x
მეტი
  • 01.06.2020
  • სტატია:100960
  • ვიდეო:346186
  • სურათი:464457
უნდა დავბრუნდეთ თუ არა საქართველოში ემიგრანტები?!" - რას წერს ემიგრანტი პოეტი ქალი

image


რას წერს
"არ გავალდებულებთ. მოფიქრებას გთხოვთ მხოლოდ.(ჯერ გულდასმით. დაკვირვებით წაიკითხეთ და ისე დააკომენტარეთ, გთხოვთ)




ამ პოსტმა შეიძლება ბევრი გადამკიდოს მტრად, მაგრამ მაინც მინდა ჩემი, სრულიად ს უ ბ ი ე ქ ტ უ რ ი აზრი გამოვხატო.



უკვე ბევრგან ვკითხულობ საკამათოდ ნაქცევ თემას, უნდა დავბრუნდეთ თუ არა საქართველოში ემიგრანტები?!




- დიახ, აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ, მაგრამ არა ახლა!
არა ამ ეტაპზე!



ვიმეორებ, ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და არავის გახვევთ თავზე!


- ვფიქრობ, ამ ეტაპზე ემიგრანტების მასობრივი დაბრუნება ეპიდემიის აფეთქების უდიდეს რისკს წარმოადგენს, ამავე დროს საქართველო მძიმე პანიდემიის ფონზე ვერ გაუძლებს ჩვენს მასიურ დაბრუნებას. ელემენტაური პასუხისმგებლობის საშუალება და დრო არ აქვთ ახლა. ნეტავ იმდენი, დაავადებულებს მიხედონ. ჩვენ, ჯერჯერობით უპრობლემოებო ვინც ვართ, ნუღარ დავემატებით, დროებით მაინც...



ასე ვფიქრობ მე პირადად და ასე მჯერა !


ჩვენ, ემიგრანტები, რაც არ უნდა ზურგში მახვილი გვირტყან, ყოველთვის სხვებზე ძლიერები ვიყავით და მჯერა რომ ასეც დავრჩებით.


აქმდე არასოდეს გვიღალატია საქართველოსთვის და ახლაც ვიზრუნებთ მისი კეთილდღეობისთვის და არ დავაწვებით ზედმეტ ტვირთად დღეს.
დაველოდებით სიტუაციის დარეგულირებას. შემდეგ კი კეთილი ინებონ და ფართოდ გაგვიღონ კარი!



ახლა, როცა მსოფლიო მასშტაბით ვირუსი ასე მძვინვარებს და მსოფლიო გლობალური პრობლემების წინაშეა, ასევე ჩვენი საქართველოც, ვფიქრობ რომ პრევენციის, ჩვენივე ოჯახების გაფრთხილების და სამშობლოს კიდევ ერთხელ გერდში დგომის მიზნით, ვისაც ჯერ არ აქვს პრობლემა უცხო ქვეყანაში მუშაობის გაგრძელების,


ვ ი მ ე ო რ ე ბ !


- ვისაც ა რ ა ქ ვ ს პ რ ო ბ ლ ე მ ა ადგილზე დარჩენის, იქნებ თავი შევიკავოთ და დავრჩეთ იქ, სადაც აქამდე ვიყავით.


რადგანაც:


1. მგზავრობის დროს დარწმუნებული ვარ უფრო მეტი რისკია. ნუ გავრისკავთ .




2. ჩვენს ოჯახებს ახლა უფრო გაუჭირდებათ, ჩვენი ადგილზე დარჩენით აქედან უფრო მეტად დავეხმარებით მათ,



3. ჩვენი გზავნილებით შესული თანხები როგორც ყოველთვის, ბიუჯეტს წაადგება და ამ გაჭირვების ჯამს დავეხმარებით ისევ და ისევ ჩვენ.




4. საქართველოს არ აქვს საშუალება, არც ეკონომიურად და არც ფიზიკურად ამდენი ხალხის მიღების, ნამდვილად ვერ აუვა და მეტი ქაოსი შეიქმნება, თუ კი, ჯვარი გვწერია და დაავადება უფრო გამწვავდება.



5. ეკონომიკა დამუხრუჭებულია მსოფლიოში და საქართველოში ხომ მთლად პარალიზებულია მგონი უკვე.




6. ვერ ვნახავთ იქ სამუშაო ადგილებს. აქამდეც არ იყო.ამაში ყველა დარწმუნებული ვართ, ვფიქრობ.




7, ყველას არ გვაქვს სოფელი რომ შევეფაროთ და მიწა დავამუშაოთ, რომ მოსავალი მოვიყვანოთ და თავი გავიტანოთ.



8. მესმის რომ ყველა ჩვენს სახლებში მივალთ, მაგრამ უნუშევრები და ოჯახს დავაწვებით ტვირთად, სჯობს სადაც ამდენი, ვცოტაც მოვითმინოთ...



9. ეკონომიკა დამუხრუჭებულია და არავინ არ იცის რა სიდიდის პრობლემები გველოდება წინ. სავარაუდოდ მოსალოდნელზე ბევრად უარესს.




10 ისიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ უცხოეთიდან წასულების დიდი რაოდენობა, თუ მშვიდობა იქნა, უკან ვეღარ დაბრუნდებიან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. რადგანაც მათ დიდ ოდენობას უკვე დეპორტი აქვთ მიღებული და უკან დასაბრუნებელი გზა დროებით მოჭრილია მათთვის.



კიდევ ვიმეორებ, არავის თავზე არ გახვევ ჩემს აზრს. მაგრამ არა მგონია არ ღირდეს დაფიქრებად.


რა თქმა უნდა, უ მ უ შ ე ვ რ ა დ, უ ბ ი ნ ა ო დ,
უ ს ა ხ ს რ ო დ დარჩენილებზე და კიდევ ა ვ ა დ მ ყ ო ფ ე ბ ზ ე არ ვსაუბრობ. ამაზე კარგად გ ა ა მ ა ხ ვ ი ლ ე თ ყურადღება, გთხოვთ!!!



მე მხოლოდ ვფიქრობ, მე მხოლოდ გზის სწორად გარკვევას ვცდილობ და თან თქვენი აზრიც მაინტერესებს.



დიდი პატივისცემით მოვისმენ ყველას აზრს, როგორიც არ უნდა იყოს ის !
აქამდე როგორი გაჭირვებაც იყო, ვიცით და ამის მერე რომ უარესს უნდა ველოდოთ, ესეც ხომ ნათელია.




მხოლოდ ამის გათვალისწინებით. მხოლოდ ერთ ალტერნატიულ ფიქრად გამოსავლის ძებნაში, მოგაწოდეთ ჩემი აზრი. რომ მერე ბევრმა არ ინანოს ასე სწრაფად, წინდაუხედავად, შიშის ფონზე წასვლა. რომ უარეს ეკონომიურ სიდუხჭირის წინ არ აღმოჩნდნენ..




და თუ უკიდურესად შეიცვლება მდგომარეობა ჩვენი ლოკაციის ადგილებზე, თუ მართლა არ იქნება სხვა გზა, წავიდეთ ბატონო მერე! როგორმე წავიდეთ! გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება.



მეტყვით ხომ ხედავ ფრენები არაოო. ვიცი რა თქმა უნდა. ესეც ერთგვარი დაცვის მექანიზმია და ამიტო. ვიცი...



სახელმწიფოებს დროეულად რომ ეზრუნათ და ხალხს რომ დაეჯერებინათ. ან ახლაც რომ ყველა მის ადგილზე ეტეოდეს და წინ და უკან არ დადიოდეს. რომ საკუთარ თავს კარანტინი გამოუცხადოს სადაც არ უნდა იყოს, ეს ამბავი არ მოხდებოდა. ასე გართულებული და უსასრულო
შეედეგები არ იქნებოდა. შიდა გავრცელება არ იქნებოდა ასეთი სისწრაფით!
არც ახლაა ძალიან გვიან, სჯობს
დ ა რ ჩ ი თ ს ა ხ ლ შ ი!!!




ანუ ვინც სადაც ხართ ამ ეტაპზე. იქ და ნუ გარისკავთ უარესად...
ვერ გააჩერეს საკუთარ სახლებშიც კი. ვერ შეაწყვეტინეს ქეიფი და დროს ტარება. ვერ დააფიქრეს რა დიდი რისკის წინაშეა მსოფლიო და გამოსავალი ამ ეტაპზე სახლში ყოფნაა! ყველაზე დიდად ასე დავეხმარებით ვირუსის მოსპობას.




ამიტო დროებით მაინც. ვისაც დარჩენა შეგვიძლია, ვისაც ჯერ არ შეგვქმნია პრობლემა, ვისაც ძალა შეგვწევს, დავრჩეთ სადაც ვართ და ნუ გავრისკავთ ნურც საკუთარ და ნურც სხვის სიცოცხლეს. სად უნდა მოათავსონ კარანტინში ამდენი ემიგრანტი, როცა ავადმყოფების მიღებაც გაუჭირდებათ მალე.



არადა კარანტინის გარეშე ყველა, ვირუსის პოტენციური მატარებელი, პოტენციური მკვლელია, სამწუხაროდ, იქ ჩვენი ოჯახები, დავიცვათ ისინი, ასე უფრო სწორად მიმაჩნია.



უფალი მოწყალეა, ჩვენ გავფრთხილდეთ მაქსიმალურად და შედეგი არ დააყოვნებს.




წლებია მოშორებული ვართ ოჯახებს და ცოტასაც გავუძლებთ! საქართველოში თითქმის სრული უმუშევრობაა. სრული ქაოსია და ნუ დავემატებით კიდევ ერთ ბაქტერიად, გთხოვთ...



წასვლა ადვილია, მაგრამ რა იქნება ხვალ? რით ვაპირებთ არსებობას უმუშევრად დარჩენილები, როცა მინიმალური შემოსავლებიც აღარაა უკვე!



ძალიან ძნელია!



ძალიან რთულია!


მტკივნეულია!


თავგანწირვაა!!!


მეც ემიგრანტი ვარ, მეც საშინლად მიჭირს ჩაკეტილი კარის დანახვა. სხვასაც უჭირს ვიცი ასე ყოფნა, მაგრამ დამიჯერეთ, თუ მოვინდომებთ, არაა შეუძლებელი. როგორმე უნდა შევძლოთ. როგორმე ძალა უნდა მოვიკრიბოთ და უფრო მალე გავიმარჯვებთ. დავძლევთ წინააღმდეგობას. უხილავ მტერს, რომელიც არ ვიცით სადაა ჩასაფრებული!




ყველამ ვიცით რას ნიშნავს ემიგრანტობა და მით უმეტეს ახლა, ამ ეტაპზე ოჯახიდან შორს, თანაც გამოკეტილი ყოფნა... შეიძლება ჭკუაზე გადავიდეს ადამიანი ფიქრებს რომ მიენდოს და დაემორჩილოს.




მაგრამ ალბათ მაინც არ წასვლაა ახლა სწორი გადაწყვეტილება.
ზოგადად კი ვისაც წასვლა ენდომება ვინ დააკავებს ან ახლა, ან აქამდე ვინ უშლიდა. უბრალოდ მინდა ვიმსჯელოთ და ერთიანი სწორი დასკვნა გავაკეთოთ. რადგანაც წასვლაც და არ წასვლაც - ორივე ვაია...



და მაინც, ამ ორიდან ერთ- ერთი სულ ცოტა, სულ მცირედით მაინც უკეთესია მეორეზე აუცილებლად და ის ოდნავ კარგი ავირჩიოთ!



ჩვენ ახლა უფრო მეტად ვჭირდებით ჩვენს ოჯახებს !



წასვლაც რისკია და დარჩენაც. ამიტომ ვფიქრობ ისევ დავრჩეთ სადამდეც შევძლებთ.



ზერელედ წასაკითხი პოსტი არაა. ვინც დაკვირვებით წაიკითხავს, მიხვდება რამხელა ტკივილი და თავგანწირვაა ამ სიტყვების უკან, რამხელა ტკივილი და ტრაგედიაა ემიგრანტისთვის!



ყველას აზრს პატივს ვცემ. ვინაიდან ყველა მისებურად აღიქვამს, ყველა იმ კუთხიდან დაინახავს, რომლიდანაც აწყობს, ყველას არ შეუძლია ჩაწვდეს იმ აზრს, რაც აქ ჩავდე.



ნუ გექნებათ არა ადეკვატური რეაქცია.


გამოხატეთ თქვენი თუნდაც საწინააღმდეგო, თუნდაც სრულიად რადიკალურად განსხვავებული აზრი, ოღონდ ისე, რომ სხვის აზრს პატივი სცეთ, გთხოვთ!

პატივისცემით ირმა სარაული" - წერს მწერალი, პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი, ემიგრანტი ირმა სარაული.



0
610
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
610
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0