მსოფლიო რუსეთში საეკლესიო მსვლელობის დროს COVID-19-ით 30 მდე ადამიანი დაინფიცირდა 2020, 6 აპრილი, 18:52 რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში, გაიმართა საეკლესიო მსვლელობა, რომლის შემდეგაც 30 მდე ადამიანი დაინფიცირდა 100ზე მეტი კარანტინშია გადაყვანილი.
მსვლელობა გაიმართა სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორის ევგენი კუვაშევის ნებართვით. ერთი დღით ადრე ნიჟნი-ტაგილის (სადაც მსვლელობა გაიმართა) ქუჩების დალოცვა მოხდა ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ.
ამ მსვლელობის შემდეგ COVID-19 ოფიციალურად 27 პირს დაუდასტურდა. ყველა მათგანი იყო მსვლელობის მონაწილე ან უშუალო კონტაქტი ქონდათ მონაწილეებთან. ამ ამბავს გამოეხმაურა სვერდლოვის ოლქის ეპარქიის ოფიციალური წამრმომადგენელი ანგელა ტამბოვა: "მსვლელობა მიმდინარეობდა დისტანციის წესების დაცვით, დაინფიცირებულებს ქონდათ კონტაქტი მოსკოვიდან ჩამოსულ ნათესავებთან, მოგეხსენებათ მოსკოვი რუსეთში COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრია. დაინფიცირების ყველა შემთხვევა ახსნილია." ეკატერინბურგში და სვერდლოვსკის ოლქის სხვა ქალაქებში სასულიერო პირებს მასობრივად შვებულებაში აგზავნიან. ეკლესიებში წირვები შეჩერებულია. 740 1-ს მოსწონს
|