x
მეტი
  • 06.06.2020
  • სტატია:101010
  • ვიდეო:346295
  • სურათი:464554
როგორ უვლიდნენ სახეს ქართველი ქალები
image





სახის კანის სილამაზე და მოვლა უდაოა რომ დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. ქართველი ქალბატონები დიდ ყურადღებას აქცევდნენ სახის კანის მოვლას.

პირისკანის სინაზისა და ელასტიურობის შესანარჩუნებლად, ნაოჭებისა და კოსმეტიკური დეფექტების (ჭორფლი, ჭარბთმიანობა, ფერიმჭამელები ) მოსაცილებლად იყენებდნენ გახეხილი კომშის, კვერცხის ცილის, მუხუდოს, ლობიოს, ქაცვის, სელლის, ნუშის, რძის პროდუქტების საცხებს.

ფერმიმჭამელების სამკურნალოდ ხმარობდნენ ნესვის თესლს, მაწვნის, ტყემლის, თეთრი მიწისგან (თავსაბანი მიწის) დამზადებულ საცხებს.


ჭორფლს იშორებდნენ თეთრი ლობიოს ქაფით, ოხრახუშის წვენით, აბრეშუმის პარკის ნახარშით, ნედლი წიწმატის საცხით.

ჭარბი თმის მოშორებას პირის გაკეთება, გამოქნა ერქვა. სახიდან თმას ძაფით იცილებდნენ. პროცედურის დაწყებამდე ძაფს საპონწყალში გამოხარშავდნენ, რათა დარბილებულიყო და სახე არ გაეჭრა.

თმის მოსაცილებლად საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა ხიფის (ბამბანარევი აბრეშუმის ძაფი) და ბამბის ძაფი. კოჭის ძაფით გააკეთებდნენ ორმაგ მარყუჟს, ძაფს კბილსა და კბილს შორის მოიქცევდნენ, ნასკვს მოარგებდნენ თმის ძირზე, ხელის სწრაფი ამოკვრით ძაფს დაგრეხდნენ და თმას ძირიანად ამოაგდებდნენ.

თმის მოსაცილებლად ხმარობდნენ ე.წ. ბორწკალს ანუ პინცეტს.

ამ მეთოდს გამოიყენებდნენ წარბებიდან და აგრეთვე შუბლიდანაც იცლიდნენ თმას, რათა თავსაბურავის დახურვისას (ჩიხტი -კოპი ) შუბლი მაღალი გამოჩენილიყო.


2
491
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
491
  
4 აპრილი, 2:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

3 აპრილი, 18:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2