x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ტოპ 5 წიგნი, რომელსაც სერიალ Friends-ის პერსონაჟები კითხულობდნენ და თავიანთ ცხოვრებას უკავშირებდნენ
image


ყოველ ჯერზე, როცა 90-იანი წლების პოპულარული ამერიკული შოუს „მეგობრების“ (Friends) ნახვას გადავწყვეტთ, რაიმე ახალს აღმოვაჩენთ-ხოლმე. მაგალითად, თუ აქამდე არ გვახსოვდა, როგორი მუსიკალური გემოვნება ჰქონდა თითოეულ მათგანს, განმეორებით ნახვის შემდეგ, გვამახსოვრდება ან გვიხარია, როცა ჩვენს საყვარელ პერსონაჟს ჩვენი მსგავსი გემოვნება აქვს.


სერიალი „მეგობრები“ დღესაც იმდენად პოპულარულია, რომ მისი პერსონაჟების შესახებ არაერთ ახალ სტატიას თუ ვიდეოს წააწყდებით. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ წიგნებზე, რომელიც ამ სატელევიზიო შოუს პერსონაჟებს მოსწონთ, თუმცა, შეიძლება, მისი ყურებისას გამოგეპარათ. ახლა კი, შეგიძლიათ, კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ.


„მარტოობის ასი წელიწადი“ - გაბრიელ გარსია მარკესი



image


მესამე სეზონის მესამე ეპიზოდში (The One With The Jam) ჩანს, როგორ კითხულობს ჩენდლერი წიგნს „მარტოობის ასი წელიწადი“ და ჯენისისგან დამოუკიდებლად პირადი სივრცის არსებობის იდეაზე ფიქრობს. თუმცა წიგნის სახელწოდებაში გვხვდება „საუკუნე“ და არა „ექვსი ან 8 საათი“.


„ნათება“ - სტივენ კინგი


image


ისევ მე-3 სეზონის მე-13 ეპიზოდში (The One Where Monica and Richard Are Just Friends) ჩვენი საყვარელი შოუს პერსონაჟები უკვე საშიშ ისტორიებს ეძებენ. კონკრეტულად, ჯოის სურს, რომ ცენტრალურ პარკში სამსახურს თავი დაანებოს და მოდის ინდუსტრიაში თავის კარიერას მიჰყვეს. ის შიშის საპოვნელად ეძებს წიგნებს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი სტივენ კინგის „ნათებაა“.



„იდიოტი“ - ფიოდორ დოსტოევსკი


image


დოსტოევკის ეს ცნობილი რომანი „მეგობრებშიც“ აქტუალურია. მე-3 სეზონის მე-14 ეპიზოდში (The one with Phoebe’s Ex-Partner) რეიჩელი და როსი საწოლში წვანან და როსი კითხულობს „იდიოტს“, ამავდროულად კი განიხილავს, უნდა წავიდეს თუ არა რეიჩელი მის კოლეგა მარკთან ერთად, მოდის ლექციაზე. საბოლოოდ, როსი რეიჩელთან ერთად წასვლას გადაწყვეტს, რომ მარკთან ერთად გასეირნება თავიდან აიცილოს. აქედან დასკვნა: როსი ნამდვილი იდიოტია.


„ჯეინ ეარი“ - შარლოტა ბრონტე; ქარიშხლიანი უღელტეხილი“ - ემილი ბრონტე


image


კლასიკური მხატვრული ლიტერატურის კიდევ ერთი ნიმუში, რომელიც ყველას წაგვიკითხავს (ხოლო თუ არა, აუცილებლად უნდა წავიკითხოთ), როგორც ჩანს, „მეგობრების“ გმირებსაც აინტერესებთ.


მე-5 სეზონის მე-9 ეპიზოდში (The One With Ross’s Sandwich), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სახალისოა, რეიჩელი და ფიბი ლიტერატურის გაკვეთილს ესწრებიან, თუმცა, რეალურად, რეიჩელი ლექტორის მიერ დავალებად მიცემულ წიგნებს სულაც არ კითხულობს.


ნაწარმოები „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ მოგვითხრობს, რამდენად დესტრუქციული რამაა ეჭვიანობა და შურისძიება, „ჯეინ ეარი“ კი ასახავს ადამიანის ხასიათის ცვლილებას. ამ ნაწარმოებების ორივე იდეა კი დაკავშირებულია როსის ქმედებებთან, რომელსაც სამსახურში მისი სენდვიჩი ყოველდღიურად შეჭმული ხვდება, რასაც ის ჭკუიდან გადაჰყავს.



1
158
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
158
  
2020, 14 აპრილი, 1:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1