x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
15 საინტერესო ფაქტი ფულის შესახებ, რომელიც ცოტამ თუ იცის

ზოგი სახალისო, ზოგიც უცნაური... ეს ყოველივე გვაჩვენებს, თუ რაოდენ საინტერესო შეიძლება იყოს ფულის სამყარო.

რა თქმა უნდა, ფულთან დაკავშირებული უამრავი ინფორმაცია არსებობს, მაგრამ აქ მხოლოდ საინტერესო ფაქტებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ამავდროულად, გარკვეული დასკვნის გაკეთების საშუალებასც იძლევა..


image


* ყველაზე გავრცელებელი ყალბი ფული მსოფლიოში აშშ 20 დოლარიანი კუპიურა არის. მეორე საპატიო ადგილზე, ამავე ნომინაციაში, აშშ-ს 100 დოლარია.


* აშშ-ში ჯერ კიდევ მოქმედებს სასჯელის უმაღლესი ზომა — სიკვდილით დასჯა, ფედერალური ბანკის ზარაფზანის, ფულის გამყალბებელი თანამშრომლებისთვის.


* ჩრდ. კორეა ისე დაოსტატდა ფულის გაყალბებაში, რომ ამ ქვეყანაში დაბეჭდილ, ყალბ 50 და 100 დოლარიან კუპიურებს «სუპერდოლარებს» ეძახიან და ამ ყალბი ბანკნოტების აღმოსაჩენად, სპეციალური აპარატურა არის საჭირო.


* მოხმარების შემდეგ, გამოუსადეგარი ფულის უტილიზირება ხდება. მონეტებს ადნობენ, ხოლო ქაღალდის ფულისგან, სპეციალირი დამუშავების შემდეგ, ეკოლოგიურად სუფთა საშენ მასალას ან ბუხრის საწვავს ბრიკეტებს ამზადებენ.


* გინდათ გახდეთ მილიარდერი ერთ დღეში? — საცხოვრებლად ზიმბაბვეში გადადით. იქ აშშ-ს ერთი დოლარის გაცვლითი კურსი, 2, 5 მლრდ. ზიმბაბვური დოლარია. სამწუხარო ის არის, რომ 1 პური ქვეყანაში — 10 მლრდ. ღირს.


* გრავიორი — ადამიანი, რომელიც ფულის დასაბეჭდად მატრიცას ამზადებს, ყოველთვის მაღალი დონის სპეციალისტია. გარდა იმისა, რომ წარმოუდგენელი სიზუსტით უნდა იმუშაოს, — საბეჭდი შაბლონი სარკისებურო ანარეკლის არის.


* ფიზიკურად, მსოფლიო ფულის მხოლოდ 8% არსებობს. დანარჩენი 92% — კომპიუტერულ დისკებზე, ციფრების სერიების სახით ინახება.


* თანამედროვე მონეტებს ამობურცული კიდეები იმიტომ აქვს, რომ უსინათლო ადამიანებმა ფულის ნომინალის განსაზღვრა შეძლონ.


* თუ ბაღში ლოკოკინების მოსპობა გინდათ, რამდენიმე მონეტა მიწაში ჩამარხეთ —სპილენძთან და თუთიასთან შეხების დროს, ლოკოკინას დენი არტყავს.


* ბანკომატი ყველა კონტინენტზე არსებობს და მათ შორის ანტარქტიკაზეც.


* პარასკევი — არის დღე, როდესაც ყველაზე მეტი ტრანსაქცია ხდება. მისი ღირებულება, საშუალოდ, ერთ ადამიანზე აშშ-ს 80 დოლარს შეადგენს.


* პაბლო ესკობარი, ყოველთვიურად, 2 500 დოლარს ხარჯავდა, ბანკნოტების 100 - 100 ცალად დასაფასოებელ რეზინებზე.


* სტატისტიკა დაუნდობელი რამ არის. ადამიანები, რომლებიც ფულად ლატარიებს თამაშობენ, 3-ჯერ უფრო ხშირად იღუპებიან, ავტოსატრანსპორტო შემთხვევებში, ლატარიის მიზეზით სახლიდან გასულები, ვიდრე მთავარ პრიზს იგებენ.


* თუ ჯიბეში აშშ-ს 10 დოლარის ეკვივალენტური თანხა გაქვთ და ფინანსური ვალდებულებები არ გაგაჩნიათ, თქვენ ამერიკის მოსახლეობის მეოთხედზე მდიდარი ბრძანდებით.


* როგორც ამბობენ, «ფული ხელის ჭუჭყია»... და ეს სიმართლეა! ბანკნოტების 90% მეტზე აკრძალული ნივთიერებების კვალი ფიქსირდება!.. გარდა ამისა, მასზე მოხვედრის შემთხვევაში, გრიპის ვირუსი 17 დღის მანძილზე ცხოვრობს.

imageimageimage* ყველაზე საინტერესო ფაქტები ფულის შესახებ
* ყველაზე საინტერესო ფაქტები ფულის შესახებ (II ნაწილი)
* ყველა დროის, ყველაზე უცნაური გადასახადები
* ალქიმიკოსების ოქრო
* ტესტ-ვიქტორინა: «ოქროს ციებ–ცხელება»

0
529
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
529
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0