x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103452
  • ვიდეო:347745
  • სურათი:467736
3 დიდი ეპიდემია, რომელიც დღემდე გრძელდება

image



შიდსი (1980–?)


მსხვერპლი: 37 მლნ.


მიუხედავად იმისა, რომ ითვლება, თითქოს შიდსის ეპიდემიის პიკმა გასული სუკუნის 80-იან წებში გადაიარა, — 2012 წ. საუკუნის რეკორდი დაფიქსირდა და დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. ხოლო, უკანასკნელ წლებში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი, წელიწადში, დაახლოებით, 770 000-ის ფარგლებშ მერყეობს. რაც შეეხება, დაავადებულთა საერთო რაოდენობას მსოფლიოში, — ის 30 მლნ-ს აჭარბებს და არსებული მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად, დაავადების 7 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ასე, რომ, ეს ჯერ კიდევ გლობალური პანდემიაა.

შიდსი განუკურნებადი დაავადებების რიცხვს არ ეკუთვნის და თუ ადამიანი დაავადდა, სიცოცხლის ბოლომდე, ამ დიაგნოზით მოუწევს ცხოვრება — ექიმებს მხოლოდ დაავადების მიმდინარეობის შერბილება და ვირუსით გამოწვეული გარდაუვალი სიკვდილის გადავადება შეუძლიათ.
შიდსით ინფიცირებულთა 3/4 (დაახლოებით, 25 მლნ. ადამიანი) აფრიკაში, საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე ქვეყნებში ცხოვროს. 10-ჯერ ნაკლებია დაავადებულთა რიცხვი ევროპაში.
ყველაზე საშიში კი ის არის, რომ შიდსით ინფიცირებულთა 21% არ იცის, რომ ამ ვირუსის მატარებელია.



მალარია


მსხვერპლი: დაახლოებით, 500 ათასი, წელიწადში


გასული წლის დეკემბერში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს მალარიით 228 მილიონი ადამიანი დაავადდა და მათგან, 405 ათასი გარდაიცვალა (2019 წ-ის მონაცემები ცნობილი მიმდინარე წლის ბოლოს გახდება) და თუ წინა წლების სტატისტიკასაც გადავხედავთ, — ვნახავთ რომ, დაავადებულების და გარდაცვლილთა რაოდენობა, საშუალოდ, სწორედ დასახელებული რიცხვების ფარგლებში მერყეიბს.
მალარით დაავადების მიზეზი Anopheles-ის სახეობის კოღოა, რომლის გავრცელების არეალი ტროპიკული რეგიონებია, განსაკუთრებით, ბევრია ის აფრიკაში, საჰარის სამხდეთით მდებარე რეგიონებში.
მე-19 საუკუნის ბოლოს, მალარია ევროპაშიც იყო გავრცელებული. თუმცა, ამჟამად, ის სრულად აღმოფხვრილია.



ტუბერკულოზი


მსხვერპლი: დაახლოებით, 1 მლნ. წელიწადში


მალარიის მსგავსად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ყოველწლიურ ანგარიშში, სტატისტიკურ მონაცემებს ტუბერკულოზთან დაკავშირებითაც აქვეყნებს, რომელსაც ბევრი, შორეული წარსულის დაავადებად მიიჩნევს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს, ამ დიაგნიზით, 1, 5 მლნ. ადამიანი გარდაიცვალა (მათ შორის, 251 000 შიდსითაც იყო დაავადებულ).

თუმცა, ყველაფერი არც ისე ცუდად არის: 2000 წლიდან - 2018 წლამდე, დაავადების დიაგნოზის ადრეულ სტადიაზე დასმის წყალობით, მედიკოსებმა 58 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს და როგორც ამბოენ, 2030 წლისთვის, ტუბერკულოზს ეპიდემიის სტატუსიც მოეხსნება.

imageimageimage* როგორ ავიცილოთ თავიდან მომდევნო პანდემიები?
* მეცნიერებმა COVID-19-ის სწრაფი გავრცელების მიზეზი დაადგინეს
* ვის არ უნდა ეშინოდეს COVID-19 –ის

* ყველაზე ცუდი წელი კაცობრიობის ისტორიაში

* რა უნდა გავაკეთოთ, რომ მრავალჯერადი გამოყენების პირბადე უსაფრთხო იყოს (გარეცხვა საკმარისი არ არის)


0
94
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0