x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რა წერია 1981 წელს გამოცემულ რომანში, რომელსაც კორონავირუსზე წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ?
image


მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ებ­რძვის. COVID-19-ით ყო­ველ­დღე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცირ­დე­ბა და იღუ­პე­ბა და გა­საკ­ვი­რი არაა, რომ მსოფ­ლიო შფო­თავს და პა­ნი­კა­შია.


ზო­გი­ერ­თი ცდი­ლობს წარ­სუ­ლის პან­დე­მი­ებ­თან უპოვ­ნოს კო­რო­ნა­ვირუსს სა­ერ­თო, ზო­გიც კი ისეთ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ეძებს და აზი­ა­რებს, სა­დაც ვირუს­ზე რა­ი­მე იქ­ნე­ბა ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი. კო­რო­ნა­ვირუს­ზე უფრო სწრა­ფად კი, სწო­რედ ასე­თი ამ­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა.


ამის მა­გა­ლი­თია ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, დინ კონ­ცის რო­მა­ნი, "The Eyes of Darkness“ ("ბნე­ლე­თის თვა­ლე­ბი“), რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­მა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბად მი­იჩ­ნი­ეს, ამ თე­მა­ზე მომ­ზად­და სი­უ­ჟე­ტე­ბი და ისე­დაც შე­ში­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ უფრო შე­შინ­და.



თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა, რე­ა­ლუ­რად რა წე­რია კონ­ცის რო­მან­ში და არის თუ არა იქ მარ­თლაც ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ.


ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ Twitter-ის ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი რო­მა­ნის შე­სა­ხებ და­წე­რა და წიგ­ნის ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით, რომ რო­მან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სია ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი. ამ­ბა­ვი ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.


რო­გორც CNN წერს, წიგნ­ში ვირუ­სი ადა­მი­ა­ნის მიერ შექ­მნი­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღია.


რო­მა­ნის გმი­რი, სა­ხე­ლად დომ­ბი, ყვე­ბა ამ­ბავს ჩი­ნელ მეც­ნი­ერ­ზე, რო­მელ­მაც ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღი სა­ხე­ლად "უხან-400“ აშშ-ში ჩა­ი­ტა­ნა. ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ, რომ ეს ია­რა­ღი ქა­ლაქ უხან­თან მდე­ბა­რე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, RDNA-ში შე­იქ­მნა.


imageწიგ­ნის ავ­ტო­რი, მწე­რა­ლი დინ კონ­ცი


რო­გორც CNN წერს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ წიგ­ნის 1981 წელს გა­მო­ცე­მულ ვერ­სი­ა­ში, ბი­ო­ლო­გი­ურ ია­რაღს "Gorki-400" ჰქვია. ია­რა­ღის სა­ხე­ლი ავ­ტორ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით შეც­ვა­ლა და "Wuhan-400" უწო­და. ამ სა­ხელ­წო­დე­ბით ია­რა­ღი უკვე რო­მა­ნის 1989 წლის გა­მო­ცე­მა­ში გვხვდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ CNN South China Morning Post-ზე დაყ­რდნო­ბით წერს.


გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, მარ­თა­ლია, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან და­ი­წყო, მაგ­რამ ის, რომ ვირუ­სი უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ხე­ლოვ­ნუ­რად შე­იქ­მნა, მხო­ლოდ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­აა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბი­დან გავ­რცელ­და. ამ თე­ო­რი­ას მკა­ფი­ოდ უარ­ყო­ფენ რო­გორც ჩი­ნე­ლი, ასე­ვე და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბი.


ექ­სპერ­ტე­ბი ჯერ კი­დევ ცდი­ლო­ბენ გა­არ­კვი­ონ ვირუ­სის ზუს­ტი წყა­რო. ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით კი, ვირუ­სის გა­ჩე­ნას ღა­მუ­რას უკავ­ში­რე­ბენ.


"ბნე­ლე­თის თვა­ლებ­ში“ ვირუ­სი 100%-ით მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია


წიგნ­ში წე­რია, რომ "უხან-400“-ს, სხვა ბი­ო­ლო­გი­ურ ია­რა­ღებ­თან შე­და­რე­ბით, უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს და ვერც ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 24 სა­ათ­ზე მეტ­ხანს ვერ ცო­ცხლობს...


განაგრძეთ კითხვა



0
323
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0