x
"მარად 27-იანელთა კლუბი" - 27 წლის ასაკში გარდაცვლილი ცნობილი მუსიკოსები

imageჯიმ მორისონი, ამერიკული ყველაზე პოპულარული ჯგუფ THE DOORS-ის ლიდერი




"მარად 27-იანელთა კლუბი"- ეს არის კლუბი, რომლის ქვეშაც აერთიანებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მუსიკოს-შემსრულებლებს რომლებიც თავის კარიერის პიკზე, ძირითადად ნარკოტიკის მოხმარების შედეგად 27 წლის ასაკში გარდაიცვალნენ.


27 წლიანთა ცნობილი კლუბის სია ასე გამოიყურება:


1. ჯიმ მორისონი, ამერიკული ყველაზე პოპულარული ჯგუფ THE DOORS-ის ლიდერი, სოლისტი, სიმღერების შემსრულებელი, პოეტი, ვოკალისტი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული როკ-მუსიკოსი, გარდაიცვალა 3 ივლისს 1971წ. გარდაიცვალა - 27წ. და 207 დღის.


2. ჯიმი ჰენდრიქსი, ამერიკელი ელექტრო გიტარისტი, ვოკალისტი, სიმღერების ავტორი, მომღერალი და ჯგუფ The Jimi Hendrix Experience ლიდერი. ითვლება მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და საუკეთესო როკ-გიტარისტად. გარდაიცვალა 18 სექტემბერს, 1970წ. - გარდაიცვალა 27წ. და 295 დღის.



3. ჯენის ჯოპლინი, ამერიკელი როკ მუსიკოსი ქალი, ცნობილია როგორც, ბლუზის ყველაზე წამყვანი თეთრკანიანი ქალი მომღერალი. ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ვოკალისტად და აღიარებულია 60-იანი წლების, ათწლეულის საუკეთესო ვოკალისტ როკ-მუსიკოსად. გარდაიცვალა 4 ოქტომბერს 1970წ. - გარდაიცვალა 27წ. და 258 დღის.


4. ბრაიან ჯონსი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისური ჯგუფის The Rolling Stones დამაარსებელი და გიტარისტი, მულტი-ინსტრუმენტალისტი. დაიხრჩო ბასეინში 3 ივლისს 1969წ. - 27წ. და 125 დღის.


5. კურტ კობეინი, წამყვანი მომღერალი, გიტარისტი, ვოკალისტი, სიმღერების ავტორი და ჯგუფის Nirvana ლიდერი. თავი მოიკლა, 5 აპრილს 1994წ. - გარდაიცვალა 27წ. და 44 დღის.


6. რიჩი ედვარდსი, ჯგუფის Manic Street Preachers-ის გიტარისტი. უგზოუკვლოდ გაუჩინარდა 1 თებერვალს 1995წ. - გარდაიცვალა 27წ. და 41 დღის.


7. ემი უაინჰაუსი, ინგლისელი მომღერალი ქალი, მუსიკალური პრემიის გრემის 6 გზის მფლობელი. გარდაიცვალა 23 ივლისს 2011წ. - გარდაიცვალა 27წ. და 312 დღის.




0
92
2-ს მოსწონს
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
92