x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანეთის სპეცსამსახური არ გამორიცხავს,რომ Covid-19 უხანის ლაბორატორიას გაეპარა
image

დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ კოროვირუსული პანდემია უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგად იყოს გამოწვეული, იუწყება The Mail on Sunday.


მთავრობის მაღალი რანგის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ "მეცნიერთა მტკიცებულების ბალანსი" მიუთითებს იმას, რომ მომაკვდინებელი ვირუსი პირველად გავრცელდა უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან, ლაბორატორიის გაჟონვა "მაინც სათვალავშია ჩასაგდები."


გუშინ საღამოს საგანგებო სიტუაციის კომიტეტის Cobra-ს ერთ-ერთმა წევრმა, რომელსაც ბორის ჯონსონი ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვის ბოლო მონაცემებით, ვირუსი "ზოონოზურია"ანუ წარმოშობილია ცხოველებისგან, არც იმას გამორიცხავენ, რომ ვირუსმა უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა.



Cobra წევრმა, რომელიც დეტალურად იბარებს საიდუმლო ბრიფინგებს უსაფრთხოების სამსახურებისგან, განაცხადა: ” არსებობს საიმედო ალტერნატივა, რომელიც დაფუძნებულია ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე (ზოონოზი). თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ლაბორატორიაც, რომელიც მდებარეობს უხანში ."

როგორც ცნობილია, ქალაქ უხანიდან 30-იოდე კილომეტრში მდებარეობს ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და ლაბორატორია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა მატერიკზე.(მთავარი ფოტო)


40 მილიონი დოლარის ღირებულების ინსტიტუტი, რომელიც ათიოდე მილით არის დაშორებით უხანის უკვე ცნობილი ცხოველების ბაზრობიდან, ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ბიოლაბორატორიად.


2018 წელს გაზეთი People Daily-ი იუწყებოდა, რომ "ლაბორატორიას შეეძლო ექსპერიმენტების ჩატარება უაღრესად პათოგენურ მიკროორგანიზმებზე, მაგალითად, თუნდაც ებოლას მომაკვდინებელ ვირუსზე."

სწორედ ამ ინსტიტუტის მეცნიერები იყვნენ პირველები, ვინც ივარაუდეს, რომ ახალი კორონავირუსის გენომი 96 პროცენტით ჰგავს გენომს, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება ღამურებში.


მაგრამ მაღალი უსაფრთხოების და რეპუტაციის მიუხედავად, არსებობს ჭორები იმის შესახებ, რომ ინსტიტუტის თანამშრომლები დაინფიცირდნენ ღამურის სისხლით, შემდეგ კი ინფექცია ადგილობრივ მოსახლეობას გადასდეს.


ბიოუსაფრთხოების ამერიკელი ექსპერტი, პროფესორი რიჩარდ ემბრაითი Waxman of Rutgers University New Jersey–ის მიკრობილოგიის ინსტიტუტიდან ამბობს:" მიუხედავად იმისა, რომ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ Covid-19 არ შექმნილა ხელოვნურად უხანის ლაბორატორიაში, თუმცა არსებობს იმის შესაძლებელობაც, რომ ანალიზის დროს გაპარვოდათ."

პროფესორი ემბრაიტი აღნიშნავს, რომ მას გააჩნია მტკიცებულებები, იმის შესახებ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლები მხოლოდ "დონე 2"-ით იყვნენ დაცულები, არა და ამ დროს რეკომენდებულია "დონე-4", "რომელიც უზრუნველყოფს ლაბორატორიის მუშაკების მაქსიმალურ დაცვას ინფექციისგან."


როდესაც ჭორები აგორდა, განცხადება გააკეთა ინსტიტუტის წამყვანმა მკვლევარმა ვირუსოლოგიაში ში ჩჟენლიმ: "გარანტიას ვიძლევი საკუთარი სიცოცხლის ფასად, რომ ამ დაავადების გავრცელება არ უკავშირდება ლაბორატორიას."

უარყოფის მიუხედავად, პანდემიის გავრცელების შემდეგ პეკინმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც ითვალისწინებს ვირუსების უკეთ მართვას და ბიოლოგიური უსაფრთხოების დაცვას.

4
573
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
573
  
2020, 10 აპრილი, 10:15
აწი ერთი ფასი აქვს ყველა ვერსიას((
2020, 7 აპრილი, 2:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 6 აპრილი, 3:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 5 აპრილი, 17:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4