x
დარჩი სახლში, თვითიზოლაციის დღიურები, დღე XIV

image

გამარჯობა, დღიურო, დიდიხანიააღარაფერი დამიწერია, ალბათხასიათისბრალი იყო, არ ვიცი.

ბევრი რამ დამიგროვდა გასაზიარებელი, ესთვითიზოლაციის მეხუთე დღეა შენთვის, ჩემთვისკი მეთოთხმეტე, ამიტომ, შევეცდებიყველაფერს მოვყვე, რაც ამ დღეებისგანმავლობაშიმოხდა.

მოკლედ, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაშიარსებული მდგომარეობისგამოსასწორებლად რაიმეგამეკეთებინა, შევქმენი ჯგუფი სახელად "ნუგეშინია, " ჯგუფის წევრები ეხმარებიან ადამიანებს, რომლებიც ვირუსის გამო ცუდმდგომარეობაში აღმოჩდნენ, ასევე შეიქმნაჯგუფისფონდი, სადაც გადმორიცხული თითოლარით ადამიანებს საკვებისთვის საჭირომინიმუმსვაწვდით.

დავდებ ჯგუფის ფოტოს, ეგებ ვინმესდააინტერესოს და მეტი კეთილი ადამიანიჩაერთოს ამსაქმეში

image

დანარჩენი ისტორია გართობას და დროის გაყვანას ეხება...

გამოვაცხვე აჭარული ხაჭაპური, ცხოვრებაში პირველად, რა თქმა უნდა, ნაყიდი ცომით

imageმოვხატე ტანსაცმელი დღეების გასაფერადებლად, მახსენებს, რომ ყველაფერი კარგად იქნებადა თქვენც გირჩევთ.

თუკი გაქვთ რაიმე, რისი გადაკეთებაც არ გენანებათ, დაუმატეთ რამდენიმე ფერი დაგაბედნიერდით

imageდღეს კი სახლის ჩიფსებში გამოვცადე ჩემითავი და საკმაოდ გემრიელი გამომივიდა, სოუსიცკარგი აქვს და ხრაშუნებს კიდეც, ამანაც გამომიკეთა ხასიათი

image

ვცდილობ ვიკითხო, მთელი ცხოვრება გადადებული წიგნი დავიწყე და წიგნი, რომელსაცვერასდროს ვეკარებოდი ახლა წამით გადასადებადაც კი მენანება

image

ახლა უკვე გვიანია, ქალაქი ცარიელია და ყველა სახლში შუქი ანთია...

მეკი ტრადიციულად გთხოვთ, დარჩით სახლში

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:მრნ
მრნ
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0