x
image
_K_
10 წყვილი, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ სიყვარულს საზღვრები არ აქვს
image

როცა ვიღაც ნამდვილად გიყვარს, ის შენთვის ყველაზე ლამაზია, მაშინაც კი, თუ გვერდით თმააბურდული გიწევს და ძილის დროს დორბლი მოსდის. გაცვეთის ნაცვლად, ნამდვილი სიყვარული დროის გასვლასთან და დაბრკოლებების გადალახვასთან ერთად უფრო ძლიერი ხდება. მართალია, ამის მეცნიერული დასაბუთება არ გაგვაჩნია, მაგრამ არსებობენ წყვილები, რომლებმაც თავიანთი ურთიერთობით სწორედ ეს დაამტკიცეს.


სტატიაში გაგაცნობთ 10 წყვილის ისტორიას, რომლებმაც დაბრკოლებები გადალახეს და ერთად ყოფნა ყველაფერს არჩიეს.






1.

როცა Little People, Big World-ის ვარსკვლავმა ქრის მარეკთან შეხვედრა დაიწყო, ის უკვე 4 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია იყო. სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი დაინიშნა. 52 წლის ასაკში ემი ვერ იფიქრებდა, რომ ისევ იპოვიდა სიყვარულს, მაგრამ გაუმართლა. რაც შეეხება ქრისს, მას ლამაზი ქალი შეუყვარდა და მისი სიმაღლე არ ანაღვლებდა. ისინი დაქორწინებას წელს აპირებენ.


image






2.

ტურია და მაიკლი სკოლაში შეხვდნენ და ერთმანეთი შეუყვარდათ. ოცნების სამსახურში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ტურიას სხეულის 65% დაეწვა. დაზიანებები იმდენად სერიოზული იყო, რომ ექიმები დარწმუნებულები არ იყვნენ ქალის გადარჩენაში. მაიკლმა სამსახურს თავი დაანება და ტურიას მოსავლელად სახლში დარჩა, სანამ ის არ გამომჯობინდა. წყვილს დღესდღეობით 2 შვილი ჰყავს.

image






3.

ბევრმა არ იცის, რომ სანამ ნიკი პრიანკას შეხვდებოდა, ის მისი ფანი იყო. მან პირველმა მოიკრიბა გამბედაობა ოცნების ქალთან დასალაპარაკებლად. რამდენიმეთვიანი პაემნების შემდეგ წყვილმა სერიოზული ურთიერთობა დაიწყო მიუხედავად განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობისა და ასაკში ათწლიანი სხვაობისა.

image






4.

ტეილორ ჰანსონი მხოლოდ 19, მისი რჩეული ნატალი კი 18 წლის იყვნენ, როცა დაქორწინება გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ მიჩნეულია, თითქოს სიყვარული კარიერას ხელს უშლის, ჰანსონმა გადაწყვიტა, საყვარელი ადამიანი ყველაფერზე მაღლა დაეყენებინა. წყვილი დღესაც ბედნიერ ქორწინებაშია და 6 შვილი ჰყავს.

image






5.

უკვე დაახლოებით 24 წელია, რაც ჰიუ ჯეკმანი და დებორა ლი ფურნესი დაქორწინებულები არიან. ისინი პირველად ერთმანეთს გადაღებაზე შეხვდნენ 1995 წელს. ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ მათ ბევრი დაბრკოლება გამოიარეს. მათ შვილის გაჩენასთან დაკავშირებით ჰქონდათ პრობლემები, დებორას ორჯერ მოეშალა მუცელი. 2013 წელს ჰიუს კანის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი დღესაც ერთად არიან და ძლიერი ურთიერთობა აქვთ.

image






6.

ასაკში 25წლიანი სხვაობის გამო ვერავინ იფიქრებდა, რომ ოსკაროსნებს - მაიკლსა და ქეთრინს ერთმანეთი შეუყვარდებოდათ, მაგრამ ბედი მათ მხარეს იყო. ისინი ერთმანეთს Zorro -ს პრემიერის ვახშამზე შეხვდნენ და მაიკლმა თვალი დაადგა ქალს. მას ისიც კი უთხრა, რომ მოვიდოდა დრო, როცა მისი შვილების მამა გახდებოდა. 2000 წელს წყვილი დაქორწინდა და უკვე 20 წელია, დაბრკოლებების მიუხედავად, სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევიან.

image






7.

Game of Thrones-ის ვარსკვლავი მომავალ მეუღლეს 2002 წელს შეხვდა. საზოგადოებრივი ყურადღების თავიდან ასაცილებლად წყვილი გაიქცა და ლას-ვეგასში დაქორწინდა. სხვა ცნობილი ვარსკვლავებისგან განსხვავებით, პირად ცხოვრებას ისინი არ ასაჯაროვებენ, მაგრამ როცა ხალხის წინაშე ჩნდებიან, ყოველთვის ხელები აქვთ ჩაკიდებული. ისინი მხარს უჭერენ ერთმანეთის განსხვავებულ კარიერას და 2 შვილს ზრდიან. რაც შეეხება სიმაღლეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ რიცხვია!

image






8.

როცა ჯონი კელის შეხვდა, ქალი ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო და მიუხედავად იმისა, რომ ჯონი მისმა სილამაზემ გაიტაცა, კელის ყურადღება საერთოდ არ გამოუჩენია. ცოტა ხანში ქალმა თავი დააღწია "ცუდ ქორწინებას" და მარტო ყოფნისთვის დრო ითხოვა. ორიოდე წლის შემდეგ წყვილმა შეხვედრა დაიწყო და მალევე დაქორწინდა. მათ პირველ შვილს კავასაკის სინდრომი დაუდგინდა და 16 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა, რამაც ცოლ-ქმარზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ ერთმანეთის გაძლიერება შეძლეს. უკვე 28 წელზე მეტია, ჯონი და კელი დაქორწინებულები არიან.

image






9.

ბრაიანს იშვიათი დაავადება, პროთეუსის სინდრომი აქვს, რის დროსაც მისი ძვლები ზრდას განაგრძობს. თავის მეუღლე ენჯის ის ონლაინ გაცნობის საიტზე შეხვდა. ქალმა ბრაიანი ისეთი მიიღო, როგორიც იყო. მისი თქმით, კაცის მდგომარეობა მას არ აშინებდა და გარეგნობა საერთოდ არ ადარდებდა. ბრაიანი ფიქრობდა, რომ სიყვარულს ვერასდროს იპოვიდა, მაგრამ ენჯიმ მისი ფიქრების სიმცდარე დაამტკიცა.

image






10.

პაულო გაბრიელ დე სილვა ბაროსი და კატიუჩია ლიე ჰოშინო 2016 წელს დაქორწინდნენ და მსოფლიოში ყველაზე დაბალი წყვილის ტიტულს ფლობენ გინესის რეკორდებში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაახლოებით 90სმ არიან სიმაღლეში, მათი სიყვარული გასაზომად ნამდვილად დიდია.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 ცნობილი წყვილი, რომლებმაც რთული გზა გაიარეს და სიყვარულისთვის ბრძოლაში გაიმარჯვეს

image


2. რატომ არიან კაცები ქალების საუკეთესო მეგობრები? - მეცნიერებმა კითხვას პასუხი გასცეს

image


3. ქალის 10 თვისება, რაც მამაკაცს მაგნიტივით იზიდავს

image


4. ცნობილი წყვილები, რომლებიც შვილების გაჩენის შემდეგაც არ დაქორწინებულან

image


5. 9 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება - გაითვალისწინეთ!

image

0
894
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
894
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0