x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ადამიანი ძველ ეგვიპტეში მხოლოდ «საერთო სურათის» დანამატი იყო

ძველ ეგვიპტეში უამრავი ტრადიცია არსებობდა და მათ შორის, კედლების მოხატვაც იყო. ისინი, ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, ფრესკის სახით გადმოსცემდნენ და ერთგვარ, ისტორიულ ქრონიკებს ქმნიდნენ, მომავალი თაობებისთვის. სწორედ სამხატვრო ხელოვნებისადმი ამ დიდი სიყვარულის გამო, ამ ხალხმა შეძლო და ჩვენამდე მოიტანა ინფორმაცია, თავისი ყოველდღიური ცხოვრების, კულტურის და რწმენის შესახებ. მეცნიერები დღემდე სწავლობენ ფრესკებს და იეროგლიფებს, რომელთა ასაკი რამდენიმე ათასი წლით გაიანისაზღვრება. ხოლო, სურათების დათვალიერებისას, მაშინვე შესამჩნევი ხდება, რომ ადამიანების გამოსახულება, მეტად უცნაურად გამოიყურება: ყველა ფრესკაზე სახე ყოველთვის პროფილში არის დახატული და ყოველგვარი დეტალურობის გარეშე — შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთს ჰგავს... და თუ ამაზე, აქამდე არ დაფიქრებულხართ, ალბათ, დაინტერესდით, თუ რა იყო ამის მიზეზი?


image
ეგვიპტე სახელმწიფოდ ძვ. წ. აღრ. 3000 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, რაც მეფე მენისმა ეგვიპტის მიწები გააერთიანა და ძველი სამეფო შექმნა. ხოლო, შემდგომ წლებში, ის სტრუქტურების შექმნით და ქალაების განვითარებით იყო დაკავებული. იმ წლებში, ეგვიპტელები ტექნოლოგიების განვითარებას და ცოდნის დაგროლებას ცდილობდნენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქვეყნა, დაარსებიდან 150 წლის შემდეგ, დაიშალა... მხოლოდ ძვ. წ. აღრ. 2040 წ. მენტუჰოტეპ I შეძლო მისი ხელახლა გაერთიანება და ერთიან ქვეყანაში დაიწყო მეცნიერეების სხვადასხვა დარგის, ტექნოლოგიების და ხელოვნების განვითარება.

ძვ. წ. აღრ. 1551 წ. ახალი სამეფო შეიქმნა და იქიდან მოყოლებული, ეგვიპტის ხელისუფლება, განსაკუთრებულ ყურადღებას სამხედრო სფეროს ანიჭებდა. 15 საუკუნის მანძილზე, ქვეყანამ არა ერთ ომში და სამხედრო კონფლიქტში მიიღო მონაწილეობა, რამაც სხვა სახელმწიფოებზე, მისი ზეგავლენის შესუსტება გამოიწვია... კლეოპატრას გარდაცვალების შემდეგ კი, ქვეყანა რომის იმპერიამ შეიერთა.

ეს არის ქვეყნის მოკლე ისტორია, რომელიც მეტად დინამიური ცხოვრებით ცხოვრობდა... და შესაძლებელია, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ როდესაც ეგვიპტელი მხატვრები ფრესკების ხატვას იწყებდნენ, მათი მიზანი ლამაზი გამოსახულების შექმნა კი არა, მიმდინარე მოვლენების აღწერა ყოფილიყო.

გარდა ამისა, ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ ყველაფერი, რისი ასახვაც ფრესკებზე ხდებოდა, — ღმერთებთან კავშირში, ზეციური საქმე იყო... და თუ მათზე ადამიანებს გამოსახავდნენ, მისი როლი მცირე და უმნიშვნელო იყო. ამიტომ, მხატვრები განსაკუთრებულ ძალისხმევას არ იჩენდნენ და ადამიანებს პროფილში, გარკვეული შაბლონებით ხატავდნენ.

საინტერესო ფაქტი: მხოლოდ ერთი დარეგისტრირებული შემთხვევა არსებობს, როდესაც ფრესკაზ ადამიანი ანფასში — სრული სახით არის გამოსახული.


image

ამონის ტაძრის (თებე, კარნაკის სატაძრო კომპლექსი), ნებამონის სამარხის მოხატულობის, ერთ-ერთ ფრესკაზე 2 მუსიკოსია გამოსახული. ფრესკა შესრულებულია ძვ. წ. აღრ. XIV ს-ში და მისი ავტორი უცნობია.

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგვიპტელები ადამიანებს ასე უცნაურად იმიტომ ხატავდნენ, რომ ფრესკაზე, მათ მნიშვნელოვან როლს არ ანჭებდნენ. დიდი ყურადღება ენიჭებოდა ღმერთებს და ობიექტებს. ხოლო, ადამიანები, — მხოლოდ დანამატები იყვნენ.

imageimageimage

* ჩვენ და კიდევ 3 სხვა — ოთხი მთვარის ცივილიზაცია

* ჰიპერბორეა – ქვეყანა ჩრდილოეთის ქარებს მიღმა

* 8 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ოსმალეთის სულთნის ჰარემის შესახებ

* თუ სურვილია, საბაბიც მოიძებნება... 3 ყველაზე უაზრო ომი კაცობრიობის ისტორიაში
* როგორ შეიცვალა მსოფლიო და ცხოვრების დონე უკანასკნელი 100 წლის მანძილზე (35 ფოტო)


0
464
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
464
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0