x
მეტი
  • 03.06.2020
  • სტატია:100983
  • ვიდეო:346249
  • სურათი:464480
კახეთში უცნობმა ბიჭმა თონეში 200 ლარი დატოვა , ხალხს პური რომ უფასოდ დაურიგდეს
image

კორონავირუსით გამოწვეული მიმდინარე ეპიდემიის ფონზე უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას სულ უფრო მეტად გაუჭირდა და ამ სიტუაციაში, ქვეყანაში არც თუ იშვიათად ჩნდებიან პირები, რომლებიც მზად არის სხვებს უანგაროდ დაეხმარონ.


ასეთ შემთხვევაზე საუბრობს ფეისბუქმომხარებელი ისლამ გორგიშვილი, როგორც ირკვევა, უცნობმა ახალგაზრდამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მდებარე ერთ-ერთ პურის საცხობში 200 ლარი დატოვა, რომ ხალხს პური უფასოდ დაურიგდეს.


"დიდი მადლობა ამ ადამიანს. დალ სააყ დუაილდ. დღეს, სალობიანოში “რამინას ფურნე” მაღაზიაში მივედი პურის საყიდლად და 5 ლარი მივაწოდე გამყიდველს. 5 პური მომცა და თან ჩემი 5 ლარიანიც დამიბრუნა. ვკითხე, რა ხდება მეთქი და დღეს ერთი ქისტი ბიჭი მოვიდა და ფული დატოვა, ვინც მოვა პურზე, ფული არ გამოართვათო. ვინ იყო მეთქი ის ქისტი ბიჭი და არ ვიცითო, უთქვამს ჩემი ვინაობა არ თქვათო. იმ პურის მცხობელმა მითხრა ეს თქვენებურად სააყა არისო. გარეთ ერთი ფშაველი კაციც იდგა და მან მითხრა, იმ ქისტმა ბიჭმა რამინას 200 ლარი მისცა, რომ ხალხს პური უფასოდ დაურიგდესო”-წერს გორგიშვილი.


image

3
898
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
898
  
5 მაისი, 3:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

14 აპრილი, 1:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2 აპრილი, 23:14
კარგი კაცი ყოფილა.
0 1 3