x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ამერიკელმა ექსტრასენსმა დღევანდელი პანდემია 2008 წელს იწინასწარმეტყველა

image
ექსტრასენსმა სილვია ბრაუნმა, 2008 წელს გამოცემულ წიგნში, – «დღეების ბოლო: პროგნოზი და წინასწარმეტყველება სამყაროს დასასრულის შესახებ» (End of Days: Predictions and Prophecies About the End of the World) კორონავირუსის მსოფლიო პანდემია იწინასწარმეტყველა:

«დაახლოებით, 2020 წელს, მძიმე დაავადება, რომელიც პნევმონიას ჰგავს, მთელს დედამიწაზე გავრცელდება. ის ფილტვებს და ბრონქებს დააზიანებს და აქამდე ცნობილი მკურნალობის არცერთ მეთოდს არ დაემორჩილება».

«კიდევ უფრო უცნაური აღმოჩნდება ის ფაქტი, რომ დაავადება ისევე უეცრად გაქრება, როგორც გაჩნდა... და ხელმეორედ 10 წლის შემდეგ გამოჩნდება. ხოლო, ამის შემდეგ, მთლიანად გაქრება.» – წერს სილვია თავის წიგნში.

უფრო მეტი ინფორმაციის გარკვევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლებელია, რადგან სილვია ბრაუნი 2013 წელს გარდაიცვალა.

მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი ზოგიერთი წინასწარმეტყველება დღემდე არ ამხდარა. მაგ., ის, რომ 2014 წლისთვის, ადამიანებს ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ, მიკროჩიპს ჩაუნერგავდნენ, რომ სამუდამოდ გაქრებოდა ისეთი დაავადებები, როგორიც სიბრმავე და სიყრუვე არის.


P.S. კორონავირუსის პანდემია, 1996 წელს ვანგამაც იწინასწარმეტყველა.

ცნობილი ბულგარელი სპორტსმენი და მწვრთნელი ნეშკა სტეფანოვა რობევა (Neshka Stefanova Robeva) ირწმუნება, რომ ვანგამ პირდაპირ მას უთხრა: «ნიშკა, კორონა ყველგან იქნებაო».

ისეთი «თვითმხილველებიც» გამოჩნდნენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ვანგამ კორონავირუსის აფეთქება, თავის ჩანაწერებში იწინასწარმეტყველა.

მან გაგვაფრთხილა: «ვირუსი მთელ მსოფლიოს მოიცავს და უამრავი ადამიანი დაავადდება. თუმცა, მალე გაქრება. ეს კი, იმიტომ მოხდება, რომ 2021 წლისთვის მზის აქტივობა მკვეთრად შემცირდება.» – ამბობენ ისინი.

ვანგა, კაცობრიობის ისტორიაში, ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ნათელმხილველი იყო და მისი ბევრი წიწნასარმეტყველება ახდა. მან, იგივე, 1996 წელს იწინასწარმეტყველა, რომ 84 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა და ასეც მოხდა. ამიტომ, ახლა ბევრია დარწმუნებული, რომ მისი პროგნოზი კორონავირუსთან დაკავშირებითაც ახდება.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები

2. «უკვდავების» ელექსირი – ნატურალური ვიტამინები იმუნიტეტის გასაძლიერებლად

3. სწრაფი და გემრიელი! – ნაპოლეონი 30 წუთში

4. მსოფლიოს 5 ქვეყანა, სადაც კატებს ჭამენ

5. 25 საინტერესო ფაქტი ღამურების შესახებ
6. 3 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვრცელდება Covid–19 ინდოეთში

1
1299
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1299
  
2020, 8 აპრილი, 21:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1