x
მეტი
  • 30.05.2020
  • სტატია:100942
  • ვიდეო:346114
  • სურათი:464437
ცხრა საუკეთესო ანიმაცია, რომელიც სასიამოვნოდ და მხიარულად გაგატარებინებთ დროს!

გრაფიკული ანიმაციის ფუძემდებლად ითვლება ფრანგი მხატვარი ემილ კოლი. 1908 წელს პირველად აჩვენეს პარიზში მისი ნახატი ფილმი "ფანტასმაგორია", რომელშიც კადრობრივად გააცოცხლა თავისი დახატული პერსონაჟები. 20-იანი წლების შემდეგ უფრო მეტად დაიხვეწა და პოპულარული გახდა მულტფილმები, ყველასათვის კარგად ცნობილი და საყვარელია უოლტ დისნეის მიერ შექმნილი "ფიფქია და შვიდი ჯუჯა"(1939), "ბემბი"(1939), "პინოქიო" (1942) და სხვა.


21-ე საუკუნეში შექმნილი ანიმაციები ბევრი რამით გამოირჩევა, არამარტო პატარებს, არამედ უფროსებსაც აძლევს სასიამოვნოდ დროის გატარების საშუალებას, მუხტავს დადებითი ენერგიით...

image

სახლში ყოფნის დროს მრავალი სასარგებლო და სასიამოვნო საქმით შეიძლება დავკავდეთ, მხიარულად გავატაროთ დრო.

გაგიზიარებთ იმ მულტფილმების ჩამონათვალს, რომლითაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაინტერესდეს:

კოკო-ანიმაცია, რომელიც ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ მიგელთან ერთად, გასწავლით ოცნებებისა და მიზნებისკენ სწრაფვას, ოჯახის სიყვარულსა და ერთგულების ფასს, ის სავსეა მოულოდნელი, უცნაური, დაუჯერებელი ამბებითა და მექსიკური სიმღერებით.

image

image

სახლი-შესაძლოა მთელს პლანეტაზე არ მოიძებნებოდეს შენი მსგავსი, შენი სულიერი მეგობარი, რომელსაც შენსავით ძალიან ეყვარება წვეულებები; ვინ იცის, იქნებ სხვა პლანეტაზე შეძლო ასეთის პოვნა?! უცხოპლანეტელი ოჰი და დედამიწელი გოგონა მხიარული თავგადასავლებით ბევრ საგმირო საქმეს ჩაიდენენ.

image

ციცინათელების სასაფლაო-იაპონური ანიმაცია, რომელიც სრულად გადმოსცემს ომის საშინელებას, ადამიანების პირად ტრაგედიას, არასოდეს დაივიწყებთ ამ ანიმეს და უფრო შემწყნარებლები გახდებით, ვიდრე აქამდე იყავით.

image

რაპუნცელი/ჩახლართული/აბურდული-საინტერესო და სასაცილო თავგადასავლებით სავსე ისტორია, რაპუნცელის განახლებული ამბავი, რომელიც აუცილებლად შეგიქმნით კარგ განწყობას.

image

image

მოანა-მამაცი გოგონას ისტორია, რომელიც არ შეუშინდა დაბრკოლებებს, დაარღვია წინაპრების მიერ დაწესებული ზღვარი, გასცურა შორი ოკეანისაკენ და...

image

რიო-თუთიყუშების ფერადი თავგადასავალი რიო დე ჟანეიროში, ბევრი ცეცხლოვანი ცეკვითა და დაუვიწყარი ისტორიებით.

image

სპირიტი-თავისუფლებისა და მეგობრობის სიმბოლო, საოცარი კადრებით, საუნდრეკებითა და თავგადასავლებით.

image

ფერინანდი-ზოგჯერ გვატყუებს გარეგნობა, ზოგჯერ ადამიანები გაგვირბიან მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მიერ გამოგონილი საშიში ისტორიები თვითონვე დაიჯერეს...

image

მულანი-ყველაფერი შესაძლებელია, როცა გულით გსურს!

image

image

თქვენ რომელ ანიმაციას გვირჩევდით?

11
422
6-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
Mediator image
422
  
ყველა ესენი ხომ მიყვარს, მიუხედავად ჩემი არამულტფილმური ასაკისა, ძალიან კარგია ,,რკინის გიგანტი,, სიმფსონები, ,,გამყინვარება,, ...
9 აპრილი, 13:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

8 აპრილი, 23:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

7 აპრილი, 22:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

7 აპრილი, 21:26
ამათ რატომ არავინ არ ბლოკავს?????????
7 აპრილი, 17:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

7 აპრილი, 17:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

7 აპრილი, 17:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

7 აპრილი, 13:47
წუნა და წრუწუნა, ჩხიკვთა ქორწილი, მტრობა, აბა დამაცადე (ნუ პაგაძი), მტრობა კიდევ რამდენი ?????????
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10