x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვრცელდება Covid–19 ინდოეთში

ვირუსის გავრცელების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით, ჩინეთისგან დიდად არ განსხვავდება (2017 წ. მონაცემებით, ჩინეთში – 1, 386 მლრდ. ადამიანი ცხოვრობს, ინდოეთში – 1, 339 მლრდ.), დღევანდელი მონაცემებით, ინდოეთში Covid–19-ით ინფიცირების სულ 2547 შემთხვევაა... და ეს იმ ფონზე, რომოდესაც იგივე ჩინეთში, ვირუსით ინფიცირებული 82 518 ადამიანი არის, ხოლო მაღალგანვითარებულ ევროპაში და აშშ-ში Covid–19 მძვინვარებს და უკონტროლოდ ვრცელდება. გასაკვირია, რომ ინდოეთში, სადაც ხალხი სრულ ანტისანიტარიაში ცხოვრობს, სიტუაცია არც ისე საგანგაშოა.


image


ამჟამად რთულია, რამის მტკიცება, თუმცა, ქვეყანაში არსებულ სიტუაციას თუ შევაფასებთ, აღნიშნულ საკითხშან დაკავშირებით, შეგვიძლია 3 მიზეზი განვიხილოთ:

ჯერ ერთი, ცოტამ თუ იცის, რომ ქ. ვარანასში, წმინდა განგას სანაპიროსთან, ყოველდღიურად, ასობით გვამს წვავენ და შემდეგ მდინარეშუ ყრიან. მდინარის სანაპიროს გასწვრივ კი, უამრავი სამრეწველო ქარხანა, ხის დამამუშავებელი ფაბრიკა, სასაკლაო არის და მავნე ნივთიერებები, რომლებიც წარმოების პროცესში გამომუშავდება, გაფილტვრის გარეშე, მდინარეში ხვდება. გარდა ამისა, მდინარის სანაპიროსთან მდებარე სოფლებში და ქალაქების ღარიბ უბნებში, სახლების უმრავლესობას, წყალგაყვანილობა არა აქვს და საბანაოდ ხალხი მდინარეზე დადის. მდინარეში რეცხავენ სარეცხს და მასშივე ყრიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.

დღეს, განგა ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ მდინარედ ითვლება მსოფლიოში და მიუხედავად ამისა, ადამიანები მის წყალს სვამენ და კბილებს იხეხავენ.


image


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წყლის დალევა შეიძლება, თუ მასში ნაწლავების ჩხირების დონე 50-ს არ აღემატება, ხოლო განგაში ეს მაჩვენებელი, თითქმის, 5500–ის ტოლია! ყველაზე გავრცელებული დაავადება ინდოეთში ქოლერა, დიზინტერია და ნაწლაური ჩხირები არის. ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად ბანაობენ მდინარეში, ჭუჭყიანი წყლის გამო, სხვადასხვა დაავადებით, გამუდმებით ინფიცირდებიან.

მაგრამ, ინდოეთის მოსახლეობას შექმნილი სიტუაცია არ აჩერებს და შესაძლებელია, სწორედ ეს არის ვირუსის გავრცელების შეფერხების მიზეზი? მათ იმდენნაირი დაავადება და ისეთი სიხშირით აქვთ გადატანილი, რომ უკვე ძლიერი იმუნიტეტი გამოუმუშავდათ და მათთვის კორონავირუსი საფრთხეს არ წარმოადგენს?!

მეორე, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, ვირუსის გავრცელების, თუ არ გავრცელების თვალსაზრისით – ეს კლიმატური პირობები არის. ექსპერტებს ჯერ–ჯერობით საბოლოო დასკვნა არ გამოუტანიათ იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალ ტემპერატურაზე ვირუსი მომენტალურად კვდება. თუმცა, ასეთი ვერსია არსებობს და მისი შესწავლა საფუძვლიანად ხდება.


image


ინდოეთში ვირუსის გავრცელების შემაფერხებელი ფაქტორი კიდევ ის არის, რომ ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა 24 მარტს, 21 დღიანი კარანტინი გამოაცხადა. მისი აზრით, სოციალური დისტანცირება – ერთადერთი საშუალებაა, რაც ამ ეტაპზე, ვირუსისგან თავის დაცვაში შეიძლება გამოიყენონ.

მესამე ვარიანტი, რომელიც ყველაზე აბსურდულად შეიძლება მოგეჩვენოთ, ხოლო ინდოეთში სავსებით ნორმალურად ითვლება, ის არის, რომ ვირუსისგან თავდაცვის მიზნით, ხალხი იქ ინდურ კოკა–კოლას სვამს, – გამაგრილებელ სასმელს, რომელიც ძროხის შარდზეა დამზადებულ. როგორც არ უნდა საშინლად ჟღერდეს, ქვეყანაში უდიდესი სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, ცნობილი სპორტსმენები, ვარსკვლავები და პოლიტიკოსები, უამრავი კამერის და ადამიანის თვალწინ, ამ სასმელს სვამენ. სწორედ ეს კოლა იძლევა ვირუსთან ბრძოლის ძლიერ იმუნიტეტს – დარწმუნებულები არიან ინდოელები.


image


სასმელს Cow-ka Cola ჰქვია და მისი განსხვავებული ვარიანტები არსებობს – არის ლიმონის, ფორთოხლის და ვარდის გემოთი. ხოლო, მის მოსამზადებლად, წმინდა ცხოველის დილის შარდს იყენებენ, რომელიც ჯერ დისტილირების პროცესს გადის, ხოლო შემდეგ, მას სხვადასხვა სახის სამკურნალო ბალახებს ურევენ...

და როგორც სასმელის შემქმნელები ამტკიცებენ, სასმელის წარმოებისას, ყველაფერი აიურვედული (სწავლება ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების შესახებ) წესის დაცვით ხდება.

imageimageარხის სხვა სიახლეები:
imageimageimage

1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები

2. «უკვდავების» ელექსირი – ნატურალური ვიტამინები იმუნიტეტის გასაძლიერებლად

3. სწრაფი და გემრიელი! – ნაპოლეონი 30 წუთში

4. ანეკდოტები და სახალისო ფრაზები კორონავირუსზე
5. 15 საოცარი და სახალისო ფაქტი კატების შესახებ
6. 4 დღე ვირუსის ინფექციის შესასუსტებლად – COVID–19-ისგან თავდაცვის რჩევა მათ, ვინც სახლიდან გადის




0
2131
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0