x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
როგორ გადადის COVID-19 თვალიდან ორგანიზმში და რატომ არ უნდა მოვიკიდოთ თვალზე ხელი? - ოფთალმოლოგის რეკომენდაციები
image


მას მერე, რაც მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი გავ­რცელ­და, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან მუდ­მი­ვად გა­ის­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე­ე­ბი. ერთ-ერთი რე­კო­მენ­და­ცი­ით, ხელი არ უნდა მი­ვი­ტა­ნოთ თვა­ლებ­თან, რად­გა­ნაც შე­საძ­ლოა, თვა­ლი­დან ორ­გა­ნიზ­მში ვირუ­სის გა­და­ტა­ნა მოხ­დეს.


რა­ტომ არ უნდა მო­ვი­კი­დოთ თვალ­ზე ხელი, რა­ტომ ით­ვლე­ბა თვა­ლი ამ და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტან ერთ-ერთ ორ­გა­ნოდ და რო­გორ გა­და­დის თვა­ლი­დან ორ­გა­ნიზ­მში ინ­ფექ­ცია? ამა­ზე კლი­ნი­კა „ახა­ლი მზე­რას“ ექი­მი-ოფ­თალ­მო­ლო­გი ია ვარ­და­ნაშ­ვი­ლი გვესა­უბ­რე­ბა:


- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გი­თხრათ, რომ ჩი­ნე­ლი ექი­მი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად დას­ვა კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზი, სწო­რედ ოფ­თალ­მო­ლო­გი იყო და მას ახლა გმი­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს.



თვა­ლი ერთ-ერ­თია იმ ორ­გა­ნო­თა­გან, სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა ვირუ­სი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვდეს, ვი­ნა­ი­დან მუდ­მი­ვად ხდე­ბა მისი ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის შე­ხე­ბა ატ­მოს­ფე­როს­თან, იქ, სა­დაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მრა­ვა­ლი ვირუ­სი და ბაქ­ტე­რია. ატ­მოს­ფე­რო­სა და ორ­გა­ნიზმს შო­რის კონ­ტაქ­ტი უფრო მარ­ტი­ვად მყარ­დე­ბა არა მარ­ტო ახლა, არა­მედ ზო­გა­და­დაც ასეა - ბაქ­ტე­რი­ე­ბი ატ­მოს­ფე­რო­დან თვალ­ში ხში­რად აღ­წე­ვენ. მაგ­რამ ორ­გა­ნიზმს აქვს იმუ­ნი­ტე­ტი (დაც­ვი­თი ფუნ­ქცია) კერ­ძოდ, ცრემ­ლი შე­ი­ცავს ისეთ კომ­პო­ნენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ბაქ­ტე­რი­ებს უვ­ნე­ბელ­ყოფს და აღარ აძ­ლევს ორ­გა­ნიზ­მში გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. თუმ­ცა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­რო­ნა­ვირუ­სი არის ის ახა­ლი შტა­მი, რომ­ლის მი­მარ­თაც ჯერ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს იმუ­ნი­ტე­ტი არ აქვს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ არის ის სა­ში­ში.


- ბაქ­ტე­რია თვა­ლი­დან ორ­გა­ნიზ­მში რა გზით ხვდე­ბა?


- თვა­ლი­დან საც­რემ­ლე არ­ხის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­დის ჯერ ცხვირ­ში, შემ­დეგ ცხვირ-ხა­ხა­ში, რის შემ­დე­გაც ბაქ­ტე­რია ფილ­ტვებ­ში ინაც­ვლებს და გარ­თუ­ლე­ბის სა­ხით იძ­ლე­ვა პნევ­მო­ნი­ას (ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბას).


- რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ამის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, დად­გე­ნა, ბაქ­ტე­რია, თუნ­დაც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი ადა­მი­ანს თვა­ლი­დან გა­და­ე­დო თუ სა­სუნ­თქი გზე­ბი­დან (ცხვი­რი, პირი)?


- "ეს ვირუ­სი ჯერ ძა­ლი­ან ახა­ლია და მისი შეს­წავ­ლა, მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ნამ ჯერ კი­დევ კვლე­ვის პრო­ცე­სია, მა­ნამ­დე ამის სა­ხა­სი­ა­თო ნიშ­ნად, თვა­ლი­დან არის თუ არა ვირუ­სი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს თვა­ლე­ბის სი­წით­ლე - კო­ნი­უქ­ტი­ვი­ტი (ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ან­თე­ბა). თუ და­ა­ვა­დე­ბა კო­ნი­უქ­ტი­ვი­ტით და­ი­წყო, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზე ვთქვათ, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და თვა­ლი­დან. თუმ­ცა ვი­მე­ო­რებ, ეს მხო­ლოდ ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზე, რად­გა­ნაც ჯერ ძნე­ლია ამის მტკი­ცე­ბი­თი ფორ­მით თქმა.


image


ამი­ტომ, რო­დე­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ხელი არ უნდა მო­ვი­კი­დოთ სა­ხე­ზე, მათ შო­რის, თვალ­ზე, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ხე­ლით მე­ქა­ნი­კუ­რად გა­დაგ­ვაქვს თვალ­ში ვირუ­სი", - გვე­უბ­ნე­ბა ოფ­თალ­მო­ლო­გი და გვირ­ჩევს: "თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის გამო ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­ყა­როს­თან ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით დიდი დო­ზით ურ­თი­ერ­თო­ბენ, ის დღეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნებ­ში თვა­ლის სიმ­შრა­ლემ მო­ი­მა­ტა. კომ­პი­უ­ტერ­თან, სმარ­ტფო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ხდე­ბა თვა­ლის გა­მოშ­რო­ბა. გა­მომშრალ თვალ­ში კი ატ­მოს­ფე­როს­თან შე­ხე­ბი­სას თვა­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შან­სი მა­ტუ­ლობს.


- ასეთ შემთხვევაში რას ურჩევთ მკითხველს?


განაგრძეთ კითხვა



1
168
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
168
  
2020, 3 აპრილი, 18:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1