x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
აღა - მაჰმად - ხანის შემოსევა
image

გეორგიევსკის ტრაქტატმა, რომელიც ქართლ- კახეთის მეფემ გააფორმა რუსეთის იმპერატორთან, უკიდურესად გაამწვავა ქართლ-კახეთის პოლიტიკური მდგომარეობა . 90- იანი წლების დასაწყისში ერეკლე II-ს ურთიერთობა დაეძაბა სპარსეთთან . სპარსეთში ამ დროს შაჰის ტახტისთვის ბრძოლა აღა- მაჰმად - ხანის გამარჯვებით დასრულდა. მან წერილი გამოუგზავნა ერეკლეს, რომელშიც რუსეთთან ურთიერთობის და სპარსეთის ქვეშევრდომიბის აღიარებას მოითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სამეფოს დალაშქვრით იმუქრებოდა.


image

აღა-მაჰმად - ხანს ოსმალეთის სულთანიც აქეზებდა, რათა მას ქართლ კახეთში ელაშქრა და იქ რუსეთის გავლენა მოესპო.


ერეკლე II -ს რუსეთის ჯარის დახმარების იმედი ჰქონდა . ეს იყო ერთადერთი იმედი იმისა, რომ იგი ირანელთა შემოტევის წინააღმდეგ ჯეროვნად არ მოემზადა.

1795 წელს ირანის შაჰი 35 000- იანი ჯარით ქართლ-კახეთში შემოიჭრა. ერეკლემ 5 000 მოლაშქრეზე მეტის შეგროვება ვერ მოასწრო. რუსებმა კი ჯარი დროულად არ გამოაგზავნეს.

კრწანისთან ორ დღიანი ბრძოლის შემდეგ, 11 სექტემბერს სპარსელებმა თბილისი აიღეს. აღა- მაჰმად-ხანმა დაარბია და ააოხრა თბილისი და ქალაქის 22 000 ტყვედ გაგზავნა. დამარცხების მიუხედავად ერეკლე II სპარსელებს არ დამორჩილდა . ის მთაში გაიხიზნა . ერეკლეს შესაპყრობად აღა-მაჰმად-ხანმა 4 000 კაციანი ლაშქარი გაგზავნა.


სპარსელებს ჟინვალთან თბილისისკენ ერეკლეს დასახმარებლად წამოსული 300 ხევსური და ფშაველი დაუხვდა . მათ მიეშველნენ შამშადილელი აზერბაიჯანელები ალი სულთანის მეთაურობით, რომელიც ერეკლეს ერთგული იყო . ქართველთა და აზერბაიჯანელთა გაერთიანებულმა ლაშქარმა სპარსელები დაამარცხა და გააქცია.

ამასობაში სპარსეთში საშინაო მდგომარეობა გართულდა და აღა- მაჰმად- ხანს თბილისის დატოვება მოუხდა. ორი წლის შემდეგ ის კვლავ შემოიჭრა სამხრეთ კავკასიაში და ქალაქი შუშა აიღო. აქედან ის საქართველოში გამოლაშქრებად გეგმავდა, მაგრამ ვერ მოასწრო. -მისი მმართველობით უკმაყოფილო შეთქმულებმა, სპარსელმა დიდებულებმა მოკლეს.

(ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)


https://youtu.be/8jhSfXLjUgY

0
785
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
785
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0