.."- სოსო გოგაშვილის საჯარო მოსაწვევი
image



სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი.

ამჯერად, მან მეტად პოზიტიური პოსტით მიმართა სოციალური ქსელის მომხმარებლებს, მეგობრებს, ჟურნალისტებს, ნაცნობებს და უცნობებსაც:


"ჩემო მაგარო მეგობრებო და მტრებოც!



ეს ყველაფერი ცუდი, ძალიან მალე გადაივლის და გადავალთ ისევ ცხოვრების ნორმალურ ეტაპზე.



თუ ნორმალური ჰქვია, გამიგებთ და ვგულისხმობ კორონამდელ ეტაპს. ხოდა, ვინც იცით( ვინც არა;)ჩემი სახლი ქიზიყში ყველას გეპატიჟებით, ვისაც გეკუთვნით.


მეგობრებო, ეხლა არ გინდათ მე არ დამპატიჟა პირადად ვერ ჩამოვალო...მე მეკუთვნის, თუ არაო. ე, ბიჯო, ვინც მიცნობთ პირადად და ვინც არა ყველას ვგულისხმობ, არ მაშინებს რაოდენობა, რატომ იცით? არ დამძრახავთ, ვიცი რაც მექნება იმაზე.... რქაწითელი და საფერაი, ვენახი იმხელა მაქვს და “იმფერი” ღვინო, რომ ყველას გაგიმასპიძლდებით, ამიტომ მე დამატებით თარიღს კიდევ გაცნობებთ აქ და გელით.



განსაკუთრებულად ვიწვევ ჟურნალისტებს- ბეჭდური, ტვ, რადიო, სოციალური ქსელი.... ყველას, მინდა, რომ გამიცნოთ ახლოდან და გაიგოთ მართლა ბავშვიჭამია ვარ თუ არა, ვიცი ყველას გაინტერესებთ, ამიტომ გეპატიჟებით და დამატებით დროს გაცნობებთ.


*მტერიც სტუმრად მოსული მოყვარეა და მოვიდეს.... მოვარჯულებთ." - წერს სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე.

0
665
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
665
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0