x
image
Lerato
უნდა ჩავუტაროთ თუ არა ტანსაცმელს დეზინფექცია – ცნობილი პედიატრის კომაროვსკის რჩევები

ცნობილმა პედიატრმა ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირ ეთერში ახსნა თუ რა უნდა გავაკეთოთ, სახლი კორონავირუსისგან რომ დავიცვათ.


image


ექიმი ე. კომაროვსკი რეგულარულად აცნობს საკუთარ გამომწერებს ახალ ამბებს კორონავირუსთან დაკავშირებით და უხსნის მათ თუ რა ზომებს უნდა მიმართონ დაავადების თავიდან ასაცილებლად. ახლახანს მედიკოსი იმყოფებოდა სტუმრად ს. ლობოდას გადაცემაში, სადაც მომღერლის 5, 7 მილიონ გამომწერს პასუხობდა კითხვებზე კოვიდ -19–თან დაკავშირებით. კომაროვსკიმ დიდი ყურადღება სწორედ ტანსაცმლის დეზინფექციას დაუთმო ქუჩაში გასვლის შემდეგ.



ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მიეკუთვნება ფომიტებს – ნივთები და ნივთიერებები, რომელიც შესაძლოა პათოგენურ მიკროორგანიზმებს შეიცავდეს და გახდეს ინფექციის წყარო. კამაროვსკიმ განმარტა, რომ ტანსაცმლის დეზინფექცია აუცილებელია იმ შემთხვევაში თუ ქუჩაში გასვლისას ისეთ ადამიანებთან იყავით კონტაქტში, ვინც ახველებდა ან აცემინებდა, თუ ეხებოდით ლიფტის კედლებს ან ღილაკებს, მოაჯირებს. სხვა შემთხვევაში ამის აუცილებლობა არ არის:


"თუ ეს ყველაფერი არ ყოფილა, სანერვიულოც არაფერი გაქვთ. ყველაზე მარტივი და იდეალური საშუალებაა იქონიოთ ტანსაცმლის რამდენიმე კომპლექტი. მოდიხართ სახლში, იხდით ტანსაცმელს და ტოვებთ აივანზე 2-3 დღით, "– ამბობს ექიმი.


კომაროვსკი გვირჩევს არ ვისარგებლოთ ლიფტით, სადაც პოტენციური ინფიცირებული შესაძლოა შეხებოდა კედლებს, კარს და ღილაკებს. სჯობს კიბეებით ისარგებლოთ. "კორონავირუსის გადაცემა უფრო მეტად ხელებით ხდება", მან ასევე დაამატა, რომ თუ ადამიანმა ის ფეხსაცმლით ან ხელთათმანებით მოიტანა სახლში, ვირუსით ინფიცირება მხოლოდ მის ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემთხვევაში მოხდება. ზუსტად ამიტომაც, პირველი წესი კოვიდ-19-გან თავის დასაცავად – ხელების დაბანაა!


ექიმი გვირჩევს სახლში შესასვლელი კარის წინ სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებული ქეჩა დავდოთ, სახლი კი ქლორის შემცველი საშუალებებით დავალაგოთ.


კომაროვსკიმ 5 მარტივი წესი დაასახელა ვირუსისგან თავის დასაცავად: ხელების ხშირი და გულმოდგინეთ დაბანა, დაცემინებისას მოხრილი მკლავის მიფარება და არა ხელის, სახეს ხელით არ უნდა შევეხოთ, დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია და ინფექციის შესაძლო სიმპტომებზე დაკვირვება მოვახდინოთ, ეჭვის შემთხვევაში კი შესაბამისი ზომები მივიღოთ.



ასევე დაგაინტერესებთ:


რა მოხდება თუ კარანტინის და იზოლაციის წესებს დაარღვევთ – შემზარავი რეალობა


ინსულტის პირველი სიმპტომები და ადამიანის გადარჩენის 100% მეთოდი



რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!


იყო ჯანმრთელი წამლების გარეშე – ეს შესაძლებელია!


ინდოეთში ამ რეცეპტს უკვდავების ელექსირს ეძახიან!


ტუტოვანი დიეტა ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს – პროფესორი კოლინ კემფბელი


25 საუკეთესო ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტი – მიირთვით, რათა თავი დაიცვათ სიმსუქნის, კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან

0
411
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
411
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0