x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ აიძულეს ექიმები გაჩუმებულიყვნენ - უხანში კორონავირუსის გავრცელების ისტორია
image

2019 წლის 18 დეკემბერს უხანის ცენტრალურ საავადმყოფოში დააწვინეს უჩვეულო რესპირატორული ინფექციით დაავადებული 65 წლის მამაკაცი იგი რამდენიმე დღის განმავლობაში ავადმყოფობდა, რა დროსაც მოახერხა პოლიკლინიკაში მისვლა, სადაც ანტიბიოტიკები დაუნიშნეს. მაგრამ მედიკამენტებმა არ უშველა: მაღალი ტემპერატურის დაგდება ვერ ხერხდებოდა . მას გაუკეთეს ბრონქოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია და ბრონქოსალვეოლარული ამორეცხვა, ხოლო ფილტვებიდან ამოღებული სითხის ნიმუში ანალიზზე გააგზავნეს.


მისაღები განყოფილების ხელმძღვანელი, აი ფენი თვლის, რომ ეს იყო პირველი პაციენტი, რომელსაც აღმოაჩნდა ახალი კორონავირუსული ინფექცია.

როგორც გაირკვა, ეს მამაკაცი მუშაობდა უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარზე, სადაც ისინი ვაჭრობდნენ ეგზოტიკურ ცხოველებით, მათ შორის ღამურებით - კორონავირუსის მატარებლები, რომელიც მუტაციის შემდეგ გახდა COVID-19- ის გამომწვევი აგენტი. მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არც იცოდნენ ამის შესახებ.



იმ დროისთვის უხანში უცნობი წარმოშობის მძიმე პნევმონიის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა აღირიცხა.. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ თუ რა ემუქრებოდათ მომავალში....



27 დეკემბერს იგივე სიმპტომების მქონე მეორე პაციენტი შემოიყვანეს უხანის ცენტრალურ საავადმყოფოში. იგი პირველ პაციენტზე 20 წლით უმცროსი იყო, არ ჰქონდა რაიმე ქრონიკული დაავადება, მაგრამ ინფექცია კიდევ უფრო მძიმედ განვითარდა.


საავადმყოფოში გადაყვანამდე მამაკაცი ათი დღის განმავლობაში მკურნალობდა უხანის ერთ-ერთ კლინიკაში, რა დროსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. როდესაც პაციენტი გადაიყვანეს მისაღები განყოფილებაში, მისი სისხლი მხოლოდ 90% იყო გაჯერებული ჟანგბადით - შესამჩნევად უარესი, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანში.



სამი დღის შემდეგ, აი ფენმა მიიღო მეორე პაციენტის ანალიზების პასუხი. ამონაბეჭდში ჩამოთვლილი იყო ფილტვებში აღმოჩენილი პათოგენები: სხვადასხვა რესპირატორული ბაქტერიების რამდენიმე კოლონია, მათ შორის Pseudomonas aeruginosa და კორონავირუსი SARS -ი.

ჟურნალ "ჟენიუს"- სთან ინტერვიუში, აი ფენი იხსენებს, რომ მას ამონაბეჭდის გადაკითხვის დროს ცივმა ოფლმა დაასხა. SARS -ის კორონავირუსი იყო 2003 წელს ატიპიური პნევმონიის გამომწვევი. მაშინ შეძლეს ჩანასახშივე მისი დათრგუნვა, მაგრამ დაინფიცირებულთა შორის, სიკვდილიანობა 9% აღწევდა, ხოლო 50 წელს გადაცილებული პაციენტებს შორის ყოველი მეორე კვდებოდა.

imageფოტოზე: აი ფენი

"სწორედ ამ დროს გვერდზე ჩამიარა ჩვენი საავადმყოფოს პულმონოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ადამიანი, რომელიც პირადად მონაწილეობდა SARS- ის წინააღმდეგ ბრძოლაში, გავეკიდე და ანალიზის შედეგები ვაჩვენე. მან დახედა ფურცელს და მაშინვე თქვა: "ეს ძალიან ცუდია."



ექიმმა დაუყოვნებლივ აცნობა ახალი აღმოჩენის შესახებ საავადმყოფოს ხელმძღვანელობას და ანალიზების შედეგების ფოტოსურათი გაუგზავნა მეგობარ ექიმს სხვა კლინიკაში- ისინი ერთად სწავლობდნენ ინსტიტუტში და ბოლო დროს მიმოწერა ჰქონდათ ერთმანეთთან, იმის შესახებ, რომ უფრო მეტი რესპირატორული პაციენტი მოჰყავდათ უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან. რამდენიმე საათში სურათი გავრცელდა სამედიცინო ჯგუფებში ჩინურ WeChat-ის მესენჯერით.

სულ მალევე გავრცელდა ჭორები SARS- ის ხელახლა გავრცელების შესახებ, რომელიც ატიპიურ პნევმონიას იწვევს.


იმავე საღამოს, აი ფენმა მიიღო რამდენიმე შეტყობინება ზემდგომი ორგანოებისგან. იგი გააფრთხილეს, რომ ახალი დაავადების შესახებ ინფორმაცია არ უნდა გავრცელდეს და დაემუქრნენ, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა. ” მთელი ღამე არ მეძინა, ვდარდობდი და მომხდარზე ვფიქრობდი, - იხსენებს იგი. - ყველაფერს ორი მხარე აქვს. მაშინაც კი, თუ ჩემი ქმედებები რაიმე უარყოფით შედეგს გამოიწვევდა, არაფერია ცუდი იმაშიც, რომ უხანის ექიმებს შევახსენო, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ. ”



მეორე დილით, აი ფენი გამოიძახეს საავადმყოფოს დისციპლინურ კომისიაზე და სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ მან საკუთარ თავზე აიღო ყველა ბრალდება, კიდევ რვა ექიმი დასაჯეს, რომლებმაც WeChat- ზე მისი სურათი განიხილეს. ერთ-ერთი მათგანი იყო ოფთალმოლოგი ლი ვენლიანგი, რომელიც ასევე მუშაობდა უხანის ცენტრალურ საავადმყოფოში. ერთი თვის შემდეგ, მედიაში გავრცელდება ინფორმაცია, რომ იგი პოლიციაში ორჯერ გამოიძახეს, რა დროსაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში "ამხილეს" და იძულებული გახადეს დაეწერა ხელწერილი, რომელშიც დაპირდა, რომ აღარ გაავრცელებდა უსაფუძვლო ჭორებს ახალი კორონავირუსის შესახებ.(შენიშვნა :სულ ახლახანს 33 წლის ლი ვენლიანგს სიკვდილის შემდეგ ჩინეთის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა).

imageფოტოზე: ლი ვენლიანგი


1 იანვარს, აი ფენი სამსახურში დაბრუნდა. ექიმი წუხდა, რომ მედიცინის მუშაკებსაც კი არ აფრთხილებდნენ შესაძლო საფრთხის შესახებ. ინფექციის არსებობის აღიარება მხოლოდ პირად საუბრებში იყო ნებადართული, შეუძლებელი იყო ამის შესახებ მესენჯერი ან SMS-ის გამოყენება. გარდა ამისა, ხელისუფლებამ ექიმებს და ექთნებს აუკრძალა დამცავი მოწყობილობების ტარება, რათა არ მოხდეს პანიკის დათესვა.

აი ფენმა მის თანამშრომლებს ურჩია დამცავი ლუქი სამოსის ქვეშ მალულად ეტარებინათ - მას მეტი სხვა არაფრის გაკეთება შეეძლო.


ერთ დღე-ღამეში, იმავე ინფექციით კიდევ 7 ადამიანი შემოვიდა მის განყოფილებაში. სიტუაცია ყოველ საათში უარესდებოდა. თავდაპირველად, პაციენტებს პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების ბაზართან, მაგრამ მალე ისეთი შემთხვევები გახშირდა, როდესაც პაციენტებს არა თუ უხანის ბაზართან, არამედ ხუანანის პროვინციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ, საავადმყოფოში მთლიანი ოჯახები ხვდებოდნენ ატიპიური პნევმონიის სიმპტომებით....

image

მხოლოდ 19 იანვარს ცნობილმა ჩინელმა ეპიოდოლომოგმა, 83 წლის ჩჟუნ ნანშანიმ აცნობა საზოგადოებას, რომ ისევ გამოჩნდა 2003 წლის კორონავირუსი SARS-ი, რომელმაც სავარაუდოდ მუტაცია განიცადა და ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

imageფოტოზე: ჩჟუნ ნანშანი


შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, უკვე მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი.





0
1189
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0