x
image
ლურჯი თოლია
პროდუქტები, რომელიც თმის ზრდას უწყობს ხელს

პროდუქტები რომელიც თმის ზრდას უწყობს ხელს:

image

● ორაგული- ცხიმოვანი მჟავები, ომეგა3, ვიტამინი B12 და რკინა, რომელსაც ეს ზღვის პროდუქტი შეიცავს, საგრძნობლად აძლიერებს ფოლიკულებს და ასტიმულირებს თმის ზრდას. ექვსი თვის მანძილზე ამ პროდუქტისა და ზოგადად ცხიმოვანი მჟავების, ომეგა3, ვიტამინი B12 და რკინის შემცველი პროდუქტების მიღებით ფერხდება ტელოგენის პროცესი (თმის ცვენის ფაზა).

● ქათამი- ის სავსეა ცხოველური ცილებით, რომელიც ხელს უწყობს კერატინის გამომუშავებას. (თმაში 80% კერატინია). 2-3 თვე ქათმის ხორცის მიუღებლობა იწვევს თმის ზრდის შეჩერებასა და ცვენას. ამ კუთხით ასევე სასარგებლოა ინდაურის და კურდღლის ხორცი.

● კვერცხი- ის შეიცავს ისეთ საჭირო ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია თმის ზრდისა და ნორმალური პირობებისთვის. ესენია- ცილა, ბიოტინი, ლეიცინი (პასუხისმგებელი უჯრედის გაყოფა) და სხვა საჭირო ამინომჟავები.

● ნუში- შეიცავს ვიტამინ E-ს, რომელიც ასტიმულირებს და აძლიერებს თმას. მაგ-ად დღეში 30გრ ნუშის (რაც რაოდენობრივად უდრის 15-20 ცალ ნუშის კაკალს) მიღება 70%-ით ავსებს თმას საჭირო ნივთიერებებით. გარდა ამისა კი ნუში ასევე შეიცავს ბიოტინს, ცხიმოვან მჟავებს და B ჯგუფის ვიტამინებს.

● გოგრის კურკა (თესლი)- გოგრის კურკები შეიცავს B1, B2, B3, B4 ვიტამინებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თმის ზრდაზე და ასევე ვიტამინებს B5 და B6, რომლებიც ზრუნავენ თავის კანის ჯანმრთელობაზე. მაშინ, როდესაც ალოპეციის (თმის ცვენა–გამელოტება) პროცესია, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ გოგრის კურკის ზეთი, რომელიც სწრაფად ეხმარება პროცესის შეფერხებას.

0
90
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0