x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უხილავი პორტრეტი

ვიხრჩობი, აღარ შემიძლია ჰაერი არ მყოფნის.მარტო ვარ, როგორც თევზი რომელიც სუნთქავს მაგრამ მის არსებობას ყურადღებას არავინ აქცევს.ერთხელ მაინც თუ გიკითხავთ თქვენი ახლობლისთვის თუ როგორ არის ის? მესიჯის სახით არ გეუბნებით, ბოლოს როდის ნახეთ ახლოს და გულით უთხარით როგორ ხარ, რას შვრები?, რეალურად იცით რა ხდება? არავინ, არავის აინტერესებს.მათ შორის შენც არ გაინტერესებს ის სხვა ანდა ვითომ მეგობარი როგორაა, რა უხარია ან რა სწყინს.რამე პრობლემა ხომ არ აქვს ან გასაჭირი.თვითონ ვერ შემოგბედავთ თავის ტკივილს შენ თუ არ კითხე.თვითონ ვერ შემოგჩივლებს თავის დარდს, პრობლემებსა თუ სირთულეებს შენ თუ არ დაგაინტერესდა და ასე ხდება მბრუნავი ჯაჭვი, მასაც არ აინტერესებ.ანუ რისი თქმა მსურს, რომ ერთმანეთის არსებობა რეალურად საერთოდ არ გვაინტერესებს მხოლოდ ბოლოს ვხვდებით როცა უკვე გვიანია, იმ დროს ვხვდებით როდესაც უკვე ის შანსი დავკარვეთ და ის დრო უგზო უკვლოდ დაიკარგა.ასეა, ეს ყველაფერი და არავინ უარყოს, პირველრიგში საკუთარ თავში ჩავიხედოთ კარგად და კითხვა დავუსვათ ``მე, როგორ ვარ?`` ჩვენ რეალურად ისიც კი არ ვიცით, შინაგანად როგორ ვგრძნობთ თავს და წარმოიდგინეთ ეს როგორ გვეცოდინება სხვა როგორ არის?
ყველა თავის ``მე``-ში იხრჩობა სურს ფსკერზე ამოვიდეს, გადარჩეს მაგრამ მარტოს ამის გაკეთება არ შეუძლია.გვერდით ისეთი ვინმე უნდა გყავდეს ვისაც მთელი შენი ცხოვრება შენთვის ხელი ეჭიდება და შენს გვერდით იქნება.მარტოსულობა დიდი ავადმყოფობაა, საკუთარ თავთან ან სარკესთან ლაპარაკი და ათასი თეთრად გათენებული ღამე და დღეები? დღეები რომლის ფერსაც კი ვერ გაარჩევთ გაცრეცილი ნაცრისფერია სადაც ერთფეროვნებაა და მოსაბეზრებელი ცხოვრება რომელიც ერთ დღეს ყელში ამოგივა.ამიტომ არის, რომ არ დავიხრჩოთ საჭიროა ერთმანეთს გავუფრთხილდეთ ჯერ საკუთარი თავები გამოვიკვლიოთ, ვიპოვოთ საკუთარი მე შემდეგ კი სხვებს დავეხმაროთ და მათი ზემოთა ნაწილი, ფსკერი გავხდეთ ან ჩასაჭიდი ხელი რომელიც მუდამ გადაარჩენს.ჩვენ, შეგვიძლია ერთმანეთი გადავარჩინოთ, ერთმანეთს ხელები გავუწოდოთ და დავეხმაროთ...ერთმანეთი აღმოვაჩimage
ინოთ და შევისწავლოთ შემდეგ კი სულიერი პორტრეტი დავხატოთ გრძობათა მორევის, რომელიც უხილავია.

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0