x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ქსენოფობია საქართველოში პანდემიის შემდეგ-რას წერს BBC ჩვენზე
image

"კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია სხვადასხცა ქვეყნებში რასიზმისა და ქსენოფობიის განვითარება . საქართველო ჯერჯერობით ახერხებს კოროვირუსული ინფექციიის ზრდის შეფერხებას, მაგრამ ქსენოფობიურ ტალღას ვერ გაექცა. ამჯერად სოციალურ ქსელში ბულინგის სამიზნე გახდნენ არა აზიელი ემიგრანტები, არამედ საკუთარი თანამამემამულეები, - ეთნიკური აზერბაიჯანელები, "-ასე იწყებს ვრცელ სტატიას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ბრიტანული გამოცემა BBC .


შემდეგ სტატიაში მოთხრობილია მარნეულში განვითარებული ის მოვლენები, რომელიც ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება.იქვე გამოცემა ციტირებს 22 წლის მარნეულელი სტუდენტი გოგონას გიულგუნ მამედხანოვას გულისტკივილით ნათქვამს:

"ეს ჩემთვის ძალზე რთულია. ვეუბნები საკუთარ თავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება ... შემდეგ ვკითხულობ ამ შეტყობინებებს და უბრალოდ ვკარგავ იმას, რისიც მჯეროდა "



კომენტარები დაადანაშაულეს არამარტო სტუდენტი გოგონა, არამედ ამ რეგიონებში მცხოვრები ყველა ეთნიკური აზერბაიჯანელი, რომ არ იცავდნენ პრევენციის ზომებს და არ იციან ქართული.

სოციალური ქსელის ზოგიერთი მომხმარებელი კიდევ უფრო შორს წავიდა და საქართველოდან მათი გაძევება მოითხოვა, უწოდეს რა მათ "პრიმიტიული და ჩამორჩენილი"

”თქვენ შემოიტანეთ აქ კორონა აზერბაიჯანიდან და ირანიდან”, ”რაც უფრო მეტნი წახვალთ აქედან, მით უფრო ადვილი იქნება სუნთქვა.” - ასეთი კომენტარები იწერებოდა მარნეულში კარანტინის გამოცხადების შემდეგ.


"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფრისგან გარკვეული ჭრილობა დარჩება აზერბაიჯანულ საზოგადოებაში, მათ შორის ჩემშიც და ჩემს მეგობრებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ღიად ვისაუბრეთ, აქამდე არც კი მინახავს ქსენოფობიის ასეთი ერთდროული და კოლექტიური გამოხატულება, ”- ამბობს 35 წლის ჟურნალისტი მარნეულიდან კამილა მამედოვა .” მაგრამ ეს ყველაფერი, ვისაც სურს წარმატებული იყოს საქართველო, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ გავერთიანდეთ და ერთმანეთს შევთავაზოთ ამ პრობლემის გადასაჭრელი გზები. ”


"ვიღებ Natia Mezvrishvili-ისა და Chinara Kodjaeva-ს გამოწვევას.

ჩემი აზერბაიჯანელი პატარა მეგობარი Chinara Kodjaeva, ყველაზე თბილი, კეთილი, მიზანდასახული გოგოა და სიყვარულით სავსე გული აქვს, რომელიც ამ დღეებში ძალიან ვატკინეთ.

დარწმუნებული ვარ ეთნიკურად აზერბაიჯანელები წარმატებით დაძლევენ #Covid19-ს, მაგრამ არასოდეს დაავიწყდებათ ამ სიტუაციაში როგორ ვაწყენინეთ ჩვენ.

ჩემი მხარდაჭერა მათ!

გთხოვთ, სიყვარულით გავერთიანდეთ დისკრიმინაციისა და სიძულვილის წინააღმდეგ!"-ციტირებს გამოცემა სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას ფეისბუქ-განცხადებას.



"

16
1990
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1990
  
2020, 9 აპრილი, 9:46
სამწუხაროდ ეგ საერთო სენია..მსგავსი შეიძლება მოისმინო აზერბაიჯანელისგან,სომეხისგან,თურქისგან,თუ ირანელისგანაც ..თუნდაც აფხაზისგან,რომელიც ამტკიცებს,რომ აქ ოდითგანვე ცხოვრობდნენ და ქართველების არც არასდროს ყოფილა ეს ტერიტორია...
2020, 9 აპრილი, 0:18
რა ენის სწავლაზეა საუბარი , იცით რეებს წერენ მარნეულზე ?! მარნეულიო აზრებაიჯანმა საქართველოს დაუთმოო , ჩვენი ტერიტორი არისო
2020, 9 აპრილი, 0:16
მე პატივს ვცემ აზერბაიჯანელებს იქამდე სანამ საქართველოს ტერიტრიულ მთლიანობას არ ეხებიან , თქვენ იცით თქვენი საყვარელი აზერბაიჯანელები რა ცრუ პროპაგანდას ეწევიან საქართველოს ისტორიაზე და ტერიტორიაზე ?! დიახაც მძულს ყველა ის ვინ ისტორიას გვიყალბებს და ჩვენს ისტორიულ მიწებს საკუთარ ტერიტორიებად ასაღებენ
2020, 8 აპრილი, 8:51
და მეორეც..აქაც გამოჩნდა აგრესიული კომენტარები..და ჩანს ზოგიერთს როგორი განწყობაც აქვს,მე მყავს აზერბაიჯანელი მეგობრები..შესანიშნავი ადამიანები...და ერის ლანღვას,დამცირებას და შეურაცხყოფა არავითარი გამართლება არა აქვს....
2020, 8 აპრილი, 8:39
და კიდევ ...ფერეიდნელ ქართველებმა,რომლებმაც 300 წელზე მეტია ქართველობა შეინახეს..აქ ჩამოსულებს ბევრს გულისტკივილით უთქვამს,რომ თათრებს ეძახიან,ათსგვარ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ამკობენ..ამიტომაც ვეღარ ჩერდებიან აქ და მიდიან
2020, 7 აპრილი, 23:01
აზერბაიჯანის ხელისუფლება რა შუაშია ფერეიდნელ ქართველებთან?
2020, 7 აპრილი, 20:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 7 აპრილი, 20:02
ქალბატონო ქეთი ფერეიდანი არის ირანში და არა აზერბაიჯანში...თქვენ ალბათ საინგილო უნდა დაგეწერათ?!
2020, 7 აპრილი, 18:11
კეთილი ინებონ ისწავლონ სახელმწიფო ენა რომელ სახელმწიფოშიც ცხოვრობენ+დაიცვან იმ სახელმწიფოს ინტერესები სადაც ცხოვრობენ!!!თვითონ ქმნიან პრობლემებს და თუ არ უნდათ, წაბრძანდნენ იქ სადაც უკეთ იქნებიან არავინ დაიჭერს დარწმუნებული ვარ.
2020, 7 აპრილი, 17:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10